„ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნათია ქათამაძე.
• რა არის პრედიაბეტი ?
- ეს გახლავთ შაქრიანი დიაბეტიის წინარე მდგომარეობა, რომელიც წინ უძღვის მის განვითარებას. ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, არც კი იცოდეთ, რომ ამ საფრთხის ქვეშ დგახართ დ მას არ აქცევდეთ ყურადღებას. ამასთანავე, უნდა გავმიჯნოთ პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
პირველი ელვისებურად ჩნდება და მას არ უძღვის წინ პრედიაბეტი. ასეთ ტიპს ახასიათებს უკუგანვითარება და მისი პროფილაქტიკა ვერ ხერხდება.
ტიპი ორის საწყის ეტაპად კი, მიიჩნევა პრედიაბეტი,
რომელიც მართვადია.
• რამდენად არის გავრცელებული პრედიაბეტი?
- 2019 წელს დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ, რომელიც აღრიცხავს შემთხვევებს მთელი მსოფლიო მასშტაბით, შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა. 425 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა ტიპიური შაქრიანი დიაბეტი და აქედან, ყოველ მეორე ადამიანს აქვს არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი, რომელიც უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე დიაგნოსტირებული.
ასევე,ბავშვებშიც განვითარების რისკმა მოიმატა.
• ვინ მოიაზრებიან განსაკუთრებული რისკის მქონე პირებად?
ასევე, თუ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა და სხეულის მასის ინდექსი აღემატება 30-ს.
თუ არ ცხოვრობთ ჯანსაღი წესის დაცვით, არ იკვებებით დიეტურად და არ ხართ ფიზიკურად აქტიური და მჯდომარე ცხოვრების წესს ეწევით.
საყურადღეოა, ქოლესტერინის დონეც.
თუ ერთხელ მაინც დაგიდასტურდათ ორგანიზმში ქოლესტერინის მაღალი დონე, შესაძლოა, პრედიაბეტი გქონდეთ.
45 წლიდან ადამიანმა უნდა ჩაიტაროს კვლევა, ვინაიდან პრედიაბეტის რისკი ამ ასაკიდან მატულობს.
• რატომ 45 წელი და რა უნდა გაითვალისწინონ ამ ასაკის ადამიანებმა?
• რატომ ქმნის დიაბეტის განვითარების რისკს ჭარბი წონა?
- პრედიაბეტს ხშირად ჭარბ წონასთან აიგივებენ,რადგან ცხიმოვანქსოვილში გროვდება პანკრეასის მიერ გამალებით წარმოქმნილი ინსულინი, ნაცვლად უჯრედში შესვლისა, სადაც მას თავისი ფუნქცია აკისრია. ამ დროს, ერთგვარი წრე წარმოიქმნება, პანკრეასი წარმოქმნის ბევრ ინსულინს, გროვდება ცხიმში, იმატებს ცხიმის რაოდენობა, იმატებს ინსულინის დონე. ამიტომ, უნდა დაირღვეს ეს წრე, ადამიანმა უნდა დაიკლოს წონაში და შემცირდეს ასე დიაბეტის განვითარების რისკი.
• რას ნიშნავს გესტაციური დიაბეტი და რამდენად საშიშია?
რისკი კი 90%-ია.
ასევე, 4 კგ-ზე მეტი ნაყოფით მშობიარობისას დედას აქვს დიდი რისკი, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, 40-45 წლისთვის განუვითარდეს ტიპიური შაქრიანი დიაბეტი.
თუ ფხიზლად იქნებით და გეგმიურად ჩაიტარებთ კვლევებს, ამ რისკებს შეამცირებთ.
• რა კავშირია პრედიაბეტსა და ლიპიდური ცვლის დარღვევას შორის?
როდესაც, მომატებულია ქოლესტერინი ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პრედიაბეტია დაწყებული.
თუმცა, იწყება პრედიაბეტის მკურნალობა, ვინაიდან ამ მკურნალობით ქოლესტერინის დონეც დგება მწყობრში.
• რა სიმპტომები აქვს პრედიაბეტს?
- როგორც წესი, მას სიმპტომები არ აქვს. დისკომფორტი შიმშილის დროს, მაგალითად, კანკალი. წნევის მომატება, გაძლიერებული მოთხოვნა ტკბილის მიმართ, ადვილად დაღლა, ზოგადი სისუსტე ასეთი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს.
• რა სახის კვლევები ტარდება პრედიაბეტის დასადგენად?
ანალიზებიდან:ჰომა ინდექსი, ამ დროს ინსულინის წარმოქმნა კონტროლირდება.
ასევე, უზმოდ გლიკემიის განსაზღვრა და თუ საჭიროა, გლიკირებულიჰემოგლობინი.
• პრედიაბეტის მკურნალობაში რა მოიაზრება?
რამდენად იტვირთება ფიზიკურად. კალორაჟის მიხედვით, შეირჩევა ინდივიდუალური დიეტა.
მკურნალობისას მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, პაციენტმა დღეში 30 წუთი უნდა იაროს ფეხით, ისარგებლოს კიბით, ლიფტის ნაცვლად.შესაძლებელია,კვების დღიურის წარმოება: რას მიირთმევს პაციენტი ყოველდღიურად.
ასე კვებითი ქცევაკონტროლდება. თუ ორკვირაში შედეგი არ იქნება, მაშინ იწყება მედიკამენტურიჩარევა.
გამოიყენება მედფორმინის ჯგუფის პრეპარატები, მათ აქვთ უკუჩვენებაც და ძალიან ფრთხილად უნდა დაინიშნოს.
• განკურნებადია თუ არა პრედიაბეტი?