მსოფლიოს შაქრიანი დაავადება იპყრობს ციფრებით გამოხატული რეალობა და პროგნოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიოს შაქრიანი დაავადება იპყრობს ციფრებით გამოხატული რეალობა და პროგნოზი

  • დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის პროგნოზით, 2025 წლისთვის შაქრიანი დიაბეტით მოავადე ადამიანების რიცხვი გაორმაგდება, 2030 წლისთვის კი ეს რიცხვი 500 მილიონს მიაღწევს. ყოველივე გაცხიმოვნებასა და ჭარბწონიანთა რიცხვის ზრდას უკავშირდება.
  • ყოველ 10 წამში მსოფლიოში 2-ით იზრდება დიაბეტით მოავადეთა მაჩვენებელი; ეს კი წელიწადში 7 მილიონი ახალი შემთხვევაა.
  • 3% წელიწადში - ასეთი ტემპით იზრდება დიაბეტი ტიპი 1-ით მოავადეთა რიცხვი, რომელსაც ახალგაზრდების დიაბეტს უწოდებენ. თუმცა, სტატისტიკა იმას მეტყველებს, რომ საგრძნობლად გაახალგაზრდავდა დიაბეტი ტიპი 2-ც.

ფაქტი 2

დიაბეტი მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია:

  • ყოველ 10 წამში 1 დაავადებული იღუპება დიაბეტით გამოწვეული გართულებით, ეს კი წელიწადში 4 მილიონი ადამიანია.
  • დიაბეტი მეოთხე ადგილს იკავებს ლეტალური გამოსავლის მქონე დაავადებათა ათეულში.
  • მოავადეთა თითქმის ნახევარი 40-59 წლამდე ადამიანები არიან და მათს 70%-ს - განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.

ფაქტი 3. დიაბეტის ძირითადი ფორმები

დიაბეტის ორი ძირითადი ფორმა არსებობს:

ტიპი 1 – როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს და ტიპი 2 - როდესაც საჭირო რაოდენობის ინსულინის გამომუშავების ფონზე ორგანიზმი ვერ ახერხებს მის ეფექტიან გამოყენებას.

დიაბეტი ტიპი 2 შესანიშნავად ემორჩილება პროფილაქტიკას, რადგანაც ტიპი 1-ის გამომწვვი მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია, შესაბამისად, ჯერჯერობით მისი პროფილაქტიკის სტრატეგიები უშედეგოა.

ფაქტი 4. ქვეყანათა „ყველაზე ტკბილი“ ხუთეული

  • შაქრანი დიაბეტით დაავადებულთა ნახევარი ცხოვრობს 5 ქვეყანაში: ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, ბრაზილია და ინდონეზია.

„ყველაზე ტკბილი“ ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, სადაც ისედაც დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს.

  • მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან ახლო აღმოსავლეთის, აზიის და კარიბის აუზის ქვეყნები, სადაც დაავადებულთა მაჩვენებელი საერთო მოსახლეობის 12-დან 20 %-ს აღწევს.
  • მსოფლიოში ყველაზე მეტი დაავადებული ინდოეთშია - 41 მილიონი, რაც საერთო მოსახლეობის 6%-ია.

ფაქტი 5. დიაბეტის მძვინვარე გართულებანი

  • დიაბეტი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს 2-3-ჯერ, სიბრმავეს – 10-ჯერ, ნეფროპათიას 12-15-ჯერ, ქვედა კიდურების განგრენას 20-ჯერ.
  • სიბრმავის, ქვედა კიდურთა ამპუტაციისა და თირკმლის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი დიაბეტია.

ფაქტი 6. ფაქტორები, რომლებიც დაავადების განვითარების რისკს ზრდის

  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი 2-3-ჯერ იზრდება, როდესაც ყოველდღიურ რაციონში ჭარბობს ცხოველური ცხიმები;
  • ქალებს, რომლებიც ხშირად ჭამენ კარტოფილს, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი 14-ჯერ ეზრდებათ ამ პროდუქტის იშვიათ მომხმარებლებთან შედარებით. კარტოფილი ფრის ხშირი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს 21%-ით ზრდის.
  • ყოველი ზედმეტი კილოგრამის გაჩენისას დიაბეტის განვითარების ალბათობა 5%-ით მატულობს;
  • მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი, დიაბეტით მოავადე მშობლების შვილებთან დაავადების გამოვლენის შესაძლებლობა 40%-ია.

ფაქტი 7

დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულთა მაჩვენებლი აჭარბებს ტიპი 1-ით დაავადებულთა მაჩვენებელს:

დღეს მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულ მილიონობით ადამიანს შორის დაავადების მეორე ტიპია გავრცელებული, რაც, ისევ და ისევ, ჭარბ წონას და სხეულის მასის მოჭარბებულ ინდექსს უკავშირდება, თუმცა, იკვეთება ტიპი 1-ის გაახალგაზრდავების ტენდენცია.

ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად შაქრიანი დიაბეტი ტიპის 1-ის დიაგნოზი უდასტურდება 14-18 წლამდე 70 ათას მოზარდს.

ფაქტი 8. დიაბეტს სოციალური სტატუსი გააჩნია

რამდენად დიდია დაავადების რისკი, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის ცხოვრების პირობებსა და მათ სოციალურ სტატუსზეც.

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ავადობენ, უპირატესად, დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომი პირები, განვითარების დაბალ დონეზე მყოფ ქვეყნებში კი დიაბეტის სამიზნე მყარი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანები არიან.