რა უნდა ვიცოდეთ ჰორმონ ტესტოსტერონის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ჰორმონ ტესტოსტერონის შესახებ

მას მომატებული აქვს ლიბიდო და მშვენიერ შედეგებს აჩვენებს ვარჯიშისას. თითოეული მამაკაცისთვის აუცილებელია ტესტოსტერონის დონის შენარჩუნება.

ტესტოსტერონი მამაკაცის ძირითადი სასქესო ჰორმონია, რომელიც პასუხისმგებელია ვაჟთა ვირილიზაციასა და გოგონათა ანდროგენიზაციაზე. ტესტოსტერონი ხშირად ასოცირდება სექსუალურ ჰორმონთან. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპერმატოზოიდების წარმოებაში, მოქმედებს ასევე ძვლისა და კუნთოვანო ქსოვილის განვითარებაზე.

მამაკაცთა ტესტოსტერონის დონე მნიშვნელოვნად მოქმედებს მის განწყობაზე. ტესტოსტერონი მონაწილეობს მამაკაცის სასქესო ორგანოების, მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებაზე, არეგულირებს სპერმატოგენეზს და სქესობრივ ქცევას, გავლენას ახდენს აზოტისა და ფოსფორის ცვლაზე. ტესტოსტერონის ბიოლოგიური მოქმედება განსაკუთრებით სპეციფიკურად ვლინება სამიზნე ქსოვილებზე, სადაც მისი შერჩევითი დაგროვება ხდება: სათესლე არხების, სათესლეს დანამატის, წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე ბუშტის, ჰიპოთალამუსის, საშვილოსნოს, ოვარული ფოლიკულების უჯრედებში.

ტესტოსტერონის სინთეზი და სეკრეცია რეგულირდება ჰიპოფიზის მალუთეინიზებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონებით. ტესტოსტერონის ანდროგენული აქტივობა ვლინდება ემბრიონის განვითარების პერიოდში (მე-13 კვირიდან).

ტესტოსტერონს იყენებენ სპორტსმენები კუნთური მასისა და ძალის მოსამატებლად. მისი ხანგრძლივი მიღება იწვევს საკუთარი ტესტოსტეერონის სეკრეციის დაქვეითებას.

ტესტოსტერონის დონის მომატება ბუნებრივი საშუალებითაც შესაძლებელია, ანაბოლური სტეროიდების გამოყენების გარეშე. კერძოდ: ვარჯიშით, სწორი კვებით და ა.შ.

1. ვარჯიში

ძალოვანი ვარჯიშები სიმძიმეებით ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ურთიერთკავშირშია ორგანიზმში ტესტოსტერონის ზრდასთან. ტესტოსტერონის მაქსიმალური დონე მიიღწევა ფიზიკური დატვირთვის დასრულებისთანავე და გრძელდება ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის გასაზრდელად საჭიროა კვირაში 3-4-ჯერ 40-60 წუთი ვარჯიში.

2. ზომიერი კარდიოდატვირთვა

კარდიოდატვირთვა აუცილებელია გულის შრომისუნარიანობის გასაზრდელად. თუმცა აერობულ დატვირთვებს დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, რადგანაც მან შეიძლება დააქვეითოს ტესტოსტერონის დონე. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ამგვარ ვარჯიშზე. კარდიოვარჯიშების ოპტიმალური ხანგრძლივობა კვირაში 4-ჯერ 30-44 წუთია.

3. ცილოვანი საკვები

ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის გასაზრდელად უნდა მივიღოთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე საკვები: რძის პროდუქტები, კვერცხი, ხორცი, რომლებიც დადებითად მოქმედებს კუნთური მასის ზრდაზე. ცილოვანი საკვები უნდა მივიღოთ შემდეგი პროპორციით: 2 გ ცილა სხეულის კილოგრამ მასაზე.

4. ბოსტნეული

ცნობილია, რომ ბოსტნეულს მნიშვნელოვანი როლი აქვს კუნთების სიჯანსაღესა და ზრდაში, თუმცა არსებობს რიგი ბოსტნეულისა, რომლებიც მამაკაცის ჰორმონზე ახდენს გავლენას. ასეთია კომბოსტოს ყველა სახეობა. აღნიშნული პროდუქტი შეიცავს ისეთ ფერმენტებს, როგორებიცაა ინდოლები და ფიტონუტრიენტები, რომლებიც აქვეითებენ ესტროგენის დონეს და ამავდროულად ზრდის ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობას.

5. ცხიმები

ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის გასაზრდელად რეკომენდებულია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტები. მათ, უპირველესად, მიეკუთვნება ცხიმიანი თევზი, ზეითუნისა და რაფსის ზეთი.

6. უარი ალკოჰოლს

ალკოჰოლის ხშირი მოხმარება დიდი დოზებით უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის ჰორმონზე და აქვეითებს მის დონეს.

7. ტესტოსტერონის გამომუშავების მასტიმულირებელი მცენარეები

ჟენ-შენის ფესვი ერთ-ერთი მძლავრი სტიმულატორია ორგანიზმში მრავალი ფიზიოლოგიური ფუნქციისა და პირველ რიგში, ხელს უწყობს მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონისა და პოტენციის მომატებას.

8. სრულფასოვანი ძილი

ღამის ძილი უნდა გრძელდებოდეს 8-10 საათი. აღნიშნულ პერიოდში სხეული და კუნთები დუნდება და სრულად აღდგება ვარჯიშის შემდეგ. კარგი დასვენების შემდეგ ადამიანი მხნედ და ენერგიულად გრძნობს თავს, რაც მნიშვნელოვანია ვარჯიშის პროდუქტიულობისა და შედეგებისათვის, ასევე ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობისთვის.

9. ვარჯიშისგან დასვენება

უფრო ეფექტური შედეგის მისაღებად ძალოვანი ვარჯიში უნდა ხდებოდეს კვირაში არა უმეტეს 3-5-ჯერ. ვარჯიშის აღნიშნული გრაფიკი არა მარტო კუნთოვანი მასის მაქსიმალურ ზრდას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს მამაკაცის ჰორმონის მაღალ დონემდე გაზრდას.

10. რეგულარული სექსი

რეგულარული სექსი მჭიდროდ უკავშირდება მალუთეინიზებელი ჰორმონის ზრდას. მამაკაცებს შორის აღნიშნული ჰორმონი ააქტიურებს ლეიდინგის ინტერსტიციულ უჯრედებს, რომლებიც უშუალოდ გამოიმუშავებს ჰორმონ ტესტოსტერონს. ხანგრძლივი შეკავება, პირიქით, აქვეითებს მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეს.

ფაქტები ტესტოსტერონზე

ტესტოსტერონი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ჰორმონია, რომელიც ზრდის გენეტიკური სტიმულატორია, მონაწილეობს სასქესო ორგანოებისა და სქესობრივი იდენტობის ფორმირებაში.

ტესტოსტერონი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვას და უკავშირდება ისეთ ფსიქოლოგიურ ფენომენებს, როგორებიცაა დომინირება და ლიდერობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ტესტოსტერონი არის მამაკაცობის არსი.

ტესტოსტერონის დონე ქალებთან შედარებით მამაკაცებს 10-12-ჯერ მაღალი აქვთ.

ორგანიზმზე ტესტოსტერონის მოქმედება გამოიხატება კუნთებისა და ძვლების ზრდით, თუმცა ორივე ეს ეფექტი ვლინდება მხოლოდ გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვისას.

აქტიური სქესობრივი ცხოვრება ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას.

ტესტოსტერონის გამომუშავებას ამცირებს: თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება, სიმსუქნე.

ტესტოსტერონი ძირითადი ენდროგენული ანტიდეპრესანტია. შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ბედნიერების ჰორმონია. მისი დონის დაქვეითება იწვევს დეპრესიას და დათრგუნვას.

დღე-ღამის განმავლობაში ზრდასრული მამაკაცის ორგანიზმი გამოიმუშავებს დაახლოებით 15მგ ტესტოსტერონს.

ტესტოსტერონი გამომუშავდება ძილის დროს, ხოლო მისი მაქსიმალური კონცენტრაცია არის დილის საათებში. ამიტომ ძილი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი ნორმალური წარმოებისთვის.

ჰორმონის უკმარისობა ვლინდება კუნთოვანი მასის შემცირებით, ამტანობისა და ძალის დაქვეითებით, ფსიქოლოგიური არამდგრადობით და თან ახლავს ხასიათის ხშირი ცვალებადობა.