თუთია და ფარისებრი ჯირკვალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუთია და ფარისებრი ჯირკვალი

ახალი მიდგომით სამკურნალო სქემაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სელენი და თუთია.

ბუნებრივია, იბადება კითხვები: რა ეფექტი აქვს ამ ელემენტებს? და მეორე – ტრადიციული მკურნალობა იოდის შემცველი პრეპარატებით აღარ არის აქტუალური?

ამ კითხვებზე სპეციალისტებს ასეთი პასუხი აქვთ: ევროპის წამყვანი ენდოკრინოლოგიური ცენტრის გერმანელმა კოლეგებმა პირველებმა შენიშნეს, რომ იოდის რეგულარულად გამოყენებით, სამწუხაროდ, სასურველი შედეგი არ მიიღწევა ანუ გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი მხოლოდ უმნიშვნელოდ იკლებს ზომაში და რაც მთავარია, არსებული კვანძები არ ქრება.

გერმანელ ექიმთა კვალდაკვალ, პრობლემით დაინტერესდნენ ბელორუსი სპეციალისტებიც. მათი მონაცემებით, 6-წლიანი იოდპროფილაქტიკით ჩიყვის გავრცელება მხოლოდ 5%-ით შემცირდა. ბუნებრივია, მეცნიერებმა დაიწყეს ამ არასახარბიელო მონაცემების მიზეზთა ძიება. აღმოჩნდა, რომ იოდის გარდა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისათვის მეტად მნიშვნელოვანია სელენი და თუთია. ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ ეს მიკროელემენტები ეხმარება იოდის უკეთ შეთვისებას. ისინი ამავდროულად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა სინთეზში (წარმოქმნაში) მონაწილეობს და რაც მნიშვენლოვანია, ბლოკავს ჯირკვალში კვანძების განვითარებას.

ამის გათვალისწინებით, ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა კომპლექსური მეთოდითაა აუცილებელი. პაციენტებს უნიშნავენ კალიუმის იოდიდს და იოდშემცველ პროდუქტებს, ასევე დამატებით ორ მიკროელემენტს – სელენსა და თუთიას.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თუთიის მიღება უმჯობესია ხსნადი აბების სახით. თითოეულ მათგანში შედის 10 მგ აღნიშნული ნივთიერება. სელენი ცალკე არ გამოდის (არ იწარმოება სამკურნალო ფორმით), სხვა მიკროელემენტებთან კომპლექსშია მხოლოდ, მაგალითად, A პროვიტამინსა და ბეტა-კაროტინთან ერთად. შესაძლებელია ისეთი მინერალური წყლის გამოყენებაც, რომელშიც ერთდროულად შედის იოდი, თუთია და სელენი. ბევრი შიშობს, სელენი ხომ ტოქსიკური ნივთიერებაა და შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოსო, თუმცა, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, მინერალურ წყლებში სელენი მინიმალური შემცველობითაა წარმოდგენილი და სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. ამ ელემენტის სამაგალითო დოზირებაა 10 მკგ ლიტრზე. შესაბამისად, მინერალური წყლის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშეც შეიძლება. აი, მედიკამენტებს კი, რომელთა შემადგენლობაშიც სელენია, ნამდვილად სიფრთხილით უნდა მოეპყროთ, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ამა თუ იმ პრეპარატის შეძენა და დალევა დაუშვებელია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სელენი უსაფრთხოა, როდესაც ის ამინმჟავებთანაა შერწყმული, ამიტომაც პრეპარატის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის შემადგენლობას, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს „სელენომეთიონინი“ ან კიდევ „სელენოცისტეინი“.

საყურადღებოა, რომ სელენი და თუთია არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობისთვის, პროფილაქტიკისთვისაც აუცილებელია!

რაც შეეხება ამ მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს

იოდზე ყველაფერი გარკვეულია, სადღეისოდ არსებობს იოდიზებული მარილი, პური, რძის ნაწარმი. იოდს უხვად შეიცავს თევზეული და ზღვის კომბოსტო. სელენთან და თუთიასთან კი საქმე რამდენადმე რთულადაა. თუთიას შეიცავს ძროხის ხორცი, ღვიძლი, ზღვის პროდუქტები, სტაფილო, ხახვი, შვრია და ბრინჯი, თუმცა, მხოლოდ ამ პროდუქტებით რეგულარულად კვებაც კი დღიურ ნორმას ვერ შეგვივსებს. რაც შეეხება სელენს, მისი სათანადო რაოდენობით მიღება შეიძლება მხოლოდ პურით იმ შემთხვევაში, თუ ხორბალი სელენით გამდიდრებულ ნიადაგზეა გაზრდილი. ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა კვერცხი, ხორცი და ნიგოზი, სელენი მცირე რაოდენობითაა. ამიტომაცაა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში შეგნებულად ამდიდრებენ (ანოყიერებენ) მიწას სელენით. ამ ელემენტით გამდიდრებული ნიადაგები აქვს ფინეთს, კანადას, აშშ-სა და ბელორუსიას.