უშაქრო დიაბეტის დროს ჩასატარებელი კვლევები - წელიწადში ერთხელ სასურველია ქალას რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უშაქრო დიაბეტის დროს ჩასატარებელი კვლევები - წელიწადში ერთხელ სასურველია ქალას რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

უშაქრო დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს რამდენადმე დაქვეითებული აქვთ ფიზიკური განვითარებისა და სექსუალური მომწიფების ტემპი.

მოგვიანებით ეს სერიოზული პრობლემების მიზეზად რომ არ იქცეს, აუცილებელია მუდმივი დისპანსერული მკურნალობა და სპეციალისტთა მეთვალყურეობა.

ბავშვი რეგულარულად უნდა ისინჯებოდეს შემდეგი სქემით:

წელიწადში ორჯერ აუცილებელია:

1. ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შემოწმება;

2. წყურვილისა და პოლიურიის ხარისხის განსაზღვრა;

3. კანის სიმშრალის შემოწმება;

4. ოფთალმოლოგისა და ნევროპათოლოგის კონსულტაცია;

5. დაავადების მედიკამენტური მკურნალობისას ზოგჯერ ცხვირში სიმშრალე ჩნდება, რაც ხშირ ცემინებას იწვევს; გარდა ამისა, პაციენტები ეტანებიან ცივ, ყინულიან წყალს, ამიტომ, დიდებისგან განსხვავებით, პატარა პაციენტი წელიწადში ერთხელ ოტორინოლარინგოლოგმაც უნდა გასინჯოს.

6. წელიწადში ერთხელ სასურველია ქალას რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

7. მშობლებმა თავი უნდა არიდონ პატარების ისეთ ადგილას წაყვანას (სამოგზაუროდ ან ექსკურსიაზე), სადაც წყალმომარაგება შეზღუდულია - როცა ბავშვი ვერ იკლავს წყურვილს, უვითარდება დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოება) თანმხლები ნეგატიური მოვლენებითურთ, რაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.

8. შედარებით მოზრდილ ბავშვებთან დაავადება იწვევს უძილობას, აქვეითებს შრომისა და სწავლის უნარს. ასეთ ბავშვებს მშობლებისა და მასწავლებლების განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ნუ დაატანთ ძალას - ამით უფრო მეტად გაურთულებთ მდგომარეობას.

გასათვალისწინებელია, რომ:

დისპანსერიზაცია სჭირდებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც, თუმცა რამდენადმე განსხვავებული სქემით.ზოგ პაციენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია. ამან სასურველი შედეგი რომ გამოიღოს, აუცილებელია მედიკამენტების მიღების მუდმივი კონტროლი და მათი დოზების კორექცია.

ადეკვატური ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე ადამიანი, ჩვეულებრივ, ინარჩუნებს სრულფასოვანი შრომის უნარს, მაგრამ აუცილებელია, მის სამუშაო გარემოში არ იყოს მაღალი ტემპერატურა და, რაც მთავარია, ეს ადგილი სათანადოდ მარაგდებოდეს წყლით (მაგალითად, არასასურველია მუშაობა ცხელ საამქროში, მცხუნვარე მზის ქვეშ, ტრიალ მინდორში და სხვა).