ყველაფერი დიაბეტური ტერფის შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ყველაფერი დიაბეტური ტერფის შესახებ

ყველაფერი დიაბეტური ტერფის შესახებ

 

დიაბეტური ტერფის ძირითადი ნიშნები (რას უნდა მიექცეს ყურადღება)
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ყველა ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს ქვედა კიდურების მდგომარეობას. მხოლოდ ტერფების რეგულარული მოვლით, სისტემატური კონტროლითა და დაკვირვებით არის შესაძლებელი მათზე გაჩენილი ცვლილებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა. დიაბეტური ტერფისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, რომლებიც პაციენტმა თავად შეიძლება აღმოაჩინოს, ჩივილებად და ნიშნებად იყოფა.

ძირითადი ჩივილებია:

  • უსიამოვნო შეგრძნებები ქვედა კიდურებში, ტერფის მგრძნობელობის დაქვეითება, მჩხვლეტი ან მწველი ტკივილები, ჭიანჭველების ცოცვის ან დენის დარტყმის შეგრძნება, რომელიც სიარულისას ქრება. ყველა ეს ჩივილი ნეიროპათიური დიაბეტური ტერფის განვითარების დასაწყისზე მიუთითებს.
  • სიარულისას აღმოცენებული ძლიერი ტკივილი, რომელიც გაჩერებისა და მოსვენებისას ქრება, აგრეთვე - ღამით თავჩენილი ტკივილი, რომელიც, ჩვეულებრივ, სუსტდება ფეხების საწოლიდან ჩამოკიდებისას. უკანასკნელი ჩივილი დიაბეტური ტერფის იშემიური ფორმისთვის არის დამახასიათებელი.

ძირითადი ნიშნებია:

  • კანის ფერის შეცვლა (სიფითრე ან მოყავისფრო პიგმენტაცია) წვივის ქვედა ნაწილსა და ტერფზე, კანის სიმშრალე და აქერცვლა, ბებერების გაჩენა, ადვილად დაწყლულებადი ძნელად შეხორცებადი კოჟრების ჩამოყალიბება, ძნელად შეხორცებადი ნახეთქების გაჩენა თითებს შორის, ფრჩხილების დეფორმაცია, თმის ცვენა, კანის რქოვანა შრის გასქელება და გაუხეშება, ტერფის დეფორმაცია, ტერფის წვრილი ძვლების სპონტანური მოტეხილობანი წარსულში. ამ ნიშნების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს!

 

როგორ მკურნალობენ დიაბეტურ ტერფს
დიაბეტური ტერფის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მის კლინიკურ სურათსა და მიმდინარეობაზე, აგრეთვე - პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. დიაბეტური ტერფის მკურნალობის საწყისი სტადია შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციას მოიცავს. ეს უკანასკნელი მიიღწევა მედიკამენტური მკურნალობის კორექციით და სპეციალურ დიეტაზე გადასვლით. მკურნალობის მნიშვნელობით მეორე ეტაპს წარმოადგენს კიდურების განტვირთვა. ამ მიზნით რეკომენდებულია მოსვენება, დიდხანს ჯდომა ან წოლა, აგრეთვე სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდურების განტვირთვა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ წყლული კიდურზე. დიაბეტური ტერფის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკების, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატების დანიშვნას. ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია დიაბეტური ტერფის იშემიური ფორმის დროს, როდესაც არსებობს ოპერაციული მეთოდით კიდურის ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენის საშუალება. დიაბეტური ტერფის ფონზე განვითარებულ წყლულებსაც მედიკამენტური ან ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ (აცილებენ ქსოვილთა დაჩირქებულ და მკვდარ ნაწილებს, ადებენ სტერილურ ნახვევებს, ქსოვილს ბანენ ანტიბიოტიკებისა და სხვა ხსნარებით).

 

როგორ მოვუაროთ ფეხებს
ვინაიდან დიაბეტური ტერფის განვითარების რისკი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ყველა ადამიანს ემუქრება, ამ პათოლოგიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ფეხების მოვლის შემდეგი წესების დაცვა:

  • უარი უნდა თქვათ ვიწრო და არაკომფორტულ, მოუხერხებელ ფეხსაცმელზე. ვიწრო ფეხსაცმელი ხელს უშლის ფეხებში სისხლის მიმოქცევას და აღრმავებს იშემიას - კიდურებში ჟანგბადის ნაკლებობას.
  • ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ ფეხსაცმელმა არ გაგისრისოთ ტერფი. ფეხსაცმლის მორგებისას აუცილებლად დაათვალიერეთ მისი შიგნითა ზედაპირი - უხეში ნაკერი ან ნაწიბური არ ჰქონდეს. როდესაც შეხებისა და ტკივილის შეგრძნება დაქვეითებულია, ადამიანი ვერ გრძნობს ფეხსაცმლით გამოწვეულ დისკომფორტს (ტკივილს, სრესას, ზეწოლას), ამიტომაც ტერფები რეგულარულად და გულდასმით უნდა დაითვალიეროთ, რათა უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ გამოგეპაროთ.
  • ფრჩხილები ფრთხილად უნდა დაიჭრათ, რათა არ დაიზიანოთ რბილი ქსოვილები, რადგან შაქრიანი დიაბეტის ფონზე უმნიშვნელო ტრავმაც კი შესაძლოა წყლულში გადაიზარდოს.
  • არ იაროთ ფეხშიშველმა, რათა ტერფები ბასრი, წვეტიანი საგნებით არ დაიზიანოთ.
  • დაემშვიდობეთ სპორტის იმ სახეობას, რომელიც ფეხებს ტრავმირებას უქადის.
  • სისტემატურად შეიზილეთ წვივის ქვედა ნაწილებსა და ტერფებზე დამატენიანებელი საცხი, რათა კანი არ გამოშრეს და არ გადასკდეს.
  • ფეხები ყოველდღე (უმჯობესია, დღეში ორჯერ) დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით. დაბანის შემდეგ ფაქიზად, გულდასმით გაიმშრალეთ.
  • არ დაიდოთ ფეხებზე კომპრესი.
  • სიწითლის, ფრჩხილების იერსახის ცვლილების, დაჩირქებისა თუ დაწყლულების შემჩნევისთანავე მიმართეთ ექიმს.

 

 



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 07-10-2015
gamarjobat
Gამრჯობათ ყვითელი ფერის ლაქა მაქვს ფეეხის გულზე და გამგრებული და მტკივა და რა არის ეს ხომ ვერ მეტყვით ან რა შველის
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დაბერების ჰიპოთეზებს შორის ერთ-ერთი ენდოკრინული თეორიაა.
ზრდის ჰორმონს, იგივე სომატოტროპინს, ახალგაზრდობის ერთ-ერთ ჰორმონად მიიჩნევენ.
დიაბეტური ტერფი - ამ ტერმინით შაქრიანი დიაბეტის ფონზე ტერფის სისხლძარღვების,
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა დიაბეტის მქონე ადამიანს აქტიური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აძლევს,
ფაქტები დიაბეტის შესახებ ფაქტი 1. დიაბეტის ეპიდემია გრძელდება
ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, სომატოტროპული, იგივე ზრდის ჰორმონი შესაძლოა გავლენას ახდენდეს ეპიგენეტიკურ ცვლილებებზე, რომლებიც
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად