3 ცნობილი ადამიანი, რომელიც გესტაციურ დიაბეტს ებრძოდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

3 ცნობილი ადამიანი, რომელიც გესტაციურ დიაბეტს ებრძოდა

3 ცნობილი ადამიანი, რომელიც გესტაციურ დიაბეტს ებრძოდა
ორსულობის დროს სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა აუცილებელია. გესტაციური (ტრანზიტორული, ანუ გარდამავალი) დიაბეტი მხოლოდ ორსულობის დროს ვლინდება, შემდეგ კი ქრება.

მიუხედავად ამისა, მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში არის შანსი, რომ ქრონიკული (მეორე ტიპის) დიაბეტი განვითარდეს.

ამ მიზეზის გამო, ქალებმა, რომლებმაც გესტაციური დიაბეტი გადაიტანეს, წონის მატებას უნდა მოერიდონ, დაიცვან დიეტა, რეგულარულად ივარჯიშონ და წელიწადში ერთხელ სისხლში შაქრის დონე შეიმოწმონ.


გესტაციური დიაბეტის მკურნალობა ისეთივე აუცილებელია, როგორც ქრონიკული დიაბეტის.

ის შესაძლოა დედისა და ნაყოფისთვის გართულების მიზეზად იქცეს. რისკი, რომ შემდგომ განვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი, არის 90%.


გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების სიას, რომლებსაც გესტაციური დიაბეტი დაუდგინდათ ორსულობის დროს.


სალმა ჰაიეკი


mkurnali.ge

ცნობილი მექსიკელი მსახიობი, რომელიც ლეგენდარული ფრიდა კალოს როლის შესრულებით არის ცნობილი.

მას 41 წლის ასაკში, პირველ შვილზე ორსულობის დროს, განუვითარდა გესტაციური დიაბეტი.
დიაგნოზი ორსულობის დროს დაუდგინეს და მან შეძლო დაავადების კონტროლი.

ინტერვიუებში მსახიობი აღნიშნავდა, რომ ნანობდა კვებით ჩვევებზე, რომელიც ჰქონდა. აღნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი ხილი, რომელსაც ის მიირთმევდა ორსულობისას, რეკომენდებული არ არის დიაბეტის დროს.


• მერაია ქერი


mkurnali.ge

ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელის სახელსაც არაერთი სინგლი უკავშირდება, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტში აღნიშნავს, რომ პრობლემური ორსულობა ჰქონდა. როგორც შემდგომ გაირკვა, მას გესტაციური დიაბეტი დაუდგინეს.


• ანჯელინა ჯოლი

mkurnali.ge

სილამაზით განთქმული ამერიკელი კინომსახიობი ანჯელინა ჯოლი ტყუპებზე ორსულობისას გესტაციურ დიაბეტს ებრძოდა.

ორსულობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას ექიმება შემდგომი ორსულობისგან თავის შეკავება ურჩიეს.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
როდის და რატომ იქცევა ჰორმონები გულის ფრიალის მიზეზად, ამის შესახებ “ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი ენდოკრინოლოგი ლია გოგუა გვესაუბრება.
ჰაშიმოტოს დაავადება, იგივე ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ქრონიკულ ლიმფოციტურ თირეოიდიტს - არის აუტოიმუნური დაავადება,
კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევათა 80% არასიმსივნურია და დროულად მიმართვიანობის შემთხვევაში, მკურნალობა უსისხლო, ლაზერული მეთოდითაც შეგიძლიათ.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად