"დაუცველი მტევნები" - რა საფრთხეს უქმნის ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

"დაუცველი მტევნები" - რა საფრთხეს უქმნის ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები?

"დაუცველი მტევნები" - რა საფრთხეს უქმნის ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები?
გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" ექიმი, ენდოკრინოლოგი რუსუდან ლორთქიფანიძე. - ქალბატონო რუსუდან, რომელ ენდოკრინულ პათოლოგიებს სდევს თან მტევნის ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებანი?

- ენდოკრინული დაავადებების დროს ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ცვლილებებს მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის უმთავრესი საკვებში მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების დეფიციტი, კუჭ-ნაწლავიდან მათი შეწოვის შეფერხება და ზოგიერთი ჰორმონის (პარათჰორმონის, თიროქსინის და კორტიზოლის) ჰიპერსეკრეციაა. აკრომეგალია, შაქრიანი დიაბეტი, იცენკო-კუშინგის დაავადება, ჰიპოთირეოზი, პარათირეოიდული ჯირკვლის

დაზიანება - ეს იმ ენდოკრინულ დაავადებათა ჩამონათვალი გახლავთ, რომლებიც ყველაზე ხშირად უცვლის მტევანს ფორმას
და ზოგჯერ მის სრულ დისფუნქციასაც კი იწვევს.


მტევნის ცვლილებითა და დეფორმაციით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებებიდან მკითხველის ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, აკრომეგალიაზე შევაჩერებ. ეს პათოლოგია ზრდის ჰორმონის ცვლილებებით არის გამოწვეული. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ძვლოვასისტემის დისპროპორციული ცვლილებები, კერძოდ, სხეულის წარზიდული ნაწილების - სახის, ცხვირის, ზედა და ქვედა კიდურების ფალანგების გ
ამსხვილება.
კიდურების კარგად გამოხატული ცვლილებები ახასიათებს იცენკო-კუშინგის დაავადებასაც. ამ პათოლოგიის დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის კორტიკოტროპული ჰორმონის მომატების გამო იცვლება ცილების სტრუქტურა და მცირდება ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვა, რაც იწვევს ძვლებში კალციუმის დეფიციტს, ლულოვანი ძვლების სტრუქტურის შეცვლას და მათ დეფორმაციას.

კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევის გამო ვითარდება ოსტეოპოროზი, იგივე სტეროიდული ოსტეოპოროზი. ასე რომ, დამახასიათებელი კუშინგოიდური ჰაბიტუსის გარდა, ეს პათოლოგია კიდურების დეფორმაციას და კიდურების ატროფიასაც იწვევს. ახლა - რაც შეეხება ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებას - ჰიპერპარათირეოზს: პარათირეოიდული ჰორმონის ანუ პარათჰორმონის ძირითადი დანიშნულება კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციაა. ამ ორი მინერალის წონასწორობის დარღვევის მიზეზი პარათჰორმონის სიჭარბეა, რასაც ვუწოდებთ კიდეც ჰიპერპარათირეოზს.

ამ პათოლოგიის დროს ძვლის ქსოვილში მიმდინარეობს დიდი ცვლილებები, კერძოდ, ფიბროზული გარდაქმნები, რომელთა შედეგადაც ძვალი რბილდება და ძალზე მოქნილი ხდება. პარათჰორმონის ჰიპერსეკრეციით გამოწვეული კალციუმის ცვლის დარღვევისას კალციუმის ძლიერი დეფიციტი იწვევს ხშირ მოტეხილობას. პაციენტმა ხელი, ფეხი, ნეკნები შესაძლოა ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუ-ნების, დახველების ან დაცემინების დროსაც კი მოიტეხოს. დაავადების ადრეული სტადიისთვის ასევე დამახასიათებელია მტევნის, განსაკუთრებით - თითების დეფორმაცია.


- რა ცვლილებები ხდება მტევანში დიაბეტის დროს?

- მტევანთან დაკავშირებული ცვლილებები შაქრიანი დიაბეტის გართულებებს უფრო მეტად ახასიათებს. კერძოდ, ასეთი გართულებაა ოსტეოპოროზი, რომელიც ინსულინის დეფიციტის გამო ძვლოვან ქსოვი-ლში ოსტეობლასტების შემცირებას უკავშირდება. შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი და არარაციონალური მკურნალობის შედეგად ხშირად ვითარდება სხვადასხვა გართულება ნერვული სისტემისა და მამოძრა-ვებელი (ძვლოვანი) აპარატის მხრივ. ეს არის სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც დიაბეტურ მტევანს ვუწოდებთ. მას ახასიათებს გაელვებისა და წვის შეგრძნება, დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება, რაც ხელთათმანის სიმპტომად მოიხსენიება. დეფორმაციის პროცესში ჩართულია როგორც ძვლოვანი, ისე ნერვკუნთოვანი სისტემა, ხდება ძვლოვანი სისტემის დეფორმაცია და კუნთების ატროფია. ატროფი-რებული, განლეული ადგილი კარგად ჩანს საჩვენებელ თითსა და ცერა თითს შორის არსებული ჩაღრმა-ვების სახით. რაც შეეხება სუბიექტურ ჩივილებს: ტკივილი საკმაოდ მწვავეა, იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და უძილობას.


- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ზედა კიდურებში მიმდინარე ცვლილებები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასაც ახასიათებს.

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, კერძოდ, მისი ჰიპერფუნქციის (თირეოიდული ჰორმონის სიჭარბის) დროს კატაბოლიზმის გამო ძვლოვან ქსოვილში მცირდება ცილოვანი სტრუქტურა. ამ დროს თითების კანი ნაზია, ფალანგები - განლეული, ამას თან სდევს ტკივილი და ხშირი მოტეხილობა.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე ჰიპოთირეოზს ახასიათებს კიდურების, კერძოდ, მტევნების დეფორმაცია, რომელიც თირეოტროპული ჰორმონის ნაკლებობას, ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებასა და შეშუპებას უკავშირდება, რასაც კანის სიმშრალე და გაუხეშებაც ერთვის.
შეშუპება ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. უფრო მეტიც - ის ამ დაავადების ერთგვარი სადიაგნოსტიკო ნიშანიც კი გახლავთ.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარიამ ნაცვლიშვილი.
მიკროელემენტები და შაქრიანი დიაბეტი ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში ცალკეული მიკროელემენტების როლი ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის საგანია.
ხორხი, როგორც ხმის გენერატორი, ჰორმონდამოკიდებული ორგანოა. თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა,
რა გავლენა აქვთ ჰორმონებს ხმაზე ხმასა და სექსუალობას რომ ერთმანეთთან აკავშირებენ, ყველამ ვიცით.
გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად