დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ მიირთვან... - სანიმუშო მენიუ ენდოკრინოლოგისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ მიირთვან... - სანიმუშო მენიუ ენდოკრინოლოგისგან

- რამდენი პურის მიღებაა რეკომენდებული? არის თუ არა ნებადართულ პროდუქტებს შორის კარტოფილი?

- პურის რეკომენდებული ოდენობა თითოეული კვებისას 50-80 გრამია, ზუსტი რიცხვი კი პაციენტისთვის, სიმსუქნის ხარისხის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განისაზღვრება. დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ, მიირთვან ორი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი - მოხარშული ან ზეთში შემწვარი.

თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ კარტოფილი პურეულია, ის პურის მაგივრად მიიღება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარტოფილთან ერთად პურის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

-ნებადართული პროდუქტების მიღება ნებისმიერი ოდენობით შეიძლება?

- ნებადართული საკვების განუსაზღვრელი ოდენობით მიღება არ შეიძლება. ასეთი პროდუქტები, მაგალითად, ხბოს, წიწილის, საქონლის მჭლე ხორცი, თევზი, მოხდილი რძის პროდუქტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ განსაზღვრული ოდენობით, ზომიერად.

მიღების დროც მკაცრად უნდა იყოს დადგენილი. მაგალითად, საღამოს შვიდი საათის შემდეგ არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით ხორცის ან რძის ნაწარმის მიღება, ვახშამი დაბალკალორიული და მსუბუქი უნდა იყოს.

- რაზეა დამოკიდებული მისაღები საკვების ოდენობა?

- პაციენტს ულუფა ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განუსაზღვროს. დიეტის შერჩევა ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის კომპეტენციაა. ამ დროს მხედველობაშია მისაღები პაციენტის სქესი, ასაკი, წონა. ყურადსაღები ფაქტორებია დაავადების ხანგრძლივობა და პაციენტის ფიზიკური აქტივობა.

აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს სისხლში გლუკოზის შემცველობა დიეტის დანიშვნის მომენტში. გარდა ამისა, ხდება სხვა მაჩვენებლების, კერძოდ, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი, მინერალური ცვლის პარამეტრების განსაზღვრა, ყურადღება ექცევა შაქრიანი დიაბეტის ტიპს.

- ჩვენი საუბარი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ხომ არ შესთავაზებდით დიაბეტით დაავადებულებს სანიმუშო მენიუს?

- დიაბეტით დაავადებულმა საკვები უნდა მიიღოს დღეში 4-5-ჯერ. რაციონალურად უნდა იყოს გადანაწილებული დღის განმავლობაში კვების დრო - სასურველია კვება 8.00, 12.00, 16.00, 19.30 საათზე.

დილის ულუფა შეიძლება იყოს ხაჭო, ნადუღი ან ყველი ცოტაოდენ პურთან ერთად, ჩაი ან უშაქრო ყავა.

მეორე კვებისას, 12 საათზე, რეკომენდებულია ცოტაოდენი ხორცი ბოსტნეულის სალათთან ერთად, რუხი პური, დასაყოლებლად - ხილი.

სადილი 16 საათზე უნდა იყოს კალორიული, სრულყოფილი, რათა პაციენტი დანაყრდეს.რეკომენდებულია ხბოს ან წიწილის სუპი, ბორშჩი ან ბულიონი ცოტაოდენ ხორცთან ერთად, პური, ბოსტნეულის სალათი და ხილი.

ვახშამი, რომლისთვისაც შესაფერისი დრო 19.30 საათია, დაბალკალორიული უნდა იყოს. რეკომენდებულია წიწიბურას ან ჰერკულესის ფაფა და მაწონი ან კეფირი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მე მოვიყვანე დიეტის ზოგადი მონახაზი, თითოეული პაციენტისთვის კი აუცილებელია ინდივიდუალური, პირადად მისთვის, მისი დაავადების თავისებურებათა გათვალისწინებით განსაზღვრული დიეტა, რომლის შედგენაც მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია.

დიეტა არის საფუძველი, რომელსაც ემატება სხვა სამკურნალო საშუალებები. დიეტასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რათა მიღებული კალორიები დაიხარჯოს. სამწუხაროდ, დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, მისი განკურნება თანამედროვე მედიცინას არ ძალუძს, მაგრამ სწორი მკურნალობის წყალობით პაციენტს შეუძლია, დიდხანს შეინარჩუნოს სრულფასოვანი ცხოვრება და თავიდან აიცილოს დაავადების გართულებები. მკურნალობის უმნიშვნელოვანესი მომენტი კი სწორედ დიეტაა.