შაქრიანი დიაბეტის განვითარების ფარული საფრთხე - რა არის პრედიაბეტი და გესტაციური დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტის განვითარების ფარული საფრთხე - რა არის პრედიაბეტი და გესტაციური დიაბეტი

„ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნათია ქათამაძე.

რა არის პრედიაბეტი ?

- ეს გახლავთ შაქრიანი დიაბეტიის წინარე მდგომარეობა, რომელიც წინ უძღვის მის განვითარებას. ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, არც კი იცოდეთ, რომ ამ საფრთხის ქვეშ დგახართ დ მას არ აქცევდეთ ყურადღებას. ამასთანავე, უნდა გავმიჯნოთ პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი.

პირველი ელვისებურად ჩნდება და მას არ უძღვის წინ პრედიაბეტი. ასეთ ტიპს ახასიათებს უკუგანვითარება და მისი პროფილაქტიკა ვერ ხერხდება.

ტიპი ორის საწყის ეტაპად კი, მიიჩნევა პრედიაბეტი, რომელიც მართვადია.

რამდენად არის გავრცელებული პრედიაბეტი?

- 2019 წელს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ, რომელიც აღრიცხავს შემთხვევებს მთელი მსოფლიო მასშტაბით, შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა. 425 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა ტიპიური შაქრიანი დიაბეტი და აქედან, ყოველ მეორე ადამიანს აქვს არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი, რომელიც უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე დიაგნოსტირებული.

კვლევის თანახმად, თითქმის, ყოველ მეორე მოზრდილ ადამიანს აქვს პრედიაბეტი.

ასევე,ბავშვებშიც განვითარების რისკმა მოიმატა.

ვინ მოიაზრებიან განსაკუთრებული რისკის მქონე პირებად?

- თუ ოჯახის რომელიმე წევრს(პირველი რიგის ნათესავები: დედა, მამა, და-ძმა) აქვს, ან ჰქონდა დიაბეტი, ამ შემთხვევაში ფხიზლად უნდა იყოთ.

ასევე, თუ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა და სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30-ს.

თუ არ ცხოვრობთ ჯანსაღი წესის დაცვით, არ იკვებებით დიეტურად და არ ხართ ფიზიკურად აქტიური და მჯდომარე ცხოვრების წესს ეწევით.

საყურადღეოა, ქოლესტერინის დონეც.

თუ ერთხელ მაინც დაგიდასტურდათ ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი დონე, შესაძლოა, პრედიაბეტი გქონდეთ.

45 წლიდან ადამიანმა უნდა ჩაიტაროს კვლევა, ვინაიდან პრედიაბეტის რისკი ამ ასაკიდან მატულობს.

რატომ 45 წელი და რა უნდა გაითვალისწინონ ამ ასაკის ადამიანებმა?

- ეს შუალედური ასაკია, როდესაც ორგანიზმში ხდება გადაწყობა და ის განიცდის ცვლილებებს. ერთგვარი კრიტიკული პერიოდია. ამ დროიდან, წელიწადში ერთხელ, ენდოკრინოლოგს უნდა ესტუმროთ. დამოუკიდებლად ანალიზები არ არის რეკომენდებული, ვინაიდან მხოლოდ ექიმი შეგირჩევთ სწორ მკურნალობას.

რატომ ქმნის დიაბეტის განვითარების რისკს ჭარბი წონა?

- პრედიაბეტს ხშირად ჭარბ წონასთან აიგივებენ,რადგან ცხიმოვანქსოვილში გროვდება პანკრეასის მიერ გამალებით წარმოქმნილი ინსულინი, ნაცვლად უჯრედში შესვლისა, სადაც მას თავისი ფუნქცია აკისრია. ამ დროს, ერთგვარი წრე წარმოიქმნება, პანკრეასი წარმოქმნის ბევრ ინსულინს, გროვდება ცხიმში, იმატებს ცხიმის რაოდენობა, იმატებს ინსულინის დონე. ამიტომ, უნდა დაირღვეს ეს წრე, ადამიანმა უნდა დაიკლოს წონაში და შემცირდეს ასე დიაბეტის განვითარების რისკი.

• რას ნიშნავს გესტაციური დიაბეტი და რამდენად საშიშია?

- გესტაციური დიაბეტი - ეს ორსულობის დროს განვითარებული დიაბეტია. ორსულობის შემდეგ უკუგანვითარებადია, მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან გარკვეული ასაკის შემდეგ იმატებს რისკი, რომ განვითარდება შაქრიანი დიაბეტი.

რისკი კი 90%-ია.

ასევე, 4 კგ-ზე მეტი ნაყოფით მშობიარობისას დედას აქვს დიდი რისკი, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, 40-45 წლისთვის განუვითარდეს ტიპიური შაქრიანი დიაბეტი.

თუ ფხიზლად იქნებით და გეგმიურად ჩაიტარებთ კვლევებს, ამ რისკებს შეამცირებთ.

რა კავშირია პრედიაბეტსა და ლიპიდური ცვლის დარღვევას შორის?

- ლიპიდური ცვლის დარღვევა, ჰიპერქოლესტერინემია ნამდვილად კავშირშია პრედიაბეტთან.

როდესაც, მომატებულია ქოლესტერინი ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პრედიაბეტია დაწყებული.

თუმცა, იწყება პრედიაბეტის მკურნალობა, ვინაიდან ამ მკურნალობით ქოლესტერინის დონეც დგება მწყობრში.

რა სიმპტომები აქვს პრედიაბეტს?

- როგორც წესი, მას სიმპტომები არ აქვს. დისკომფორტი შიმშილის დროს, მაგალითად, კანკალი. წნევის მომატება, გაძლიერებული მოთხოვნა ტკბილის მიმართ, ადვილად დაღლა, ზოგადი სისუსტე ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს.

რა სახის კვლევები ტარდება პრედიაბეტის დასადგენად?

- პირველ რიგში, წონის შეფასება, სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა. წელის გარშემოწერილობის და არტერიული წნევის განსაზღვრა.

ანალიზებიდან:ჰომა ინდექსი, ამ დროს ინსულინის წარმოქმნა კონტროლირდება.

ასევე, უზმოდ გლიკემიის განსაზღვრა და თუ საჭიროა, გლიკირებულიჰემოგლობინი.

პრედიაბეტის მკურნალობაში რა მოიაზრება?

- საწყის ეტაპზე, დიეტა. სწორად უნდა შეირჩეს კვების რაციონი, რამდენად დაძაბული გონებრივი სამუშაო აქვს პაციენტს.

რამდენად იტვირთება ფიზიკურად. კალორაჟის მიხედვით, შეირჩევა ინდივიდუალური დიეტა.

მკურნალობისას მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, პაციენტმა დღეში 30 წუთი უნდა იაროს ფეხით, ისარგებლოს კიბით, ლიფტის ნაცვლად.შესაძლებელია,კვების დღიურის წარმოება: რას მიირთმევს პაციენტი ყოველდღიურად.

ასე კვებითი ქცევაკონტროლდება. თუ ორკვირაში შედეგი არ იქნება, მაშინ იწყება მედიკამენტურიჩარევა.

გამოიყენება მედფორმინის ჯგუფის პრეპარატები, მათ აქვთ უკუჩვენებაც და ძალიან ფრთხილად უნდა დაინიშნოს.

განკურნებადია თუ არა პრედიაბეტი?

- დიახ, სრულებით. შაქრიანი დიაბეტისგან განსხვავებით, რომელიც ქრონიკულია და მთელი ცხოვრება გრძელდება. 3 -6 თვე, შეიძლება 1 წელიც დასჭირდეს, თუმცა, ის განკურნებადია.