მიკროელემენტებისა და ვიტამინების როლი შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიკროელემენტებისა და ვიტამინების როლი შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკაში

როგორც ცნობილია, მიკროელემენეტებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, მეტიც, მათზე დიდად არის დამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის განკურნების შანსი. შეგახსენებთ, რომ მიკროელემენტები ორგანიზმში არ სინთეზდება (წარმოიქმნება), არამედ საკვებთან, წყალთან და ჰაერთან ერთად აღწევს, ახალშობილის ორგანიზმში კი დედის რძესთან ერთად.

დღეს უკვე არაერთი მეცნიერული გამოკვლევით დადასტურებულია, რომ მიკროელემენტების დეფიციტი დიდ როლს თამაშობს შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებაში. მაგალითად, მაგნიუმს ადამიანის ჯანმრთელობის მთავარ კონსტანტას უწოდებენ. მისი ნაკლებობისას ვითარდება დისგლიკემია (სისხლში შაქრის შემცველობის პათოლოგიური ცვლილება – დისბალანსი), იზრდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. ამ ელემენტის ნაკლებობა, თავის მხრივ, იწვევს მანგანუმის ცვლის დარღვევას. მანგანუმი კი ქსოვილებამდე ინსულინის მიწოდებაზე პასუხისმგებელი ელემენტია.

უკანასკნელ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ვანადიუმის ნაკლებობა ასევე ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ხოლო თუ ორგანიზმი ქრომის ნაკლებობას განიცდის, მაშინ შესაძლოა ჰიპერინსულინიზმი განვითარდეს. ამ დროს სისხლში ინსულინის შემცველობა იმატებს, გლუკოზის დონე კი კრიტიკულ მაჩვენებლამდე ეცემა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველაზე ხშირად ჰიპერინსულინიზმი (ინსულინის მოჭარბებული გამოყოფა) თან ახლავს შაქრიანი დიაბეტის ადრეულ სტადიებს.

დროთა განმავლობაში გლუკოზისადმი მგრძნობელობა ირღვევა და დაავადება შემდგომ სტადიაზე გადადის, რომელიც უკვე ინსულინის გამომუშავების ნაკლებობით, ანუ ჰიპოინსულინიზმით ხასიათდება. ამგვარად, ქრომის დეფიციტმა შესაძლოა დასაბამი მისცეს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, სისხლში ინსულინის მოჭარბებული შემცველობის პროვოცირებით. ამასთან, უზმოზე აღებულ სისხლის ანალიზში გლუკოზის შემცველობა მეტად დაბალია ხოლმე. ასეთ დროს სიტუაციაში გაურკვეველმა ექიმმა, შესაძლოა, პაციენტს საკვებ რაციონში შაქრის რაოდენობის გაზრდის რეკომენდაციაც კი მისცეს. ეს, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია. იმისათვის, რომ გადაამოწმოთ, დაავადებული ხართ თუ არა შაქრიანი დიაბეტით, საჭიროა, შაქარზე სისხლის ანალიზი ჭამიდან ერთ საათში ჩააბაროთ და, რაც მთავარია, გაიაროთ სპეციალური ტესტი გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრაზე. ამ უკანასკნელით შესაძლებელია ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ნახშირწყლოვან ცვლაზე მსჯელობა. თუ ქრომი მართლაც აკლია თქვენს ორგანიზმს, მისი მიღებით სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლები საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თუთია. ამ მიკროელემენტს შეიცავს პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) უჯრედები. თუთია უშუალოდ მონაწილეობს ინსულინის სინთეზში, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებაში. საერთოდ კი, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული მიკროელემენტების როლი ნახშირწყლოვან ცვლაში მეტად დიდია. რომელიმე მათგანის განსაკუთრებულად გამოყოფა და იზოლირებულად შეფასება არ იქნება სწორი, რადგანაც ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთად აქვეითებენ შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს. მიკროელემენტები მონაწილეობას იღებენ აგრეთვე გლუკოზის შემცველობის მარეგულირებელ ამინმჟავათა ცვლაში, კერძოდ – არგინინისა და ტაურინის ცვლაში, რომლებიც არეგულირებენ ცილოვან ცვლას და იცავენ შაქრიანი დიაბეტის გართულებებისაგან სისხლძარღვებსა და თირკმელებს.

შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიაზე პაციენტები აუცილებლად უნდა იღებდნენ მიკროელემენტებსა და ამინმჟავებს. ხოლო ამ უკანასკნელთა სწორად და რაციონალურად დანიშვნისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ პაციენტთან ცილოვანი და მინერალური ცვლის თავისებურებათა შესწავლა.

ვიტამინები და შაქრიანი დიაბეტი

D ვიტამინის როლი ფოსფორ-კალციუმის რეგულაციასა და შესაბამისად, ძვლოვან ქსოვილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში ყველასათვის ცნობილია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ D ვიტამინსა და კალციუმს გარკვეული გავლენა აქვს ონკოლოგიურ პათოლოგიებზე, აუტოიმუნურ დაავადებებზე, ათეროსკლეროზზე, გაცხიმოვნებაზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, შაქრიან დიაბეტსა და ისეთ მდგომარეობაზე, როგორიცაა ინსულინისადმი რეზისტენტობა (გამძლეობა).

მეცნიერულ გამოკვლევებზე დაყრდნობით გამოკვეთილია შეხედულება – მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს D ვიტამინის როლი განპირობებულია პანკრეასის ინსულინმაპროდუცირებელ (გამომყოფ) უჯრედებში D ვიტამინის რეცეპტორთა (VDღ) არსებობით. ამ უჯრედებში D ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი (1,25-დიჰიდროქსი-D ვიტამინი) აძლიერებს ინსულინის პროდუქციას (წარმოქმნას) და მის სეკრეციას (გამოყოფას) უშუალოდ (VDღ) რეცეპტორებზე ზემოქმედებით. სწორედ მეცნიერული შესწავლით არის დადგენილი, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი ბევრად მცირდება იმ კატეგორიაში, რომელიც დღეში 800 ერთეულზე მეტ D ვიტამინს იღებს. დღეს D ვიტამინის როლი შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროფილაქტიკაში მისი იმუნომოდულაციური მოქმედების გამოც არის გამოკვეთილი.

როგორც აღმოჩნდა, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი მატულობს ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაშიც. ასკორბინის მჟავას შემცველი ხილისა და ბოსტნეულის სისტემატურად მიღებით ორგანიზმში ჟანგვითი ბიომარკერების დონე ქვეითდება, შესაბამისად, მცირდება ანთებითი პროცესების აღმოცენებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკიც.

თურმე E ვიტამინი (ძირითადი ფორმა ალფა-ტოკოფეროლი) აცხრობს ანთებას, ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესის განვითარებას, ბლოკავს შაქრიანი დიაბეტის დროს პათოლოგიური მეტაბოლიზმის პროცესებს. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი E ვიტამინის მოხმარების გაზრდასა და შაქრიანი დიაბეტით დაავადების შემცირებას შორის.

საყურადღებოა ისიც, რომ K ვიტამინის (ფილოქინონის) მოხმარების გაზრდა ხელს უწყობს ინსულინისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას. საკვები პროდუქტებით ან სხვადასხვა სახის დანამატით K ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და სისხლში გლუკოზის ნორმალიზებას უწყობს ხელს.