რა არის ჰაშიმოტოს დაავადება და როგორი უნდა იყოს დაავადებულთა კვების რაციონი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

რა არის ჰაშიმოტოს დაავადება და როგორი უნდა იყოს დაავადებულთა კვების რაციონი

რა არის ჰაშიმოტოს დაავადება და როგორი უნდა იყოს დაავადებულთა კვების რაციონი
ჰაშიმოტოს დაავადება, იგივე ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ქრონიკულ ლიმფოციტურ თირეოიდიტს - არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს უტევს, წარმოქმნის ანტისხეულებს მის მიმართ.


დაავადებას ყელის წინა არეში შესიება ახასიათებს და ჰიპოთირეოზის სიმპტომები ვითარდება.


• დაღლილობა (უმიზეზო)


• შეშუპებული სახე


• კუნთების სისუსტე


• ყაბზობა


• კანის სიმშრალე და სხვ.


დაავადების სიმპტომებს, მედიკამენტების გარდა, ცხოვრების სტილის შეცვლა და შესაბამისი დიეტური კვებაც უწყობს ხელს.


ცელიაკიას (გლუტენური დაავადება, გლუტენის აუტანლობა) მეტად განიცდიან ჰაშიმოტოს მქონე ადამიანები, ვიდრე ზოგადი მოსახლეობა.


ისინი, ვისაც ჰაშიმოტოს დაავადება აქვთ, უნდა მოერიდონ
მარცვლეულს და გლუტენის შემცველ პროდუქტებს.

გლუტენი გვხვდება შემდეგ პროდუქტებში: ხორბალი, შვრია, წიწიბურა, ჭვავი, ბრინჯი და სხვ.


დაავადებისას სასარგებლოა ე.წ ანთების საწინააღმდეგო დიეტა.


მაქსიმალურად უნდა იკვებოთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე საკვებით ხილ-ბოსტნეულით, ცხიმიანი თევზით და სხვ.



კიდევ ერთი დიეტა, რასაც ექიმები მიმართავენ ამ დაავადების კონტროლისთვის, არის
აუტოიმუნური პროტოკოლის დიეტა AIP, რომელიც აუტოიმუნური დაავადების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

დიეტის დროს იკრძალება: მარცვლეული, რძის პროდუქტები, რაფინირებული შაქარი, კვერცხი, თხილი, ალკოჰოლი.


ამ დიეტის კონტროლი უნდა მოხდეს ექიმის დახმარებით.


ჩაატარეს კვლევა, რომელშიც დაავადების მქონდე 16 ქალი მონაწილეობდა, 10 კვირიანი კვლევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მათი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა და ანთების მარკერი, C რეაქტული ცილა, შეამცირა აღნიშნული დიეტით კვებამ.


დაავადების დროს სასარგებლო დანამატებია:


სელენი


კვლევებმა აჩვენა, რომ მისი მოხმარება ანტისხეულებს ამცირებს და ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომებს ამსუბუქებს.


თუთია


გამოკვლევების თანახმად, ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის


მაგნიუმი


ამ მინერლის ნაკლებობა პაშიმოტოს დაავადების მაღალ რისკთან და ფარისებრი ჯირკვლის მომატებულ ანტისხეულებთან ასოცირდება.


საჭიროა ასევე, B კომპლექსის ვიტამინები, D ვიტამინი და რკინა.


ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
როდის და რატომ იქცევა ჰორმონები გულის ფრიალის მიზეზად, ამის შესახებ “ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი ენდოკრინოლოგი ლია გოგუა გვესაუბრება.
ორსულობის დროს სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა აუცილებელია.
კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევათა 80% არასიმსივნურია და დროულად მიმართვიანობის შემთხვევაში, მკურნალობა უსისხლო, ლაზერული მეთოდითაც შეგიძლიათ.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად