მეცნიერებმა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს სისხლძარღვთა დაზიანების გამომწვევ ახალ მიზეზს მიაგნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს სისხლძარღვთა დაზიანების გამომწვევ ახალ მიზეზს მიაგნეს

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარების გარეშე, ადამიანს შესაძლებელია ინფარქტიც კი განუვითარდეს.

ახლახანს, ჟურნალში „Diabetes“ გამოქვეყნდა კვლევა, რომლის თანახმადაც, სისხლის წითელ უჯრედებში სპეციფიკური მოლეკულის ნაკლებობა, შესაძლებელია დიაბეტით გამოწვეული სისხლძარღვთა გართულებების მიზეზი იყოს.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს უჯრედები ხშირად დისფუნქციას განიცდიან დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

სისხლის წითელ უჯრედებში მიმდინარე ცვლილებები

სისხლის წითელი უჯრედები ჟანგბადს ფილტვებიდან სხეულის სხვა ნაწილებში ატრანსპორტირებენ. ისინი ნახშირორჟანგის ფილტვებისკენ ტრანსპორტსაც უზრუნველჰყოფენ, რასაც ამოსუნთქვისას გამოვყოფთ.

წითელი უჯედების შესახებ ნაკლებად ცნობილია, თუმცა უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ისინი გულ-სისხლძარღვთა წონასწორობის შენარჩუნებაზე, ანუ ჰომეოსტაზზე ახდენენ ზეგავლენას. ეს ნაწლობრივ მიიღწევა აზოტის ოქსიდის წარმოებით.

აზოტის ოქსიდს ორგანიზმი სისხლძარღვების გასაფართოებლად იყენებს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაცინტების სისხლის წითელ უჯრედებს აზოტის ოქსიდის გამომუშავების უნარი შემცირებული აქვთ, რამაც შესაძლებელია კორონარული არტერიების შეკუმშვა გამოიწვიოს.

დიაბეტმა შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს სისხლის წითელი უჯრედების მიერ ადენოზინტრიფოსფატის, ანუ ატფ-ის გამოყოფაზეც. ატფ-ის მოლეკულა ორგანიზმის ენერგიის წყაროა (ენერგიის შენახავასა და ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს).

დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლის წითელი უჯრედები კიდევ ერთ ცვლილებას განიცდიან - ჟანგბადის რეაქტიული ფორმების(ROS) დაჩქარებული წარმოქმნა, რამაც შესაძლოა, გაზარდოს არტერიების შიდა კედელზე ცხიმოვანი ფოლაქები, რაც ათეროსკლეროზის რისკს ზრდის.

ახალ კვლევაში, რომელიც შვედეთში ჩატარდა, სისხლის წითელ უჯრედებში მიმდინარე მოლეკულური ცვლილებები შეისწავლეს, რომლებიც აღნიშნულ დისფუნქციებს იწვევენ.

კვლევაში 36 - დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებული და 32 - ჯანმრთელი (რომლებიც არ იღებდნენ მედიკამენტებს, უზმოზე გლუკოზის ნორმა აღენიშნებოდათ, არ ჰქონდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ისტორია) ადამიანი მონაწილეობდა.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დიაბეტით დაავადებულთა სისხლის წითელ უჯრედებს გაცილებით ნაკლები მიკო რნმ 210 (microRNA-210) ჰქონდათ, ვიდწრე ჯანმრთელ მონაწილეებს. ისინი ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნებიან და უჯრედულ ფუნქციებს არეგულირებენ, მათ შორის სისხლძარღვთა მოქმედებას.

კვლევამ აჩვენა, რომ microRNA-210-ის შემცირება, ენოდოთელურ დისფუნქციას იწვევს. ენდოთელიუმი - უჯრედების ფენა, რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს, არტერიების, ვენებისა და გულის კედლის შიგნითა შრეს.

ასევე, იმ პაციენტებს, რომლებსაც ათეროსკლეროზისთვის დამახასიათებელი ცხიმოვანი ფოლაქები ჰქონდათ, მიკრორნმ-210-ის დაბალი დონე აღენიშნებოდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტების საშუალებით გლიკემიის კონტროლი, სისხლის წითელ უჯრედებში მიმდინარე ცვლილებებს ვერ აფერხებენ.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ საჭიროა დამატებით კვლევები, რათა აღნიშულ ბიოსტრუქტურებს შორის სასიგნალო გზები უკეთ შეისწავლონ.

მათი განცხადებით, სისხლის წითელ უჯრდებში microRNA-210-ის დონის გაზრდა/ნორმალიზირება შესაძლოა , მომავალში ენდოთელური დისფუნქციის და სისხლძარღვთა დაზიანებების თავიდან აცილებაში დაეხმაროს დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ადამიანებს.