/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

II ტიპის შაქრიანი დიაბეტი

II ტიპის შაქრიანი დიაბეტი
გთხოვთ, დაწვრილებით მოგვითხროთ II ტიპის შაქრიანი დიაბეტის შესახებ. საინტერესოა, რა შემთხვევაში ინიშნება ინსულინი II ტიპის დიაბეტის დროს,

იცვლება თუ არა ასაკის მიხედვით სისხლში შაქრის ნორმები და შეიძლება თუ არა, II ტიპის დიაბეტიანმა დასამშვიდებლად ჩვეულებრივი დამამშვიდებელი პრეპარატები მიიღოს.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტი არაინსულინდამოკიდებული ფორმაა. ამ დროს ორგანიზმში ან არ გამომუშავდება საკმარისი ინსულინი, - ეს II ტიპის ინსულინდეფიციტური სახეობაა, - ან კუჭქვეშა ჯირკვალი ჩვეულებრივ გამოიმუშავებს ამ ჰორმონს, მაგრამ ორგანიზმი სუსტად რეაგირებს მასზე, ქსოვილთა დონეზე იგი აღარ ფუნქციობს, ვინაიდან უჯრედული რეცეპტორები მას ვეღარ ცნობენ. ეს ინსულინრეზისტენტული სახეობა გახლავთ. არის შემთხვევები, როცა ორივე კომპონენტი ერთდროულად არის გამოხატული, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით. მსოფლიოში კატასტროფული ტემპით იზრდება II ტიპით დაავადებულთა რიცხვი. წინათ მიაჩნდათ, რომ შაქრიანი დიაბეტით მოავადეთაგან 10-15%-ს I ტიპი ჰქონდა, ხოლო 85-90%-ს - II ტიპი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით კი I და II ტიპის დიაბეტიანთა ურთიერთშეფარდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 3:97-ია. თუ I ტიპის შაქრიანი დიაბეტი უმთავრესად ბავშვობაში ან ახალგაზრდობაშივე, 40 წლამდე ვლინდება, II ტიპი 40 წლის შემდეგ ვითარდება და მის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს ცხოვრების წესი და გენეტიკური განწყობა. გენეტიკური ფაქტორი II ტიპის დიაბეტის დროს მეტად მნიშვნელოვანია. ერთი კვერცხუჯრედისგან განვითარებულ ტყუპებს დაავადება ყოველთვის ერთნაირად უვითარდებათ. II ტიპის დიაბეტი მშობლებისგან შვილებს დომინანტური გზით გადაეცემათ - დაავადების განმსაზღვრელი გენები ქალიშვილმა ორივე მშობლისგან უნდა მიიღოს, ვაჟმა - დედისგან.

გამომწვევი მიზეზები

100-დან 80 შემთხვევაში დაავადება სიმსუქნესა და ჭარბ წონას უკავშირდება. მისი განვითარების მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია სტრესი და ფიზიკურად პასიური ცხოვრება (ჰიპოდინამია). ის ხშირად იჩენს თავს ენდოკრინული სისტემის დაავადებების - ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო ან ჰიპერფუნქციის, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების დროს. შესაძლოა გამოვლინდეს აგრეთვე რომელიმე ვირუსული დაავადების (გრიპი, ვირუსული ჰეპატიტი, ვირუსული ჰერპესი), პანკრეატიტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების შემდგომ.

დამახასიათებელი ნიშნები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

დაავადებას ახასიათებს პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, საერთო სისუსტე, წონის კლება ან, პირიქით, გაძლიერებული მატება. II ტიპის დიაბეტი შედარებით დუნედ ვლინდება, დროული ჩარევის გარეშე მისი ნიშნები მწვავდება, ხოლო უყურადღებოდ მიტოვების შემთხვევაში შესაძლოა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის მიზეზად იქცეს.

მკურნალობა

II ტიპის დიაბეტის დროს მკურნალობის მთავარი მიზანი წონის ნორმალიზებაა, ამიტომ, დაავადების სიმძიმის კვალობაზე, მკურნალობა მოიცავს დიეტოთერაპიას და ფიზიკურ დატვირთვას. შესაძლოა, დიეტაც საკმარისი აღმოჩნდეს, შესაძლოა, მასთან ერთად აბების მიღებაც გახდეს საჭირო. მკურნალობის პროცესში აუცილებელია შაქრის კონტროლი. II ტიპის დიაბეტის დროს ამის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ მაინც. შაქრის ნორმა ჭამამდე <5,6 მმოლ/ლ-ია, ხოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ - <7,8 მმოლ/ლ. ეს მაჩვენებლები მუდმივია, თუმცა ასაკთან ერთად შესაძლოა ოდნავ შეიცვალოს. რამდენად საშიშია ეს ცვლილება ან საჭიროებს თუ არა ჩარევას, ამას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს. ექიმივე დაადგენს, ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით რომელი დამამშვიდებელი პრეპარატია ოპტიმალური პაციენტისთვის. დოზირებული ფიზიკური დატვირთვა II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის მკურნალობის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. მათთვის სასარგებლოა ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, მეტად ამტანებისთვის კი ცურვა, ჩოგბურთი და ველოსპორტიც კარგია. II ტიპის დიაბეტის დროს ზოგჯერ საჭიროა ორგანიზმში ინსულინის შეყვანა. ეს მაშინ, როდესაც დიეტით და ტაბლეტირებული საშუალებებით ორგანიზმში შაქრის დონის ნორმალიზება ვერ ხერხდება, ანუ გლუკოზის დონის დასაქვეითებლად განკუთვნილი სხვა პრეპარატები უეფექტოა. ინსულინთერაპია ასევე ტარდება დროებითი მოსამზადებელი თერაპიის სახით წინასაოპერაციო პერიოდში, როცა II ტიპის დიაბეტით დაავადებულს სხვა პათოლოგიის გამო ქირურგიული ჩარევისთვის ამზადებენ. ამ შემთხვევაში შაქრის დონეს სწორედ ინსულინით აწესრიგებენ. II ტიპის დიაბეტის დროს ინსულინის სადღეღამისო დოზას თითოეულ პაციენტს, ორგანიზმში აღმოჩენილი შაქრის დონის შესაბამისად, მკურნალი ექიმი უდგენს.

კომენტარები (1)
ვალერი
ამდენ ლაპარაკს და წერას გირცევნიათ მოზებნოთ ხერხი ამ ჯანდაბის განსაკურნად რაუბედურებაა საქარტველო აქ ვერასდროს გვექნება ამის განკურნის ხერხი
თარიღი : 24-09-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

II ტიპის შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები