ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულთა განკურნების იმედი გაჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულთა განკურნების იმედი გაჩნდა

მათ კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების უჯრედები იმუნიტეტისთვის შეუცნობელი გახადეს. ეს შესაძლებელი გახდა უჯრედების დნმ-ის შეცვლის გარეშე.

როგორც ცნობილია, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი გამოწვეულია კუჭუკანა ჯირკვლის უჯრედებზე იმუნური სისტემის შეტევის შედეგად, რის გამოც ნადგურდება პანკრეასის უჯრედები. ახალი უჯრედების გადანერგვა არ მუშაობს, რადგანაც დროთა განმავლობაში იმუნიტეტი მას მაინც კლავს.

ღეროვანი უჯრედების კულტურებზე ექსპერიმენტებისას დადგინდა, რომელი ჰორმონები და სასიგნალო მოლეკულები არიან პასუხისმგებელი კუჭუკანა ჯირკვლის ემბრიონული უჯრედების ზრდასრულ უჯრედებად გადაქცევაში. პარარერულად აღმოაჩინეს მექანიზმი, რომლითაც აღნიშნული უჯრედები იმუნიტეტისთვის შეუცნობელი ხდებიან.

ეფექტის მისაღწევად საჭირო იყო ღეროვანი უჯრედების კულტურის დამუშავება დიდი რაოდენობით გამა-ინტერფერონით. ეს ცილა იმუნური სისტემის არსენალის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსივნესთან ბრძოლისას ანთებითი პროცესების მართვაში. ანალიზმა აჩვენა, რომ გამა-ინტერფერონი კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების უჯრედებს აიძულებას მეორე ცილის- PD-L1-ის დიდი რაოდენობით გამომუშავებას. ეს სტოპ-სიგნალი ეხმარებოდა იმუნიტეტს საკუთარი უჯრედებისა და უცხო ელემენტების გარჩევაში.

ექსპერტებმა მოახერხეს გამა-ინტერფერონით დიდი რაოდენობით უჯრედების დამუშავება და მათგან კუჭუკანა ჯირკვლის მინიატურული ანალოგის გამოზრდა. აღნიშნული ანალოგები გადაუნერგეს დიაბეტით დაავადებულ თაგვებს. ტრანსპლანტანტი წარმატებით შეეგუა ორგანიზმს, გამოიმუშავებდა ინსულინს და არ ექვემდებარებოდა იმუნიტეტის შეტევებს. ეფექტი შენარჩუნდა მღრღნელების სიცოცხლის ბოლომდე.