ახალი კვლევის თანახმად, წონის მნიშვნელოვანი კლება ამცირებს ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების საჭიროებას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ახალი კვლევის თანახმად, წონის მნიშვნელოვანი კლება ამცირებს ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების საჭიროებას

ახალი კვლევის თანახმად, წონის მნიშვნელოვანი კლება ამცირებს ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტების საჭიროებას
2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი 463 მილიონ ადამიანს აქვს დასმული.

პაციენტებს, რომლებსაც მეტაბოლური სინდრომი აწუხებთ, 5-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.


მეტაბოლური სინდრომი ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევას მოიაზრებს.

აღნიშნული დიაგნოზი ისმევა, თუ პაციენტს შემდეგი ჩამონათვალიდან 3 სიმპტომი მაინც აღენიშნება.

ესენია:


• მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);


• ჭარბი წონა (წელის გარშემოწერილობა ნორმაზე მაღალი);


• ინსულინ-რეზისტენტობა;


• მომატებული გლუკოზა;


• სისხლში მომატებულია ტრიგლიცერიდები;


• „კარგი ქოლესტერინის“ დაბალი დონე;


შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებს ინსულტის, ინფარქტის, თირკმლის ქრონიკული
დაავადებების, ნერვის დაზიანებისა (ნეიროპათია) და თვალის დაავადებების (მაგალითად, რეტინოპათია) განვითარების მაღალი რისკი აქვთ.


ხოლო, 85%-ს კი ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები ესაჭიროებათ. პრეპარატების ნაწილს რიგი უკუჩვენება ახასიათებს, მათი მიღების შედეგად რთული ხდება სისხლში შაქრის კონტროლი.


დაავადების სამართავად არაერთი კვლევა ტარდება. ერთ-ერთი ასეთი კვლევით ირკვევა, რომ წონის მნიშვნელოვანი კლება ამცირებს წნევის სამკურნალო პრეპარატების მოხმარების
საჭიროებას.


სპეციალური წონის კლების პროგრამის მეშვეობით, რომელიც 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 46%-ის მდომარეობა გაუმჯობესდა.


მონაწილეები სპეციალურ კვების პროგრამას იცავდნენ და მათ წამლების მიღება შეწყვიტეს.


ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიურად აკვირდებოდნენ მონაწილეთა წნევისა და გლიკემიის დონეს.


აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ წონის მნიშვნელოვან დაკლებას შეუძლია არტერიული წნევის მედიკამენტების მოხსნა, ან რაოდენობის შემცირება.
მონაწილეთა 28%-მა შეძლო ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო მედიკამენტებისთვის თავის დანებება, მინიმუმ 2 წლით.


კვლევაში მონაწილე პაციენტებს შაქრიანი დიაბეტი საშუალოდ 3 წლის განმავლობაში ჰქონდათ, რაც შედეგების განზოგადების საშუალებას ნაკლებად იძლევა.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარიამ ნაცვლიშვილი.
მიკროელემენტები და შაქრიანი დიაბეტი ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში ცალკეული მიკროელემენტების როლი ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის საგანია.
ხორხი, როგორც ხმის გენერატორი, ჰორმონდამოკიდებული ორგანოა. თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა,
რა გავლენა აქვთ ჰორმონებს ხმაზე ხმასა და სექსუალობას რომ ერთმანეთთან აკავშირებენ, ყველამ ვიცით.
გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად