რა შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის დონის დაქვეითებამ და რა მიზეზით იკლებს ჰორმონი ორგანიზმში? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

რა შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის დონის დაქვეითებამ და რა მიზეზით იკლებს ჰორმონი ორგანიზმში?

რა შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის დონის დაქვეითებამ და რა მიზეზით იკლებს ჰორმონი ორგანიზმში?
მიზეზები და შედეგები

ტესტოსტერონის დონის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული მიზეზები


1. ასაკი. 40 წლიდან იწყება ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირება. ეს გამოწვეულია ასაკობრივი ცვლილებებით და გარდაუვალი პროცესია. ძლიერი ანდროგენული უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია ჰორმონული თერაპია;


2. კვება. არასწორი რაციონი, მამაკაცისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი მენიუ შესაძლოა ტესტოსტერონის დონის დაქვეითების მიზეზად იქცეს. მნიშვნელოვანია ორგანიზმის უზრუნველყოფა ტასტოსტერონის მოლეკულისთვის საჭირო საშენი მასალით. რაციონში უნდა შედიოდეს ტესტოსტერონის დონის ამწევი პროდუქტები და გამოირიცხოს დამაქვეითებელი;


3. ჭარბი წონა. ტესტოსტერონის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზი ჭარბი წონაა. რას უქადის სიმსუქნე მამაკაცებს? ჯერ ერთი,
ითრგუნება მამაკაცის ჰორმონის გამომუშავება. მეორე - ირთვება ქალის ჰორმონების (ესტროგენების) გამომუშავების მექანიზმი, ესტროგენები კი მამაკაცის ორგანიზმში კიდევ უფრო თრგუნავენ ტესტოსტერონის გამომუშავებას;


4. მავნე ჩვევები. ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკები ხელს უწყობს ტესტოსტერონის დაქვეითებას;


5. ადინამია. ვარჯიში ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის აწევას. იგულისხმება ზომიერი ვარჯიში - კვირაში 3-4-ჯერ.
ჭარბი ფიზიკური დატვირთვა და ყოველდღიური გადაღლა შესაძლოა თვითონვე იქცეს ტესტოსტერონის დაქვეითების მიზეზად;


6. ფსიქოლოგიური ფაქტორი - სტრესი;


7. ბაქტერიები, ვირუსები და სხვა ინფექციები;


8. მედიკამენტები - წყლულის საწინააღმდეგო ყველა პრეპარატი აქვეითებს ტესტოსტერონის დონეს;


9. მემკვიდრეობა;


10. სათესლე ჯირკვლებისა და წინამდებარე ჯიკვლის ტრავმა;


11. ბუნებრივი ბიოენერგეტიკული ფაქტორები (შარვლის ჯიბით მობილური ტელეფონის ტარება, მუხლებზე დადებული ნოუთბუქით მუშაობა და სხვა);


12. ეკოლოგია.


ტესტოსტერონის დაქვეითების მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:


არტერიული ჰიპერტენზია;


ქოშინი;

ტაქიკარდია (პულსი - წუთში 80-ზე მეტი);

მაღალი ან დაბალი ჰემოგლობინი;

მაღალი ბილირუბინი;

თირკმელების მუშაობის დარღვევა (შარდის რაოდენობის შემცირება 1 ლიტრამდე და მეტად ტესტოსტერონის დონეს 15-20%-ით აქვეითებს);
შაქრიანი დიაბეტი;

სისხლში ლეიკოციტების მაღალი დონე;

სათესლე ჯირკვლების გადახურება. ტესტოსტერონი და სპერმატოზოიდები რომ გამომუშავდეს, სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა სხეულისაზე 3.3 გრადუსით დაბალი უნდა იყოს. მოჭერილი ქვედა საცვალი სათესლე ჯირკვლების გადახურებას უწყობს ხელს და, ამის კვალობაზე, ტესტოსტერონის გამომუშავებასაც აფერხებს;

მაღალი ქოლესტერინი.


ტესტოსტერონის დონის დაქვეითების შედეგები


მცირდება კუნთების მოცულობა და ძალა. ტესტოსტერონს ახასიათებს ანაბოლური მოქმედება - იგი პასუხისმგებელია კუნთების ზრდასა და ძლიერებაზე, ამიტომ მისი დონის დაწევისას შეინიშნება კუნთების მოცულობისა და ძალის დაქვეითებაც;

ლიბიდოს დაქვეითება და ერექციული დისფუნქცია. ვინაიდან ტესტოსტერონი პასუხისმგებელია სქესობრივ ლტოლვაზე, მის დაქვეითებასთან ერთად ქვეითდება ლიბიდოც;

გაღიზიანებადობის მატება;       

ჭარბი ცხიმის დაგროვება. ტესტოსტერონის უკმარისობა აფერხებს მეტაბოლიზმს, შედეგად გროვდება ცხიმი;

თმიანი საფარველის შემცირება ტანსა და სახეზე;


გინეკომასტია (მკერდის გაზრდა მამაკაცებში) - ვითარდება ტესტოსტერონის ძლიერი და ხანგრძლივი დაქვეითების შემთხვევაში.

თუ ტესტოსტერონი დაქვეითებულია, მაგრამ არა კრიტიკულ დონემდე, ბუნებრივი გზით მისი ამაღლება შესაძლბელია, ძლიერი დაქვეითების შემთხვევაში კი ექიმმა უნდა დანიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია ჰორმონული პრეპარატებით.


წაიკითხეთ სრულად

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰიპოთირეოზით გამოწვეული დეპრესიის დროს ფსიქიკური და ფიზიკური უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს უსასრულოა.
როდის და რატომ იქცევა ჰორმონები გულის ფრიალის მიზეზად, ამის შესახებ “ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი ენდოკრინოლოგი ლია გოგუა გვესაუბრება.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად