როგორ უნდა მოვუაროთ შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ფეხსაცმლის შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა მოვუაროთ შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ფეხსაცმლის შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები

ამ დროს სხვებთან ერთად ცვლილებებს განიცდის ქვედა კიდურების სისხლძარღვები და ნერვებიც. ეს იწვევს ფეხების ტკივილს, ტემპერატურის, ტაქტილური და ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითებას, რაც ვლინდება ფეხების მწველი ტკივილით, უმეტესად - მოსვენებისას ან ღამით, დაბუჟებით, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებით, მაღალი წნევის ზონებში კანის გარქოვანებით.

ამის შედეგად ხდება ტერფების ტრავმირება და წყლულოვანი დეფექტები ყალიბდება. ზოგჯერ საქმე განგრენამდე და კიდურის ამპუტაციამდეც კი მიდის.

ჯანმრთელი ფეხების შესანარჩუნებლად საჭიროა:

  • სისხლში შაქრის დონის გაკონტროლება არანაკლებ ორ თვეში ერთხელ;
  • რეგულარული გამოკვლევა დაწყებული გართულებების გამოსავლენად (ქვედა კიდურების ტკივილი, ვიბრაციული, ტაქტილური და ტემპერატურული მგრძნობელობის შეცვლა);
  • ფეხების მოვლის წესების მკაცრი დაცვა;
  • დაწყებული გართულებების დროული მკურნალობა;
  • ფეხების ყოველდღიური მოვლა.

პრაქტიკული რჩევები:

  • ისეირნეთ ყოველდღე, სულ ცოტა, 30 წუთი.
  • ფეხები ყოველდღე დაიბანეთ თბილი წყლით (წყლის ტემპერატურა - 30-დან 350ჩ-მდე).
  • გამოიყენეთ თქვენი კანის შესაფერისი საპონი (რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ).
  • დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ ტერფები, განსაკუთრებით - თითებს შორის არსებული არეები, და ჩაიყარეთ ფხვნილი.
  • ფეხების სიმშრალისა და ნახეთქების თავიდან ასაცილებლად ტერფებზე ყოველდღე წაისვით ნეიტრალური საცხი.
  • ნუ წაისვამთ საცხს თითებს შორის.ყოველდღე დაითვალიერეთ ტერფები.
  • თვითკონტროლისთვის მოიმარაგეთ მონოფილამენტი.
  • ფრჩხილების ან კანის სოკოვანი დაზიანებისას (სიწითლე ან თეთრი ნადები) მიდით ექიმთან, რომელიც სათანადო მკურნალობას დაგინიშნავთ.
  • კანზე ნაპრალის, ნაკაწრის, ჭრილობის შემჩნევისას ასევე მიმართეთ ექიმს.
  • ყოველდღე შეასრულეთ სისხლძარღვებისთვის განკუთვნილი წვივებისა და ტერფების ვარჯიში.
  • იხმარეთ ბამბის თეთრი წინდები. შეიძლება მათი გამოხარშვა. მათზე ადვილი შესამჩნევია ჭრილობების (სისხლის ან ჩირქის) კვალი.
  • წინდები ყოველდღე გამოიცვალეთ.

ფრჩხილებისა და ქუსლების მოვლა:

  • რეგულარულად მოიქლიბეთ ფეხის ფრჩხილები - ეს დაჭრაზე უსაფრთხოა.
  • ფრჩხილის კუთხეებს ნუ დაიმოკლებთ - ფრჩხილები აღარ ჩაგიბრუნდებათ.
  • გარქოვანებული კანი რეგულარულად დაიმუშავეთ პემზით.
  • პემზა სამ თვეში ერთხელ მაინც ცვალეთ - მასში შესაძლოა სოკომ დაიბუდოს.
  • მიკროტრავმის თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენოთ კოჟრის საწებარა.

როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი

  • ფეხსაცმელი კარგად უნდა იყოს მორგებული. ჩაცმამდე ხელით შეამოწმეთ, ხომ არ არის მასში უცხო საგნები.
  • ნუ შეიძენთ მაგარ ვიწრო ფეხსაცმელს. ნუ ჩაიცვამთ, თუ გიჭერთ.
  • ფეხსაცმელი შეიძინეთ დღის ბოლოს, როცა ფეხები შეშუპებულია.
  • ფეხების მგრძნობელობის დაქვეითებისას საყიდლებზე მუყაოს ჩასაფენით იარეთ.
  • თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, შეიძინეთ მოხერხებული და სეზონის შესაფერისი ფეხსაცმელი.
  • ფეხსაცმლის თასმები ისე შეიკარით, რომ ერთმანეთის პარალელურად იყოს განლაგებული.
  • ნუ დაჯდებით გამათბობლის ახლოს.
  • ნუ ივლით ნურც შინ, ნურც გარეთ ფეხშიშველა და უწინდებოდ.
  • კოჟრების და კორძების მოსაცილებლად არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები და პლასტირი.
  • წინდებს ნაკერები გარეთ მოუქციეთ. უმჯობესია, საერთოდ უნაკერო შეიძინოთ.
  • ტერფის დეფორმაციის შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ფეხსაცმლისა და ღრუბლოვანი საფენის - ღაბაშის გამოყენება.