უსიამოვნო სუნი და მოზარდები - რჩევები ენდოკრინოლოგისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

უსიამოვნო სუნი და მოზარდები - რჩევები ენდოკრინოლოგისგან

უსიამოვნო სუნი და მოზარდები - რჩევები ენდოკრინოლოგისგან
გვესაუბრება ენდოკრინოლოგი ლელა სილაგაძე ქალბატონო ლელა, რატომ ძლიერდება გარდატეხის ასაკში სხეულის სუნი და რა უწყობს ამას ხელს?


- ადამიანის ორგანიზმი მუდმივად გამოყოფს ორი სახის ოფლს, ეგზოკრინულს - გამჭვირვალე, სუნის გარეშე სეკრეტია და აპოკრინულს - მკვეთრსუნიანი სეკრეტია. პირველი - გამოიყოფა მთელ სხეულზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს თერმორეგულაციაში, მეორე - შედარებით რთული შედგენილობის ნივთიერებაა და ძირითადად იღლიისქვეშა ფოსოებსა და საზარდულის არეებში გამოიყოფა. საკუთრივ არც მას გააჩნია სუნი, მაგრამ გამოყოფისთანავე იგი ურთიერთქმედებს ტანზე მოსახლე ბაქტერიებთან, რისი შედეგიც გახლავთ სხეულის დაბინძურების მანიშნებელი ცუდი სუნი.

მსგავსი პროცესები ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს მოზარდის სხეულშიც, მაგრამ ამას აძლიერებს შინაგანი და გარეგანი ფაქტორები, კერძოდ პუბერტატული ასაკისთვის დამახასიათებელი ნეიროენდოკრინული თავისებურებანი, რომლებიც ყველაზე მეტად გარდატეხის ასაკის დასაწყისში - გოგონებისთვის - 11-12 წლის, ბიჭებისთვის - 12-14 წლის ასაკში იჩენს თავს და ამავე ასაკის თანმდევი გარეგანი ფაქტორები.

- რას
ურჩევდით მოზარდებს, როგორ მოუარონ თავს ისე, რომ სხეულის სუნმა უხერხულობა არასდროს შეუქმნათ?


- ამ პერიოდში უმჯობესია გამოიყენონ საპონი ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. არ არის რეკომენდებული დეზოდორანტების ხშირი გამოყენება.

დააკვირდით, ხომ არ უკავშირდება სხეულიდან უსიამოვნო სუნი რომელიმე საკვების მიღებას. ეს განსაკუთრებით ხახვსა და ნიორს ეხება.
ნაწლავებში მობინადრე დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებსაც შეუძლიათ ტოქსინების გამოყოფა ოფლთან ერთად, ამიტომ მოზარდმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს რძე და რძემჟავა პროდუქტები.


სხეულის უსიამოვნო სუნის გაძლიერებისას მიიღეთ თუთიის კვებითი დანამატი ან პრეპარატი, 30 მგ ძილის წინ.


ატარეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც კარგად ატარებს ტენს და რაც შეიძლება ხშირად იცვალეთ.


სვით რაც შეიძლება მეტი სითხე - არანაკლებ 1 ჭიქისა დღეში ყოველ 30 სმ სიმაღლეზე. თუ მოზარდი სპორტს მისდევს, სითხის ოდენობა უნდა გაიზარდოს.

დაიცავით პირადი ჰიგიენა, ყოველდღიურად მიიღეთ შხაპი, რადგან ენდოკრინულ გარდაქმნასთან დაკავშირებით არ მოხდეს ოფლის აპოკრინული ჯირკვლების სადინართა დახშობა.


სხეულის დეზოდორანტებისა და ფხვნილების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ შხაპის შემდეგ, ახალდაბანილ კანზე.

მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის რაციონს, რომელიც დაბალანსებულად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და რაც მთავარია, მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა გარეშეც ორგანიზმს უჭირს დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებთან გამკლავება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება ენდოკრინოლოგი მარიამ ნაცვლიშვილი.
მიკროელემენტები და შაქრიანი დიაბეტი ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში ცალკეული მიკროელემენტების როლი ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის საგანია.
ხორხი, როგორც ხმის გენერატორი, ჰორმონდამოკიდებული ორგანოა. თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა,
რა გავლენა აქვთ ჰორმონებს ხმაზე ხმასა და სექსუალობას რომ ერთმანეთთან აკავშირებენ, ყველამ ვიცით.
გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ კახნიაშვილი.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად