როგორ იცვლება ადამიანის შინაგანი სამყარო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ იცვლება ადამიანის შინაგანი სამყარო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს?

როგორ იცვლება ადამიანის შინაგანი სამყარო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს?
ჰიპოთირეოზით გამოწვეული დეპრესიის დროს ფსიქიკური და ფიზიკური უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს უსასრულოა. ადამიანი ხშირად ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, რისი მიზეზიც ჰორმონებია! თუ წარმოვიდგენთ, რომ ორგანიზმი მოლეკულების, ატომებისა და სხვა ქიმიური ნაერთების ხმაშეწყობილი ორკესტრია, დირიჟორის როლს მასში უთუოდ ჰორმონები ასრულებენ. სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ არის “პირველი ვიოლინო”, ვინ - დასარტყამი ინსტრუმენტი და ვინ - სოლო შემსრულებელი.

ამიტომ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ ამ იდუმალი ნივთიერებების შესახებ. ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების მთავარი რეგულატორი ცენტრალური ნერვული სისტემაა, სადაც თავის ტვინის ქერქი ბატონობს, მეორე მნიშვნელოვანი რეგულატორია შინაგანი სეკრეციის
ჯირკვლები, რომლებიც ბიოლოგიურად მეტად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს გამოიმუშავებენ.

ჰორმონებიმოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, აწესრიგებენ მას, ამ ჯირკვლების მოქმედება კი, თავის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენას ექვემდებარება.

ფარისებრი ჯირკვალი
და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე


ადამიანის ყელზე, ხორხის ორივე მხარეს, ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს - თიროქსინს და ტრიიოდთირონინს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებენ.

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. მის წარმოშობას თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა. ზოგჯერ ჯირკვალი ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას იწყებს, ზოგჯერ კი, პირიქით, ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდნობის ჰორმონს და ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის. შედეგად თავს იჩენს ავადმყოფური მოვლენები. როცა გაძლიერებულია ჰორმონების გამომუშავება, თირეოტოქსიკოზთან გვაქვს საქმე, რაც ორგანიზმის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მომარაგებას ნიშნავს.

როცა ორგანიზმს ჰორმონები აკლია, საუბარია ჰიპოთირეოზზე.

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა ძლიერ აზიანებს ნერვულ სისტემას. ზიანდება ფსიქიკა, იცვლება ადამიანის ქცევა, რაც არა მარტო ავადმყოფისთვის, ირგვლივ მყოფთათვისაც საკმაოდ უსიამოვნოა.

თუ ჩიყვი მცირე ასაკში ჩამოყალიბდა, ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელი ეშლება, ყალიბდება გონებრივი ჩამორჩენილობა - კრეტინიზმი.

თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა მოზრდილ ადამიანს დაემართა, იგი ეშვება, აპათიური ხდება, ეუფლება დეპრესია, აქვს უხალისობის მუდმივი შეგრძნება, უიმედობა, ადვილად ღიზიანდება, ერღვევა ძილი. ადამიანი იცვლება, მისი გაღიზიანება და უხალისობა გარშემომყოფებზეც აისახება.

ჰიპოთირეოზის დროს ადამიანს ეუფლება ამაოების განცდა, ზოგჯერ - დანაშაულისაც, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, აზროვნება შეფერხებულია, ხშირად გაუბედავად იქცევა, ან პირიქით, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს, არის შემთხვევები, როცა სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრობს.

ჰიპოთირეოზით გამოწვეული დეპრესიის დროს ფსიქიკური და ფიზიკური უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს უსასრულოა. ყოველივე ამას შეიძლება მოჰყვეს ოჯახური ან სამსახურებრივი კონფლიქტები, პირადი უსიამოვნებები, ხანგრძლივი ემოციური და ფიზიკური დაძაბულობა, ინტერესთა სფეროს დავიწროება, მოკლედ, იცვლება პიროვნება.

ტოქსიკური ჩიყვის დროს, როცა ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს ჭარბად გამოიმუშავებს, ავადმყოფი აღგზნებულია, მოუსვენარი, უმიზეზოდ შფოთავს და ნერვიულობს, ბევრს მოძრაობს, აქვს აშკარად გამოხატული ნევროზული მდგომარეობა, ხდება უხეში, ტლანქი, ზოგჯერ აკვიატებული ქცევები უყალიბდება, ხშირად გაბოროტებულია, ხმამაღლა და ყვირილით გამოხატავს სათქმელს, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას. ასეთი ადამიანები ხშირად უარს აცხადებენ მკურნალობაზე, ამით თავიანთი ფსიქიკის გარდა არანაკლებ (ზოგჯერ უფრო მეტადაც) აზიანებენ ახლობლებსაც.

ადამიანმა, რომელსაც მოშლილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, უნდა გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, დროულად მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სათანადო მკურნალობა, მოიწესრიგოს ჯანმრთელობა და იფიქროს ახლობლებზეც, რომლებიც მისი ავადმყოფური ქცევის უდანაშაულო მსხვერპლნი არიან.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
როდის და რატომ იქცევა ჰორმონები გულის ფრიალის მიზეზად, ამის შესახებ “ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი ენდოკრინოლოგი ლია გოგუა გვესაუბრება.
ჰაშიმოტოს დაავადება, იგივე ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ქრონიკულ ლიმფოციტურ თირეოიდიტს - არის აუტოიმუნური დაავადება,
ორსულობის დროს სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა აუცილებელია.
კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევათა 80% არასიმსივნურია და დროულად მიმართვიანობის შემთხვევაში, მკურნალობა უსისხლო, ლაზერული მეთოდითაც შეგიძლიათ.
საქართველოში მკვეთრად იმატა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა. მათი კვლევის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად