ახალი კვლევის თანახმად, წონის მნიშვნელოვანი კლება ამცირებს ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების საჭიროებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი კვლევის თანახმად, წონის მნიშვნელოვანი კლება ამცირებს ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების საჭიროებას

მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი 463 მილიონ ადამიანს აქვს დასმული.

პაციენტებს, რომლებსაც მეტაბოლური სინდრომი აწუხებთ, 5-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.

მეტაბოლური სინდრომი ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევას მოიაზრებს.

აღნიშნული დიაგნოზი ისმევა, თუ პაციენტს შემდეგი ჩამონათვალიდან 3 სიმპტომი მაინც აღენიშნება.

ესენია:

• მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);

• ჭარბი წონა (წელის გარშემოწერილობა ნორმაზე მაღალი);

• ინსულინ-რეზისტენტობა;

• მომატებული გლუკოზა;

• სისხლში მომატებულია ტრიგლიცერიდები;

• „კარგი ქოლესტერინის“ დაბალი დონე;

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებს ინსულტის, ინფარქტის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების, ნერვის დაზიანებისა (ნეიროპათია) და თვალის დაავადებების (მაგალითად, რეტინოპათია) განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

ხოლო, 85%-ს კი ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები ესაჭიროებათ. პრეპარატების ნაწილს რიგი უკუჩვენება ახასიათებს, მათი მიღების შედეგად რთული ხდება სისხლში შაქრის კონტროლი.

დაავადების სამართავად არაერთი კვლევა ტარდება. ერთ-ერთი ასეთი კვლევით ირკვევა, რომ წონის მნიშვნელოვანი კლება ამცირებს წნევის სამკურნალო პრეპარატების მოხმარების საჭიროებას.

სპეციალური წონის კლების პროგრამის მეშვეობით, რომელიც 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 46%-ის მდომარეობა გაუმჯობესდა.

მონაწილეები სპეციალურ კვების პროგრამას იცავდნენ და მათ წამლების მიღება შეწყვიტეს.

ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიურად აკვირდებოდნენ მონაწილეთა წნევისა და გლიკემიის დონეს.

აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ წონის მნიშვნელოვან დაკლებას შეუძლია არტერიული წნევის მედიკამენტების მოხსნა, ან რაოდენობის შემცირება.

მონაწილეთა 28%-მა შეძლო ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო მედიკამენტებისთვის თავის დანებება, მინიმუმ 2 წლით.

კვლევაში მონაწილე პაციენტებს შაქრიანი დიაბეტი საშუალოდ 3 წლის განმავლობაში ჰქონდათ, რაც შედეგების განზოგადების საშუალებას ნაკლებად იძლევა.