რა უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდობის ჰორმონებზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

კითხვა-პასუხი

რა უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდობის ჰორმონებზე

რა უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდობის ჰორმონებზე
დაბერების ჰიპოთეზებს შორის ერთ-ერთი ენდოკრინული თეორიაა. ამ თეორიის თანახმად, ასაკთან ერთად სუსტდება ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) ჯირკვლების ფუნქცია და ადამიანებს დაბერების პროცესი გვეწყება. საინტერესოა, რომელი ჰორმონების დონე იკლებს ჩვენს ორგანიზმში და რატომ ვბერდებით.


სასქესო ჰორმონები


სასქესო ჰორმონებს ახალგაზრდობის ძირითად ჰორმონებად მიიჩნევენ. ამ ჰორმონების მოქმედების მექანიზმი, როგორც ამბობენ, შეუიარაღებელი თვალითაც კი ხილულია.

„ტყუილად როდი აღნიშნავენ, რომ 20-30 წლის ასაკში ცოლ-ქმარი – ერთმანეთის საყვარლები არიან, 30-45 წლის ასაკში – მშობლები, 45-60 წლის ასაკში ცოლ-ქმარი და-ძმა ხდება, შემდგომ წლებში კი ორი და! ქალების ორგანიზმში სასქესო
ჰორმონების დონე 45 წლიდან იკლებს, მამაკაცების ორგანიზმში კი – 30 წლიდან. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს გარკვეულწილად მამაკაცთა ხანმოკლე საუკუნეს განსაზღვრავს!“ აცხადებს ენდოკრინოლოგი, პროფესორი სვეტლანა კალინჩენკო.

სპეციალისტები გვირჩევენ – იმისათვის, რომ აღვიდგინოთ სასქესო ჰორმონების ნორმალური დონე, არ არის საჭირო საპენსიო ასაკის ლოდინი. უმჯობესია დროულად შევავსოთ ის,
რაც იკლებს. ამისათვის აუცილებელია „ძალთა გაფურჩქვნის პერიოდში“ (იდეალურ – 20-25 წლის ასაკში) შევქმნათ ჯანმრთელობის საკუთარი პასპორტი: შევიმოწმოთ ჰორმონების დონე, უპირველესად სასქესო ჰორმონების შემცველობა, შემდგომ პერიოდებში კი გავიმეოროთ ანალიზები და მუდმივად ვაკონტროლოთ. როგორც კი გამოვლინდება გადახრა (დეფიციტი), დავიწყოთ დაბერების საწინააღმდეგო ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია! სხვაგვარად არაფერი გამოვა! სასქესო ჰორმონების დონის შემცირება და დაბერების პროცესთა აქტივობა პირდაპირ კავშირშია!


დეჰიდროეპიანდროსტერონი (დჰეა)


ამ ჰორმონს თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებს. 25 წლის ასაკისათვის მისი შემცველობა მაქსიმალურ დონეს აღწევს, 40 წლის ასაკისათვის კი – ორჯერ იკლებს. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ დჰეა-ს დაბალი დონე სისხლში დაკავშირებულია კიბოს, ოსტეოპოროზის, ინფარქტისა და ალცჰაიმერის მომატებულ რისკთან. დეჰიდროეპიანდროსტერონის საკმარისი რაოდენობა სისხლში აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციობას, აწესრიგებს ძილს, გვიცავს სტრესებისგან. თურმე, დჰეა იმასაც განსაზღვრავს, მიღებული კალორიები ცხიმებად ჩალაგდეს თუ ენერგიად გადამუშავდეს. ცნობილია, რომ დჰეა-ს პრეპარატების შეძენა აშში-ში რეცეპტის გარეშე პრაქტიკულად ყველა სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპაში, დჰეა-ს პრეპარატები ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული.


ზრდის ჰორმონი


ზრდის ჰორმონი, იგივე სომატოტროპინი, ჰიპოფიზის მიერ გამომუშავდება. მის გამოყოფას თავის მხრივ ასტიმულირებს სპეციალური ფაქტორები, ჰიპოთალამუსის მიერ გამომუშავებული. 16 წლის ასაკიდან ზრდის ჰორმონის რაოდენობა თანდათანობით იკლებს. XX საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ღრმა სიბერემდე შენარჩუნებული აქვთ ნათელი გონება, აზროვნება და მეხსიერება, ამ ჰორმონის ბუნებრივად მომატებული დონე აღენიშნებათ. ზრდის ჰორმონის ინიექციის შემთხვევაში ასაკოვან ადამიანებთან შეინიშნება ნაოჭების გასწორება, ცხიმის წვის გაძლიერება და კუნთოვანი ქსოვილის მომატება, სხვა კეთილისმყოფელი გავლენები. ზრდის ჰორმონი უპირატესად ღამით გამომუშავდება, მაშინ როდესაც ადამიანს სძინავს, ისევე როგორც ახალგაზრდობის კიდევ ერთი შემანარჩუნებელი ჰორმონი – მელატონინი. ზრდის ჰორმონის პრეპარატები ბევრ ქვეყანაში უპრობლემოდ იყიდება. თუმცა, გაახალგაზრდავების მიზნით მის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმ-ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რადგან შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.


მელატონინი


მელატონინი ეპიფიზის მიერ გამომუშავდება, მისი სეკრეცია მაქსიმუმს აღწევს 25-30 წლის ასაკისათვის, შემდგომ მისი დონე თანდათანობით იკლებს. ბიორიტმებზე პასუხისმგებელ ამ ჰორმონს მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებებიც გააჩნია, ჩ და E ვიტამინებზე ასჯერ უფრო ძლიერი. მელატონინს ხშირად იყენებენ როგორც სუსტ დამამშვიდებელ საშუალებას. ის რეკომენდებულია მოგზაურთათვის, რომლებიც საათობრივ სარტყელს ხშირად იცვლიან.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯონას სოლკის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტში ცდილობენ გაარკვიონ როგორ გაუმკლავდნენ ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს.
ჯანსაღი მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ცხიმების, ცილებისა და
ჭარბი წონა დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ცხოვრების წესისა და რიტმის გამო პრობლემა სულ უფრო ღრმავდება.
ზრდის ჰორმონს, იგივე სომატოტროპინს, ახალგაზრდობის ერთ-ერთ ჰორმონად მიიჩნევენ.
დიაბეტური ტერფი - ამ ტერმინით შაქრიანი დიაბეტის ფონზე ტერფის სისხლძარღვების,
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა დიაბეტის მქონე ადამიანს აქტიური ცხოვრების გაგრძელების საშუალებას აძლევს,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად