აქტიური ცხოვრება დიაბეტთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქტიური ცხოვრება დიაბეტთან ერთად

რადგან საჭირო ღონისძიებების დროული და ზუსტი გატარებით დაავადების გაკონტროლება და სრული მართვა ხორციელდება. როგორ ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით დიაბეტთან ერთად? კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი ამისთვის? ზოგადად, რას ითვალისწინებს დიაბეტიანთა ცხოვრების წესი? ამ მეტად საინტერესო და აქტუალურ თემებზე ენდოკრინოლოგი ნინო მაისურაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ნინო, მოდი, ჩვენს მკითხველს განვუმარტოთ, კონკრეტულად რა მოიაზრება დიაბეტის კონტროლსა და მართვაში.

- დიაბეტის კონტროლი და მართვა ერთ რამეს ისახავს მიზნად, ადამიანმა იცხოვროს ისეთი ცხოვრებით, რომელიც მას სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, რადგან გლუკოზის ნორმალური კონცენტრაცია სისხლში ყველა იმ საფრთხის შემცველი უსიამოვნო პრობლემის არიდებას ნიშნავს, რომელიც დიაბეტს გართულების სახით ახლავს თან.

კონკრეტულად კი, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის შემდეგი ელემენტების გაკონტროლება: ჭარბი წონის მოცილება, ჯანმრთელი კვება, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლის შემცველი სასმელების ზომიერი მიღება, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, რადგანაც დიაბეტის მქონე პირებს კბილისა და ღრძილების დაავადებათა განვითარების რისკი საკმაოდ დიდი აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია ტერფების ჰიგიენა, სწორი მოვლა, ფეხსაცმლის სწორად შერჩევა, რათა არ განვითარდეს ისეთი გართულება, როგორიცაა დიაბეტური ტერფი.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც დიაბეტური ნეიროპათიის გამო დაქვეითებული აქვს მგრძნობელობა ქვემო კიდურებზე, რათა არ დაზიანდეს კანი, არ მოხდეს დამწვრობა ან მოყინვა.

ასეთმა პაციენტებმა ჩაცმამდე უნდა დაათვალიერონ ფეხსაცმელი, რომ არ იყოს უცხო სხეული შიგნით, ან კენჭი. უნდა შეარჩიონ წყლის ტემპერატურა, ფრჩხილები უმჯობესია მოიქლიბონ, დაბანის შემდეგ ტერფი კარგად უნდა გამშრალდეს და კანის გამოშრობისგან დასაცავად კარგია შარდოვანას შემცველი კრემის რეგულარული გამოყენება.

გლუკოზის გარდა, დიაბეტისას არანაკლებ მნიშვნელოვანია სისხლში მუდმივად კონტროლდებოდეს არტერიული წნევის მაჩვენებელი, ქოლესტერინისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის ნორმალური დონე, რომელიც გვიჩვენებს, გლუკოზის როგორი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა სისხლში ბოლო 3 თვის განმავლობაში. ამ მონაცემის გადამოწმება სავალდებულოა 3 თვეში ერთხელ. მისი ნორმა შეადგენს 3-6%-ს.

რაც მთავარია, დიაბეტის მართვა, უპირველესად, ექიმის რეკომენდაციათა განუხრელი შესრულებაა, რომელიც ვრცელდება შაქრის დამწევი პრეპარატებისა და ინსულინის რეგულარულ მიღებაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტი თავად ხდება საკუთარი მდგომარეობის მაკონტროლებელი და მისი დაავადებაც ისე კონტროლდება, როგორი მოწესრიგებული მმართველიც მას ჰყავს.

- რას ითვალისწინებს სპეციალისტების მეთვალყურეობა შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში?

- დიაბეტის მქონე პაციენტი საჭიროებს ენდოკრინოლოგთან რეგულარულ, თვეში ერთხელ ვიზიტს, აუცილებელია წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციები, ხოლო ჩვენების მიხედვით, კარდიოლოგთან და ანგიოლოგთან ვიზიტი.

- რატომ არის დიაბეტისას ასე მნიშვნელოვანი წონის კონტროლი?

- ჭარბი წონის არსებობისას ორგანიზმი ვერ ახერხებს ინსულინის ეფექტიან გამოყენებას, ვინაიდან ქვეითდება ორგანიზმის მგრძნობელობა ინსულინის რეცეპტორების მიმართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის მართვა საჭირო დონეზე ვერ ხდება.

ჭარბი წონის შესამცირებლად აუცილებელია კვების რაციონში არსებითი ცვლილებების შეტანა. ასევე სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვის გაზრდა.

წონის დასაკლებად დროა საჭირო, ამიტომ ზოგიერთ პაციენტს სასურველი შედეგის მიღწევამდე ნებისყოფა და ნერვები ღალატობს, სწორედ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ნუ დაყრიან ფარ-ხმალს, თუ არსებითი ცვლილებების დაწყების შემდგომ შედეგი ცოტა დაიგვიანებს და წონას სწრაფად ვერ დაიკლებთ.

წონის შემცირებას საკმაოდ დიდი სარგებლობა მოაქვს, პირველ ყოვლისა, ის ხელს უწყობს არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის მაჩვენებლის რეგულირებას და შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის კონტროლს. გარდა ამისა, ადამიანები რეგულარული ფიზიკური დატვირთვისგან არსებით სიამოვნებას და კმაყოფილებას იღებენ, იმატებს მათი თვითშეფასებაც.

- რა როლი ეკისრება რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას დიაბეტიანთა ცხოვრების წესში?

- ფიზიკურ დატვირთვას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სისხლში გლუკოზის საჭირო დონის შესანარჩუნებლად, ასევე დიაბეტის მოსალოდნელ გართულებათა თავიდან ასაცილებლად.

იგი დიაბეტი ტიპი 2-ის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა და მნიშვნელოვნად აბრკოლებს მის პროგრესს, ეხმარება დიაბეტის კომპენსირებას, წინ ეღობება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და ხელს უწყობს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონის დაქვეითებას. გვეხმარება არტერიული წნევის დარეგულირებაში, წონის დაქვეითებასა და მის შენარუნებაში. საგრძნობლად აუმჯობესებს ადამიანის გუნება-განწყობილებას.

ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია. ფიზიკური აქტივობები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ითვალისწინებდეს მოთელვას, ძირითად ნაწილს და განმტვირთველ აქტივობებს. დიაბეტის მქონე ადამიანმა უნდა ივარჯიშოს, სულ მცირე, 5-ჯერ კვირაში, მინიმუმ 30 წუთით.

ფიზიკური ვარჯიშისთვის სულაც არ არის სავალდებულო ფიტნეს-კლუბებსა და სპორტულ დარბაზებში სიარული, ეს გაცილებით მარტივადაც შეიძლება დაიგეგმოს, მაგალითად, უარი თქვით ლიფტზე და დაიწყეთ კიბეზე ფეხით სიარულით, გაისეირნეთ, ტრანსპორტიდან ჩამოდით თქვენს გაჩერებამდე 1-2 გაჩერებით ადრე, იარეთ ველოსიპედით და იცურეთ.

- რა მითითებების გათვალისწინებაა საჭირო ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით?

- დასაწყისში, ყოველ ჯერზე რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის წინ გაიზომოთ შაქარი სისხლში, აუცილებელია ფიზიკურ დატვირთვამდე მცირედ წაიხემსოთ, იმ შემთხვევაში, თუ სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი გექნებათ 3,5 - 8.0 მმოლ/ლ.

თუ გლუკოზის მაჩვენებელი 15 მმოლ/ლ-ზე მეტია, ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის.

თუ სავარჯიშოდ ფიტნეს-დარბაზს ეწვიეთ, ვარჯიში დაიწყეთ ნელი ტემპით, ნუ ეცდებით მოკლე დროში დატვირთვის გაზრდას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, დატვირთვა უნდა გაზარდოთ ნელ-ნელა და თანდათან.

აწარმოეთ თქვენი მოღწევების რეგისტრაცია დიაბეტიანის დღიურში. ვარჯიში დაიწყეთ ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ, რათა საკვების მიღება და ფიზიკური დატვირთვა დაბალანსებული იყოს.

თუ საშუალება გეძლევათ, ეცადეთ ივარჯიშოთ ერთსა და იმავე დროს, იმ დღეებში კი, როდესაც რეგულარული გრაფიკი გერღვევათ, შეადგინეთ საკვებისა და წამლის მიღების სპეციალური გეგმა.

დიაბეტი ტიპის 1-ის შემთხვევაში ვარჯიშისას რეკომენდებულია ყოველთვის თან გქონდეთ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: შაქარი, წვენი და კანფეტები.

სწორად შეარჩიეთ სავარჯიშო ტანსაცმელი. ფეხზე ჩაიცვით ნატურალური ბოჭკოებისგან მოქსოვილი მორგებული წინდები და ფეხსაცმელი, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და ამასთან, ტერფსაც სათანადოდ აფიქსირებს.

ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს შაქრის დონე. სწორედ შაქრის მაჩვენებელია ის ინდიკატორი, რომელიც გიკარნახებთ, ფიზიკური ვარჯიშების წინ საკვების რაოდენობის მომატებას საჭიროებთ თუ შემცირებას.

გაითვალისწინეთ! ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ შაქრის დონე სისხლში რამდენიმე საათის განმავლობაში თანდათან იკლებს.

- გვსმენია, რომ ჯანსაღი კვების პრინციპები ერთნაირია როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე შაქრის ნორმალური დონის მქონე ადამიანებისთვის. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება რეალობას და როგორია დიაბეტიანთა ჯანმრთელი კვება?

- მოსაზრება სიმართლეა, თუმცა, ჯანსაღი კვების ელემენტების გაცილებით მკაცრად გათვალისწინება მოეთხოვება ყველა იმ პირს, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის პრობლემა აქვთ.

დიაბეტის მქონე ადამიანის კვება ასევე ითვალისწინებს გარკვეული წესების დაცვას, კერძოდ, აუცილებელია მათ რაციონში:

  • რეგულარულად შედიოდეს ხილი და ბოსტნეული. ყოველდღიურად 500 გრამამდე.
  • სასურველია, მივიღოთ ომეგა 3-ით და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პრიდუქტები: თევზი, მცენარეული ზეთი, თხილი და მზესუმზირა.
  • უნდა შემცირდეს მაღალცხიმიანი ხორცისა და რძის პროდუქტების მიღება. შეიძინეთ მჭლე ხორცი და მოაცილეთ მას ხილული ცხიმი.
  • ეცადეთ, საკვები მოამზადოთ ორთქლზე, მოხარშოთ ან გამოაცხოთ შეწვის ნაცვლად.
  • შეარჩიეთ დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები, რძე - 2,5% ცხიმიანობის, ან საერთოდ უცხიმო, დიეტური იოგურტი და ხაჭო 0-4% ცხიმიანობით.
  • ნებისმიერი საკვები პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მასში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობას, რადგან ნაკლებცხიმიანი პროდუქტი შესაძლოა დიდი რაოდენობით ნახშირწყალს შეიცავდეს.
  • აბსოლუტურად გამორიცხეთ რაციონიდან შაქრის შემცველი პროდუქტები: ნამცხვრები, შოკოლადები, საკონდიტრო ნაწარმი.
  • აუცილებელია სუფრის მარილის რაოდენობის შემცირებაც, დასაშვებია დღეში 2-3 გრამი.
  • გაზარდეთ მიღებული სითხის ოდენობა - 1,5-2 ლიტრამდე დღეში.

- რატომაა აუცილებელი შაქრიანი დიაბეტისას თამბაქოს უარყოფა და ალკოჰოლური სასმელების მიღების შეზღუდვა?

- თამბაქო უშუალოდ სისხლში, პირდაპირ შაქრის მაჩვენებელზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ იგი ნეგატიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რომელსაც, შაქრიანი დიაბეტის გამო, ისედაც სერიოზული პრობლემები ემუქრება, ანუ თამბაქო უკვე არსებული პრობლემების გამწვავებას და გაღრმავებას იწვევს, ამიტომ აუცილებელია მის მოხმარებაზე უარის თქმა.

რაც შეეხება ალკოჰოლს, იგი მოქმედებს სისხლში გლუკოზის შემცველობაზე, ამიტომ ასევე საჭიროა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად მისი მიღება მინიმუმამდე შევამციროთ.

სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ასევე არტერიული წნევის მუდმივი კონტროლი და ლიპიდური ცვლის მდგომარეობის დადგენა, კერძოდ, სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება აუცილებელია წელიწადში ერთხელ და მისი ნორმალური მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 4.5 მმოლ/ლ-ს.

- შაქრიანი დიაბეტისას მართვის მთავარი და განუყოფელი ნაწილია სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი, როგორ უნდა ტარდებოდეს იგი?

- პაციენტის ასაკის, დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობისა და არსებული გართულებების ფონზე, მკურნალი ექიმი ყოველი პაციენტისთვის ადგენს გლუკოზის დასაშვებ მაჩვენებელს. ამისთვის აუცილებელია დადგინდეს სისხლში გლუკოზის დონის თვალსაჩინო დღეღამური პროფილი.

