/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

ფარისებრი ჯირკვალი და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე

თქვენ გგონიათ, ცხოვრებაში ყველაფერს თვითონ წყვეტთ? ცდებით! ჩვენი ქცევა ხშირად ნაკარნახევია...

ჰორმონებით! თუ წარმოვიდგენთ, რომ ორგანიზმი მოლეკულების, ატომებისა და სხვა ქიმიური ნაერთების ხმაშეწყობილი ორკესტრია, დირიჟორის როლს მასში უდავოდ შეასრულებენ ჰორმონები. სწ­ორედ ისინი წყვეტენ, ვინ “ვიოლინოა”, ვინ - “დასარტყამი ინსტრუმენტი” და ვინ შეასრულებს სოლო პარტიას, ამიტომ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ ამ იდუმალი ნივთიერებების შესახებ.

ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების მთავარი რეგულატორი ცენტრალური ნერვული სისტემაა, სადაც თავის ტვინის ქერქი ბატონობს. მეორე მნიშვნელოვანი რეგულატორია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც ბიოლოგიურად მეტად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ჰორმონები გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე, აწესრიგებენ მას. ამ ჯირკვლების მოქმედება კი, თავის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენას ექვემდებარება.

ფარისებრი ჯირკვალი და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ადამიანის ყელზე, ხორხის ორივე მხარეს, ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს - თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებენ. ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. მის წარმოშობას თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა. ზოგჯერ ჯირკვალი ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას იწყებს, ზოგჯერ კი, პირიქით, ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონს და ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის.

შედეგად თავს იჩენს ავადმყოფური მოვლენები. როდესაც ჰორმონების გამომუშავება გაძლიერებულია, ვლაპარაკობთ თირეოტოქსიკოზზე, რაც ნიშნავს ორგანიზმის მოშხამვას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით. როდესაც ორგანიზმს ჰორმონები აკლია, საუბარია ჰიპოთირეოზზე. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა ძლიერ აზიანებს ნერვულ სისტემას. ზიანი ადგება ფსიქიკას, იცვლება ქცევა, რაც არა მარტო ავადმყოფისთვის, არამედ გარშემო მყოფთათვისაც საზიანოა. თუ ჩიყვი მცირე ასაკში ჩამოყალიბდა, ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელი ეშლება, ყალიბდება გონებრივი ჩამორჩენილობა - კრეტინიზმი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა მოზრდილ ადამიანს დაემართა, იგი ეშვება, აპათიური ხდება, ეუფლება დეპრესია, უხალისობის მუდმივი შეგრძნება, უიმედობა, იოლად ღიზიანდება, ერღვევა ძილი. მისი გაღიზიანება და უხალისობა გარშემო მყოფებსაც გადაედებათ. ჰიპოთირეოზის დროს ადამიანს ეუფლება ამაოების განცდა, ზოგჯერ - დანაშაულისაც, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, აზროვნება, ხშირად გაუბედავად იქცევა ან, პირიქით, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს. არის შემთხვევები, როცა სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრობს. ჰიპოთირეოზით გამოწვეული დეპრესიის დროს ფსიქიკურ და ფიზიკურ უსიამოვნო შეგრძნებებს თითქოს ბოლო არ უჩანს.

ყოველივე ამას შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტები, ოჯახური, სამსახურებრივი ან პირადი უსიამოვნებები, ხანგრძლივი ემოციური და ფიზიკური დაძაბულობა, ინტერესთა სფეროს შევიწროება. მოკლედ, იცვლება პიროვნება. ტოქსიკური ჩიყვის დროს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს ჭარბად გამოიმუშავებს, ავადმყოფი აღგზნებულია, მოუსვენარი, უმიზეზოდ ნერვიულობს, ბევრს მოძრაობს, აქვს აშკარად გამოხატული ნევროზული მდგომაროება, ხდება უხეში, ტლანქი, ზოგჯერ აკვიატებული ქცევები უყალიბდება, ხშირად გაბოროტებულია, ხმამაღლა და ყვირილით გამოხატავს სათქმელს, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას.

ასევე დაგაინტერესებთ
ფარისებრი ჯირკვლის ცუდად მუშაობაზე მიგვითითებს კოჟრის გაჩენა ცერა თითის გარეთა ზედაპირზე - სხეულის ენა
როგორ იცვლება მტევნები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების და შაქრიანი დიაბეტის დროს

ხშირად ასეთი ადამიანები უარს ამბობენ მკურნალობაზე, რითაც ზიანს აყენებენ საკუთარ თავს, საკუთარ ფსიქიკას, და არანაკლებ აზარალებენ ახლობლებს - გამუდმებით გაღიზიანებულნი, საკუთარ მდგომარეობას თავს ახვევენ სხვებს, რაც თავისთავად აისახება მათ ფსიქიკაზეც. აუცილებელია, ადამიანმა, რომელსაც მოშლილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, გააცნობიეროს საკუთარი მდგომარეობა, დროულად მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სათანადო მკურნალობა, მოიწესრიგოს ჯანმრთელობა და იფიქროს ახლობლებზეც, რომლებიც მისი ავადმყოფური ქცევის უდანაშაულო მსხვერპლნი არიან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფარისებრი ჯირკვალი და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები