რა შემთხვევაში უნდა შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი და მიმართოთ ენდოკრინოლოგს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შემთხვევაში უნდა შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი და მიმართოთ ენდოკრინოლოგს?

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს აღენიშნება, მაგრამ მათგან ნახევარზე მეტმა ამის შესახებ არაფერი იცის.

ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მთავარი რეგულატორია. როდესაც ის ვერ უზრუნველყოფს ჰორმონების აუცილებელი რაოდენობის მიწოდებას სისხლში, ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ექმნება.

რა განსხვავებაა ჰიპოთირეოზსა და ჰიპერთირეოზს შორის?

ჰიპო და ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ორი ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა.

როდესაც ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა, ის მცირე რაოდენობით თირეოიდულ ჰორმონებს გამოიმუშავებს. შედეგად ვითარდება ჰიპოთირეოზი და ნელდება ნივთიერებათა ცვლა. ჰიპოთირეოზი ქალებში 8-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმაზე მეტად აქტიურდება, ის ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონებს, ეს იწვევს ჰიპერთირეოზის განვითარებას, რასაც თან ახლავს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება.

ჰორმონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენს ორგანიზმში. მათი დარღვევა სერიოზულ დაავადებებს იწვევს. სიტუაცია რომ არ გაამწვავოთ, დააკვირდით ცვლილებებს, რასაც ჰორმონალური დარღვევა იწვევს.

mkurnali.ge

სიმპტომები:

• გამოხატული დარლილობის შეგრძნება, ძილიანობა;

• შენელებული, ან აჩქარებული გულისცემა;

• წონაში მატება;

• კანის სიმშრალე, მსხვრევადი თმა;

• შენელებული მეტყველება, მეხსიერების გაუარესება;

• ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი;

• ხელების კანკალი;

• სიცივის აუტანლობა;

• ყაბზობა;

• ემოციური ფონი, შფოთვა და გაღიზიანებადობა.

თუ ამ სიმპტომებიდან ერთი, ან რამდენიმე გეცნობათ, დაუყოვნებლივ უნდა შეიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი და გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან.

გაიკეთეთ ანალიზები

სასურველია შეიმოწმოთ სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი (რკინის განსაზღვრა სისხლში), D ვიტამინის ნაკლებობა. აუცილებელია - FT4; TSH (თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა) და ანტისხეულების შემოწმება. ასევე, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია.

საწყის ეტაპზე, საკმარისი იქნება ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა (TSH).

საწყის ეტაპზე, საკმარისი იქნება ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა (TSH).

აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიღება გაცილებით ბიუჯეტურადაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ - online.mkurnali.ge პლატფორმით ისარგებლებთ.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში, 150 ლარის ნაცვლად, 60 ლარი დაგიჯდებათ. პრომო კოდის შეძენით მიიღებთ 60%-იან ფასდაკლებას და დანაზოგს ერთ სრულ კვლევაზე.

ფარისებრი ჯირკვალი – უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია ჰორმონებზე, არეგულირებს ორგანიზმის ენერგიას, გავლენას ახდენს, ფაქტობრივად, ყველა უჯრედზე, ქსოვილსა თუ ორგანოზე. ფარისებრი ჯირკვლის გამოუვლინებელმა დაავადებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს უამრავ ორგანოს, მათ შორის, ღვიძლს, ნაწლავებს, რეპროდუქციულ სისტემას, გულს და ტვინსაც კი. ამიტომაც ჯობს, ყურადღებით ვიყოთ და დავაკვირდეთ, რა ნიშნებს გვაძლევს ჩვენი ორგანიზმი.