დასაწყისში შაქრის გაზომვა გაცილებით ხშირადაა საჭირო, მაგალითად, უზმოზე, ყოველი ძირითადი ჭამის შემდეგ და ძილის წინ. ასევე საჭიროა დადგინდეს შაქრის დონე ფიზიკურ დატვირთვამდე და მას შემდეგ. ზოგჯერ საჭიროა ღამის ჰიპოგლიკემიის გამოსარიცხად ანალიზის ჩატარება დილის 3-4 საათზეც.

რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიღების დაწყებისას ასევე აუცილებელია შაქრის გაკონტროლება უზმოზე და ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

- ქალბატონო ნინო, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, ვინ წარმოადგენს ამ პროგრამის სამიზნე კონტინგენტს და რას ისახავს იგი მიზნად?

- პროგრამის ბენეფიციარები არიან შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეები. პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

პროგრამის განმახორციელებელია სოციალური მომსახურების სააგენტო.

- რას მოიცავს დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება?

- პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო მომსახურების გაწევა, სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება, რაც გულისხმობს ენდოკრინოლოგის კონსულტაციას და კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს ექიმის დანიშნულებით, ასევე სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციას. ხდება შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

- რას ითვალისწინებს პროგრამა?

- პროგრამით გათვალისწინებული სერვისებია:

18 წლამდე პაციენტებს პროგრამის ფარგლებში ეკუთვნით შემდეგი მომსახურება: მათ უზრუნველყოფენ საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით, კერძოდ:

1. გლუკომეტრით;

2. სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირებით - თვეში 50 ც. (1 კოლოფი);

3. სისხლის ასაღები ლანცეტი ნემსებით - თვეში 50 ც. (1 კოლოფი);

4. შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირებით - წელიწადში 50 ც. (1 კოლოფი).

პროგრამა ასევე ითვალისწინებს:

1. ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას;

2. გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრას (არანაკლებ კვარტალში ერთხელ) - ჯამში, წელიწადში 4-ჯერ;

3. დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგს - ოფთალმოლოგის კონსულტაცია წელიწადში ერთხელ;

4. პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებას;

5. ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;

6. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემას;

18 წელზე უფროსი ასაკის შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს პროგრამით ეწევათ სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება. ამ შემთხვევაში პაციენტს, ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში შეუძლია მიიღოს შემდეგი სპეციალისტების კონსულტაციები:

  • ნევროპათოლოგის;
  • კარდიოლოგის;
  • ოფთალმოლოგის;
  • ანგიოლოგის;
  • დიეტოლოგის.

აგრეთვე ჩაიტაროს შემდეგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები:

  • გლუკოზის განსაზღვრა სისხლში - ერთი პაციენტისთვის წელიწადში მაქსიმუმ 8-ჯერ;
  • გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა - წელიწადში 1-ხერ;
  • კრეატინინის განსაზღვრა სისხლში - წელიწადში 1-ხერ;
  • მიკროალბუმინურიის კვლევა - წელიწადში 1-ხერ;
  • სისხლის საერთო ანალიზი - წელიწადში 1-ხერ;
  • შარდის საერთო ანალიზი - წელიწადში 1-ხერ;
  • ზიმნიცკის სინჯი - წელიწადში ერთხელ;
  • ჩ-პეპტიდი - წელიწადში ერთხელ;
  • ჰომა - 2-ის ინდექსი - წელიწადში ერთხელ;
  • ეკგ - წელიწადში ერთხელ.

- რომელი სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა პაციენტებს?

- აღნიშნული პროგრამა შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს უზრუნველყოფს ინსულინითა და მისი ანალოგებით. შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტებს კი ინსულინით, მისი ანალოგებითა და გლუკაგონით; აგრეთვე შპრიც-კალმისტრებით და შესაბამისი ნემსებით.

- როგორ უნდა გავხდეთ დიაბეტის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები? ვის უნდა მივმართოთ დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად?

- ამ მიზნით პაციენტმა უნდა მიმართოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას. შემდეგ, დაწესებულებიდან წამოღებული ფორმა #IV-100/ა-ისა და პირადობის მოწმობის საფუძველზე უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამის შედეგად იგი იღებს თანხმობის წერილს, რომელიც ვალიდურია 1 წლის განმავლობაში.

- როგორ ხდება დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება სრულად (100%-ით) სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 240 ლარისა. პაციენტს აღნიშნული მომსახურების მიღების უფლება აქვს წელიწადში ერთხელ.

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, შაქრიანი (ინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, ხოლო არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლისათვის – 50%-ს.