შაქრიანი დიაბეტის გვიანი გართულება - ნეიროპათია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

შაქრიანი დიაბეტის გვიანი გართულება - ნეიროპათია

შაქრიანი დიაბეტის გვიანი გართულება - ნეიროპათია
გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარიამ ნაცვლიშვილი.

რა არის და რატომ ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია?


- დიაბეტური ნეიროპათია დიაბეტით დაავადებულთა 50%-ზე მეტს აღენიშნება. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა პერიფერიული ნეიროპათია. ამ დროს ზიანდება ნერვები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ტვინს) არ ეკუთვნის.


პერიფერიული ნეიროპათია ტერფების დაზიანებას და დაინფიცირებას იწვევს. საქმე ის არის, რომ ტერფის ნერვების დაზიანებისას ადამიანმა შესაძლოა ტერფი გაიჭრას და ვერ იგრძნოს, მოუვლელი ჭრილობა კი გაიზარდოს და დაინფიცირდეს. დიაბეტური ნეიროპათიის დროს შესაძლოა იმ ნერვების დაზიანებაც, რომლებიც არეგულირებს სისხლის წნევას, გულის რიტმს, საოფლე ჯირკვლების, შარდის ბუშტის
მუშაობას, ნაწლავების პერისტალტიკას, ერექციას (აუტონომიური ნეიროპათია).


დიაბეტის დროს ნეიროპათიის უშუალო მიზეზი ჰიპერგლიკემიაა. ჰიპერგლიკემიის დროს იზრდება გლუკოზის ფერმენტდამოკიდებული დაკავშირება თავისუფალ ამინომჟავებთან, რაც მრავალ ცილას, მათ შორის ფერმენტებსაც მოიცავს.


ამის შედეგად ირღვევა უჯრედში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები, რაც ნეირონების დეგენერაციისა და აქსონოპათიის მიზეზად იქცევა.


- როგორია ნეიროპათიის სიმპტომები?


- თავდაპირველად - ფეხის თითებზე, მერე კი მთელ ტერფებზე, კოჭებსა და ხელებზეც თავს იჩენს მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც დროდადრო ძლიერდება და ისევ სუსტდება. დროთა განმავლობაში მცირდება ტემპერატურის, ტაქტილური და ვიბრაციის შეგრძნება, დაზიანებული კიდური სუსტდება, ბუჟდება, რაც ვლინდება ფეხების მწველი ტკივილით, ძირითადად მოსვენებისას ან ღამით დაბუჟებით, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებით, მომატებული წნევის ზონებში გარქოვანებული კანის არსებობით.


ამის შედეგად ხდება ტერფების ტრავმირება და წყლულოვანი დეფექტების, განგრენის განვითარებაც კი. აუტონომიური ნეიროპათია აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამ დროს თავს იჩენს ქრონიკული გულისრევა, უმადობა, მუცლის შებერვა, ცუდი მონელება, ნაწლავების მოუწესრიგებელი პერისტალტიკა.

გულისრევა, გონების დაკარგვა, თავბრუხვევა (ფეხზე სწრაფად ადგომისას) და სისხლის დაბალი წნევა აღენიშნებათ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გულის კუნთის ნეიროპათია.


- რა უნდა გაკეთდეს ნეიროპათიის თავიდან ასაცილებლად? საზოგადოდ, შესაძლებელია თუ არა ამ გართულების პრევენცია?


- სისხლში შაქრის კონტროლით დიაბეტური ნეიროპათიის განვითარების რისკი შეიძლება 40-60%-ით შევამციროთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მიკროელემენტები და შაქრიანი დიაბეტი ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში ცალკეული მიკროელემენტების როლი ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის საგანია.
ხორხი, როგორც ხმის გენერატორი, ჰორმონდამოკიდებული ორგანოა. თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა,
რა გავლენა აქვთ ჰორმონებს ხმაზე ხმასა და სექსუალობას რომ ერთმანეთთან აკავშირებენ, ყველამ ვიცით.
გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად