კვანძოვანი ჩიყვის ლაზერული ოპერაცია - რა უპირატესობა აქვს და რა დროს ტარდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვანძოვანი ჩიყვის ლაზერული ოპერაცია - რა უპირატესობა აქვს და რა დროს ტარდება

დაბინძურებული გარემო, დღევანდელი ცხოვრების რიტმი, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება - ყველა ამ მიზეზმა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შემთხვევების მომატება განაპირობა.

დღეს ვისაუბრებთ კვანძოვან ჩიყვზე - როგორ ვლინდება, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ ვუმკურნალოთ მას, როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა და, რაც მთავარია, კვანძოვანი ჩიყვის უსისხლო ოპერაციაზე, რომელიც ლაზერით ტარდება.

ფარისებურ ჯირკვალში გაჩენილი კვანძოვანი ჩანართების - „კვანძების“ ერთ-ერთი მიზეზი იოდის ქრონიკული დეფიციტია.

ამ დროს ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება იყოს ნორმალური, მომატებული ან დაქვეითებული. შესაძლოა, კვანძებმა გამოიმუშაოს ბევრი ჰორმონი.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნი ჯირკვლის მორფოლოგიურად განსხვავებული მოცულობითი წარმონაქმნია, რომელიც პალპაციით და ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება.

ფარისებრი კვანძების ზომა შეიძლება იყოს 4-5მმ-დან დაწყებული 30-4-მმ-მდე. ის შეიძლება იყოს ცისტური, სითხოვან-ქსოვილოვანი და ქსოვილოვანი.

კვანძოვანი პათოლოგიის დროს პაციენტი, ძირითადად, არაფერს უჩივის.

დიდი კვანძოვანი წარმონაქმნები კისრის დეფორმაციას იწვევს. შესაძლებელია, ტრაქეაზე კომპრესიაც გამოიწვიოს.

თუ კვანძი იწვევს ადგილობრივი ზეწოლის სიმპტომებს, თუ ანამნეზში აღინიშნება დასხივების ეპიზოდი, კვანძის პროგრესირებადი ზრდა, ულტრასონოგრაფიაზე საეჭვო მახასიათებლები ვლინდება - ყველა ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა იგეგმება.

რა არის ფარისებრი ჯირკვლის უსისხლო ოპერაცია და რა უპირატესობები აქვს მას ღია ოპერაციასთან შედარებით?

ამ მეთოდის გამოყენებისას ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ქსოვოლის დაშლა ლაზერის დახმარებით ხდება.

კვანძში წვრილი ნემსის დახმარებით მიიტანება ლაზერი.

ნარკოზისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე თქვენ შეძლებთ კვანძების მთლიან გაქრობას, ან მისი ზომის მატების შეჩერებას.

კისერზე ნაწიბური არ დაგრჩებათ და რაც მთავარია, თუ დროულად მიმართავთ ექიმს, ღია ოპერაციას აირიდებთ თავიდან.

შედეგი 3-6 თვის შემდეგ საგრძნობლად შესამჩნევი იქნება. აღნიშნული მეთოდი პაციენტების 90%-ში წარმატებით სრულდება.