ფარისებრი ჯირკვლის კვლევა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარისებრი ჯირკვლის კვლევა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

პროფესორი დავით კეზელი.

კოვიდ19-ის ფონზე, ყველაზე აქტუალური შეკითხვაა, რამდენად წარმოადგენენ რისკ-ჯგუფს ფარისებრი ჯირკვლით დაავადებული ადამიანები და ხომ არ მოქმედებს მათ იმუნიტეტზე ეს დაავადება?

- ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა არ განსაზღვრავს კორონათი დასნებოვნების ალბათობას.

ადამიანები, ვისაც კოვიდ19 აქვს და აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ეს მდგომარეობა მათ არ ამძიმებს.

ამის მიუხედავად, კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს, ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სპეციფიური დარღვევა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ვირუსულ ანთებას ჰგავს - ე.წ ქვემწვავე თირეოიდიტი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება.

რამ გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ზრდა?

- ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიაგნოსტიკური საშუალებების გაზრდამ, მონაცემების გაზრდაც გამოიწვია.

მაგალითად, გაზრდილია ფარისებრი ჯირკვლის კიბო 10- ჯერ , მაგრამ ნაკლებია სიკვდილიანობა.

ეს სწორედ დროული დიაგნოსტიკის შედეგია.

ვინ მოიაზრებიან რისკ-ჯგუფში ?

- რა თქმა უნდა, გენეტიკა არის უმნიშვნელოვანესი, ასევე რადიაქტიული დატვირთვა, იოდდეფიციტური გარემო, თუ სად ცხოვრობს ადამიანი - ეს რიკს-ჯგუფად მოიაზრება.

• რატომ და როდის დიდდება ფარისებრი ჯირკვალი?

- ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მატება, ანუ ჩიყვი - მისი ხშირი მიზეზია იოდდეფიციტი. იოდი ნიადაგიდან საკვებში უნდა მოხვდეს, საკვებიდან კი ადამიანის ორგანიზმში.

როდესაც, არ არის ორგანიზმში საკმარისი იოდი, თირეომასტიმულირებელი ჰორმონი მუშაობას ააქტიურებს, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას. ხშირია, ასევე, ანთებითი პროცესებით მისი გადიდება.

• რა არის თირეოტოქსიკოზის ნიშნები და რა მიზეზით ვითარდება?

- ეს არის მდგომარეობა, როდესაც გაძლიერებულად, უკონტროლად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი.

ჰორმონები ზემოქმედებენ ყველა ქსოვილსა და უჯრედზე. მათი მთავარი ფუნქციაა ჟანგვა-აღდგენითი პროცესების წარმართვა, ანუ ენერგეტიკული ცვლა. ამიტომაც, ამ ფუნქციის გაზრდა, ენერგეტიკული ცვლის გააქტიურებას იწვევს. ამას ნერვული სისტემა პასუხობს.

აგზნებადობა ადვილად, ტრემორი, უძილობა, ზემოქმედება გულზე, ტაქიკარდია, კანის სისველე, ოფლიანობა, წონის კლება, მეტს ჭამს, მაგრამ იკლებს -

ეს ძირითადი ჩივილებია.

• როგორ ხდება ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა?

- კომპლექსურია. პირველი საფეხური, ფუნქციის გადამოწმებაა, ჰორმონების განსაზღვრა, მეორე - როგორ გამოიყურება ის, ანუ ექოსკოპია. თუ აღმოჩნდა, რაიმე მიზეზი, მაშინ სისხლში ანტისხეულები მოწმდება. ასევე, ციტოლოგიური, ანუ უჯრედული შეფასება. სხვადასხვა პაციენტთან მიდგომა ინდივიდუალურია და მოიცავს კონკრეტულ ეტაპებს.

• როდის კეთდება ბიოფსია?

- როცა საეჭვოა და საჭიროა გავარჩიოთ კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი ფარისებრი ჯირკვალი. ასეთ დროს, მივმართავთ ციტოლოგიურ კვლევას.

• რამდენად ხშირად უნდა ვაკონტროლოთ სისხლში ჰორმონთა რაოდენობა?

- პროფილაქტკის მიზნით, 50 წლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებით, ქალებმა, რადგან გაცილებით მეტია ქალებში ავადობა, მათი ორგანიზმიდან გამომდინარე.

• ორსულობის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვალის გამოკვლევა?

- ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლი მუშაობას გვიან იწყებს, ჩანასახი კი ადრე ფორმირდება, ამიტომ ნაყოფი დედის ჰორმონებზეა დამოკიდებული. თუ დედას აქვს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ეს სირთულეებს აჩენს.

ამიტომ, ყველა ქალმა დაფეხძიმების მომენტში უნდა გაიაროს ფარისებრი ჯირკვლის კონტროლი.

• ჰორმონულ პრეპარატებს თუ აქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი?

- უმეტესად ეს პრეპარატები ჩანაცვლებას ახდენენ, რაც ორგანიზმს აკლია, აძლევ გარედან.

ფიზიოლოგიურ ბალანსს ავსებ და არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვთ. მთავარია, დოზირებას არ უნდა გადააჭარბოთ.

დოზირება იზომება გარკვეული ტესტებით. 130-125 მიკროგრამი ჰორმონია საჭირო.

ამის შევსება კი ნელა-ნელა ხდება.

• რატომ არის დოზის ცვლა სეზონურად აუცილებელი და როდის უნდა გაკონტროლდეს ჰორმონის შემცველობა სისხლში?

- სეზონური ცვლა მითია. მითია, რადგან თეორიული დაშვებაა მხოლოდ. სითბოსთან ადაპტაცია, რომ სითბოში ნაკლები სჭირდება ორგანიზმს, ვიდრე სიცივეში ეს არავის დაუმტკიცებია. მაგრამ, მაინც მოწმდება ხშირად ამ დროს ჰორმონები. ზოგადად, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შემოწმდეს ის.

ზოგი, თვითნებურად დოზას აკლებს ზაფხულში,ზამთარში ამატებს, რაც დაუშვებელია.

• როდის ხდება ოპერაციული მკურალნობა საჭირო?

- როცა თერაპიული მკურნალობა უძლურია. ოპერაცია აუცილებელია კიბოს შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების დროს - ჯირკვლის ზომიდან გამომდინარე, თუ ის აწვება, მაგალითად, ტრაქეას.

• ოპერაციის შემდეგ ჯირკვლის ქსოვილი შეიძლება ისევ გაიზარდოს?

- ვსპობთ დაავადების შედეგს, მიზეზი პაციენტთან რჩება. თუ არაადეკვატურად იყო დატოვებული ქსოვილი ოპერაციისას, შეიძლება გაიზარდოს.

• რჩევა, როგორ დაიცვან თავი დაავადებისგან ადამიანებმა?

- როგორც, სხვა დანარჩენის დროს, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ამ დაავადების პრევენციისთვის უმთავრესი.