გაძლიერებული მადა და მომატებული წონა კოვიდის შემდეგ - როგორ ვიკვებოთ სწორად პოსტკოვიდურ პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაძლიერებული მადა და მომატებული წონა კოვიდის შემდეგ - როგორ ვიკვებოთ სწორად პოსტკოვიდურ პერიოდში

აღნიშნული დასახელების ქვეშ თავს იყრის ყველა ის პათოლოგიური ჩივილი, რომლებსაც კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილი განიცდის. გარკვეული სიმპტომები ხანგრძლივი დროით გრძელდება, ზოგი კი მალევე ქრება. ერთ-ერთი ასეთი, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი უჩივის, ვირუსის გადატანის შემდეგ მომატებული მადაა.

სოციალურ ქსელში არსებულ სამედიცინო გვერდებზე ხშირად ისმის კითხვა - როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა კოვიდის გადატანის შემდეგ ჩვენი მადა დღითი დღე ძლიერდება? ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, მომატებულ მადასთან ერთად, მომატებულ კილოგრამებზეც საუბრობენ და გამოსავლის გზებს ეძებენ.

როგორც ირკვევა, მომატებული მადის ერთ-ერთი მიზეზი გემოს დაკარგვით გამოწვეული შფოთვაა, რომლის გამოც ინფიცირებული ადამიანები მძაფრგემოიან საკვებს იღებენ, შემდეგ კი, თანდათანობით, რაოდენობის გაკონტროლება უჭირთ. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესი, რომელსაც ნებისმიერი დაავადების დროს ორგანიზმი განიცდის, ამ დროს კი საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით, ნახშირწყლების მიღების სურვილი ძლიერდება.

როგორ ვაკონტროლოთ მადა და წონა კოვიდის შემდეგ, რომელ პროდუქტებს მივანიჭოთ უპირატესობა კვების დროს და რომელს მოვერიდოთ ყველაზე მეტად - აღნიშნულ თემებზე ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას ვესაუბრეთ და მისგან რჩევები და რეკომენდაციებიც მოვისმინეთ.

- ბატონო შოთა, არის თუ არა მადის მატება კოვიდის შემდგომი სიმპტომი და როგორ უნდა ვაკონტროლოთ ის?

- კი, ბატონო, ერთ-ერთ სიმპტომად ითვლება და მადის მატება შესაძლებელია პოსტკოვიდურ პერიოდში. ამას იწვევს მინერალების და მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტი, განსაკუთრებით, ბ 12 ვიტამინს ვგულისხმობ, რომელიც უშუალოდ ტვინის საკვებ ვიტამინად გამოიყენება და, როცა მისი დეფიციტია, ტვინში გაძლიერებული იმპულსები ვლინდება კვებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს მადის მომატებაც და ასევე ტკბილზე მოთხოვნილების გაზრდაც.

და მეორე - ვინც გემოვნებას კარგავს, ისინი გატესტვის მიზნით, ხშირად ხმარობენ, ცხარეს, მჟავეს, მლაშე საკვებს და ტკბილეულს - გემოვნების დასაბრუნებლად. აქედან გამომდინარე, შეიძლება რაღაც პროდუქტის გემოს იმ წუთში მართლაც ვერ გრძნობდე, მაგრამ არ არის კარგი, როცა ამ საკვებს ასე აძალებ ორგანიზმს, რადგან მერე შესაძლოა, ამა თუ იმ პროდუქტზე მოთხოვნა ისედაც გაზარდოს ორგანიზმმა. ამიტომ ვეცადოთ, ამ დროს მსგავსი ტიპის საკვები არ მივიღოთ.

- რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის მადის მატების გამო საკვების გაზრდილი რაოდენობით მიღება?

- ძალიან ბევრ ტკბილეულს თუ მივეძალებით, ამან შეიძლება წონაში მატება გამოიწვიოს, ასევე შაქრიანი დიაბეტის რისკიც გაიზარდოს. სტატისტიკურად აღმოჩნდა, რომ კოვიდის პერიოდში დიაბეტის გამოვლენის შემთხვევები ცოტათი გაზრდილია, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისთანაც მკურნალობაში სტეროიდული თერაპია გამოიყენეს. მათთან, ზოგადად, გაზრდილია დიაბეტის რისკი, ამასთან, თუ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები პროდუქტები დიდი რაოდენობით ხვდება ორგანიზმში, ეს კიდევ უფრო ზრდის დიაბეტის რისკის მაჩვენებელს. დანარჩენი, რაც სტანდარტულია, ქოლესტერინის დონის ცვალებადობა და ლიპიდური ცვლის დარღვევა - ისედაც მოსალოდნელია.

- რამდენად მიზანშეწონილია ამ დროს მადის დამაქვეითებელი მედიკამენტის თვითნებურად მიღება?

- თვითნებობა რეკომენდებული არ არის, რადგან იმუნური სისტემა ისედაც დაქვეითებულია და კიდევ რაღაც ზედმეტი მედიკამენტის დამატება შეიძლება არც იყოს სასარგებლო. სჯობს, მივმართოთ ექიმს და იმან გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა მედიკამენტების მიღება.

- კოვიდის გადატანის შემდეგ რამდენ ხანში უნდა მივმართოთ ექიმს?

- სტანდარტულად ასეა - დაახლოებით, 2 თვის ფარგლებში კეთდება „ჩექაფი“, რათა გავიგოთ, ზოგადად, რა მდგომარეობაა ორგანიზმში.

- რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდის გადატანის შემდეგ მომატებულ მადას უჩივიან?

- რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არ უნდა დაგვავიწყდეს. ვირუსის მიუხედავად, დოზირებული ფიზიკური აქტივობა მაინც უნდა იყოს ჩართული, ვეცადოთ, 2-3 საათში ერთხელ დაყოფილ კვების რაციონზე ვიყოთ, შუალედებში „წაცმუცვნის“ მომენტები კი უნდა გამოირიცხოს.

რაც შეეხება საკვებს: უმჯობესია იყოს ხილი, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ვიტამინები, მით უმეტეს, ახლა ციტრუსებიც შემოდის, რაც ძალიან კარგია, ასევე კარგია - მწვანე ბოსტნეული, წვნიანები, ნაკლებცხიმიანი ხორცპროდუქტები და რძის პროდუქტიც.