დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის პანკრეასის უჯრედთა ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი შემუშავდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის პანკრეასის უჯრედთა ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი შემუშავდა

აღნიშნული უჯრედები ზოგჯერ საერთოდ არ არსებობს. ასეთ დროს რეკომენდებულია მათი დონორისგან გადანერგვა. თუმცა, ეს პროცესი მეტად რთული და ხანგრძლივია - უჯრედების დიდი ნაწილი სწრაფად იღუპება, ისე, რომ ვერც კი ასწრებს მიხორცებას.

იმისათვის, რომ გაიზარდოს გადანერგილი ბეტა-უჯრედების გადარჩენისა და სიცოცხლისუნარიანობის შანსი, ჟენევის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი: ისინი უჯრედებს ახალ საცხოვრებელ გარემოში აგზავნიან, ე. წ. სასარგებლო თანამგზავრების კომპანიაში, რომელიც აფერხებს ბეტა-უჯრედების მოცილებას.

ამ მისიას თურმე იდეალურად ასრულებს ამნიოტური ეპითელური უჯრედები, რომლებიც პლაცენტის შიდა მემბრანის ამომფენი უჯრედებია. მათი მთავარი ფუნქცია საწყის ეტაპზე დედის იმუნური სისტემის შემოტევისაგან ნაყოფის დაცვაა. ბეტა-უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ ამნიოტური ეპითელური უჯრედები პრაქტიკულად იმავე მექანიზმით ფუნქციობს და იცავს მათ მოცილება-დაღუპვისაგან.

ექსპერიმენტები ჩატარდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ვირთაგვებზე. როგორც კვლევები ადასტურებს, დონორული ბეტა-უჯრედების ამნიოტურ უჯრედებთან ტანდემში გადანერგვა მეტად ეფექტურია, ინსულინის გამოყოფის ფუნქცია სწრაფად განიცდის აღდგენას. რაც მთავარია, პლაცენტის უჯრედები ხელს უწყობს ტრანსპლანტატში ახალი სისხლძარღვების ფორმირებას, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ქსოვილთა და ორგანოთა გადანერგვისას.

თუ გადანერგილი ორგანო ნორმალურად მომარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, ტრანსპლანტატი მოცილება-მოშორებას გადარჩება და მისი სიცოცხლისუნარიანობა საგრძნობლად გაიზრდება. ახალი მეთოდიკა დიდ იმედებს უსახავს სპეციალისტებსა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულებს.

თინათინ გოცაძე