რა უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდობის ჰორმონებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდობის ჰორმონებზე

ამ თეორიის თანახმად, ასაკთან ერთად სუსტდება ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) ჯირკვლების ფუნქცია და ადამიანებს დაბერების პროცესი გვეწყება. საინტერესოა, რომელი ჰორმონების დონე იკლებს ჩვენს ორგანიზმში და რატომ ვბერდებით.

სასქესო ჰორმონები

სასქესო ჰორმონებს ახალგაზრდობის ძირითად ჰორმონებად მიიჩნევენ. ამ ჰორმონების მოქმედების მექანიზმი, როგორც ამბობენ, შეუიარაღებელი თვალითაც კი ხილულია.

„ტყუილად როდი აღნიშნავენ, რომ 20-30 წლის ასაკში ცოლ-ქმარი – ერთმანეთის საყვარლები არიან, 30-45 წლის ასაკში – მშობლები, 45-60 წლის ასაკში ცოლ-ქმარი და-ძმა ხდება, შემდგომ წლებში კი ორი და! ქალების ორგანიზმში სასქესო ჰორმონების დონე 45 წლიდან იკლებს, მამაკაცების ორგანიზმში კი – 30 წლიდან. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს გარკვეულწილად მამაკაცთა ხანმოკლე საუკუნეს განსაზღვრავს!“ აცხადებს ენდოკრინოლოგი, პროფესორი სვეტლანა კალინჩენკო.

სპეციალისტები გვირჩევენ – იმისათვის, რომ აღვიდგინოთ სასქესო ჰორმონების ნორმალური დონე, არ არის საჭირო საპენსიო ასაკის ლოდინი. უმჯობესია დროულად შევავსოთ ის, რაც იკლებს. ამისათვის აუცილებელია „ძალთა გაფურჩქვნის პერიოდში“ (იდეალურ – 20-25 წლის ასაკში) შევქმნათ ჯანმრთელობის საკუთარი პასპორტი: შევიმოწმოთ ჰორმონების დონე, უპირველესად სასქესო ჰორმონების შემცველობა, შემდგომ პერიოდებში კი გავიმეოროთ ანალიზები და მუდმივად ვაკონტროლოთ. როგორც კი გამოვლინდება გადახრა (დეფიციტი), დავიწყოთ დაბერების საწინააღმდეგო ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია! სხვაგვარად არაფერი გამოვა! სასქესო ჰორმონების დონის შემცირება და დაბერების პროცესთა აქტივობა პირდაპირ კავშირშია!

დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა)

ამ ჰორმონს თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებს. 25 წლის ასაკისათვის მისი შემცველობა მაქსიმალურ დონეს აღწევს, 40 წლის ასაკისათვის კი – ორჯერ იკლებს. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ დჰეა-ს დაბალი დონე სისხლში დაკავშირებულია კიბოს, ოსტეოპოროზის, ინფარქტისა და ალცჰაიმერის მომატებულ რისკთან. დეჰიდროეპიანდროსტერონის საკმარისი რაოდენობა სისხლში აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციობას, აწესრიგებს ძილს, გვიცავს სტრესებისგან. თურმე, დჰეა იმასაც განსაზღვრავს, მიღებული კალორიები ცხიმებად ჩალაგდეს თუ ენერგიად გადამუშავდეს. ცნობილია, რომ დჰეა-ს პრეპარატების შეძენა აშში-ში რეცეპტის გარეშე პრაქტიკულად ყველა სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპაში, დჰეა-ს პრეპარატები ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული.

ზრდის ჰორმონი

ზრდის ჰორმონი, იგივე სომატოტროპინი, ჰიპოფიზის მიერ გამომუშავდება. მის გამოყოფას თავის მხრივ ასტიმულირებს სპეციალური ფაქტორები, ჰიპოთალამუსის მიერ გამომუშავებული. 16 წლის ასაკიდან ზრდის ჰორმონის რაოდენობა თანდათანობით იკლებს. XX საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ღრმა სიბერემდე შენარჩუნებული აქვთ ნათელი გონება, აზროვნება და მეხსიერება, ამ ჰორმონის ბუნებრივად მომატებული დონე აღენიშნებათ. ზრდის ჰორმონის ინიექციის შემთხვევაში ასაკოვან ადამიანებთან შეინიშნება ნაოჭების გასწორება, ცხიმის წვის გაძლიერება და კუნთოვანი ქსოვილის მომატება, სხვა კეთილისმყოფელი გავლენები. ზრდის ჰორმონი უპირატესად ღამით გამომუშავდება, მაშინ როდესაც ადამიანს სძინავს, ისევე როგორც ახალგაზრდობის კიდევ ერთი შემანარჩუნებელი ჰორმონი – მელატონინი. ზრდის ჰორმონის პრეპარატები ბევრ ქვეყანაში უპრობლემოდ იყიდება. თუმცა, გაახალგაზრდავების მიზნით მის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმ-ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რადგან შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.

მელატონინი

მელატონინი ეპიფიზის მიერ გამომუშავდება, მისი სეკრეცია მაქსიმუმს აღწევს 25-30 წლის ასაკისათვის, შემდგომ მისი დონე თანდათანობით იკლებს. ბიორიტმებზე პასუხისმგებელ ამ ჰორმონს მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებებიც გააჩნია, ჩ და E ვიტამინებზე ასჯერ უფრო ძლიერი. მელატონინს ხშირად იყენებენ როგორც სუსტ დამამშვიდებელ საშუალებას. ის რეკომენდებულია მოგზაურთათვის, რომლებიც საათობრივ სარტყელს ხშირად იცვლიან.