ახალგაზრდობისა და სიბერის განმსაზღვრელი ჰორმონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალგაზრდობისა და სიბერის განმსაზღვრელი ჰორმონები

ძველი ეგვიპტის, საბერძნეთისა და ინდოეთის მცხოვრებლები ყოველთვის ცდილობდნენ აღედგინათ შესუსტებული სექსუალობა, გაეზარდათ ენერგეტიკული პოტენციალი, მიეღოთ მამრობითი სქესის ცხოველთა სასქესო ჯირკვლების გამონაწვლილი. სადღეისოდ ყველასთვის ცობილია, რომ ჰორმონთა დონის კლება განპირობებულია დაბერების პროცესით, ცალკეულ დაავადებათა, მათ შორის კარდიოვასკულურ და სიმსივნურ პათოლოგიათა განვითარებით, ოსტეოპოროზით და სხვა.

არასოდეს არის გვიანი გაახალგაზრდავების დაწყება

ზოგიერთი ჰორმონული გადახრა დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, მაგალითად, კუნთოვანი მასის განლევასთან, გაცხიმოვნებასთან, გონებრივ დარღვევებთან. ამ არასასურველ ცვლილებათა დიდი უმრავლესობა ვითარდება არა მხოლოდ ჰორმონების დონის სრული დაქვეითების გამო, არამედ ჰორმონთა შორის ბალანსის დარღვევის შედეგად.

ჩვენი ორგანიზმის ყველა ჰორმონი

შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს:

ანაბოლური და კატაბოლური

ანაბოლური ჰორმონები - ეხმარება ზრდასა და ქსოვილთა წარმოქმნას, მაგალითად, ისინი პასუხისმგებელია ძლიერ მუსკულატურაზე, მტკიცე ძვლებზე. ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია სტეროიდული ანაბოლური საშუალებები - სინთეზური ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც სპორტსმენები, განსაკუთრებით „ბოდიბილდერები“ მძლავრი კუნთოვანი მასის გაზრდისათვის იყენებენ (ამ ნივთიერებების გამოყენება აკრძალულია ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების დროს).

საყურადღებოა, რომ სასქესო ჰორმონები, ასევე ზრდის ჰორმონი და დეჰიდროეპიანდროსტერონი (დეა) მიეკუთვნება ბუნებრივ ანაბოლურ ჰორმონებს - სტეროიდებს, რომელთა დონე პრაქტიკულად ყოველთვის იწყებს კლებას რეპროდუქციული ასაკის შემდეგ. ანაბოლური ჰორმონები - ტესტოსტერონი, ესტროგენი ქალებთან, პროგესტერონი, ზრდის ჰორმონი, მელატონინი და დეა – ხელს უწყობენ ქსოვილთა ზრდას, ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ამიტომაც მათ ახალგაზრდობის ჰორმონებსაც კი უწოდებენ. კორტიზოლი, ინსულინი და ესტროგენი (მამაკაცებთან) კი სიბერის ჰორმონებს მიეკუთვნება.

კატაბოლური ჰორმონები - პირიქით, იწვევს ქსოვილთა რღვევას. მთავარ კატაბოლურ ჰორმონად მიჩნეულია კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფს. ინსულინი (პანკრეასის მიერ გამოყოფილი) და ესტროგენი (მამაკაცებთან) ზოგ შემთხვევაში კატაბოლური ჰორმონების მსგავსად „იქცევიან“.

ანაბოლური ჰორმონებისგან განსხვავებით, კორტიზოლისა და ინსულინის (ორივე სქესის წარმომადგენლებთან), ისევე როგორც ესტროგენის დონე (მამაკაცებთან), ჩვეულებრივ, არ ქვეითდება ასაკთან ერთად. იშვიათ შემთხვევაში ამ ჰორმონების დონემ შესაძლოა უმნიშვნელოდ დაიკლოს ან დარჩეს იმავე დონეზე, ზოგ შემთხვევაში კი, როგორც ეს ხდება მამაკაცებთან ესტროგენის მაგალითზე, პირიქით, იმატებს კიდეც. ეს იწვევს სწორედ ჰორმონული ბალანსის რღვევას, რაც, თავის მხრივ, დიდ როლს თამაშობს დაბერების პროცესში.

ყველამ იცის, რომ ინსულინი პანკრეასში გამომუშავდება სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის საპასუხოდ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჰორმონი ყოველთვის არ მოქმედებს კატაბოლური ჰორმონის მსგავსად, ზომიერი რაოდენობით ის ანაბოლური ჰორმონის სახით ფუნქციობს და ეხმარება ძვლების ზრდას. დიდი რაოდენობით გამოყოფისას კი, როდესაც ადამიანი მიირთმევს ბევრ ტკბილეულს ან კიდევ მაღალი გლიკემიური დატვირთვის საკვებს, ინსულინი ასტიმულირებს მხოლოდ ერთი სახის ქსოვილის - ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას. ასაკთან ერთად ქსოვილთა მგრძნობელობა ინსულინისადმი მცირდება და მისი დონე იმატებს. აქ იმალება სწორედ ჭარბი წონის დაგროვებისა და დაბერების პროცესის მთავარი მიზეზი. ასაკთან ერთად ჰორმონებს შორის ბალანსი ანაბოლურიდან კატაბოლური ჰორმონებისაკენ იხრება.

კორტიზოლი

სტრესზე საპასუხო რეაქციის სახით ორგანიზმში სასწრაფოდ ხდება კორტიზოლის გადმოსროლა თირკმელზედა ჯირკვლებიდან. ეს ფილტვებსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას გაძლიერებულ მუშაობას აიძულებს, თრგუნავს იმუნურ სისტემას, ანელებს მონელების პროცესს და აქვეითებს რეპროდუქციულ ფუნქციას.

კორტიზოლის ძლიერი „აფეთქება“ იწვევს გულისცემის გახშირებას, განაპირობებს სწრაფსირბილს, აფართოებს გუგებს, აუმჯობესებს მხედველობას და გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის შაქრის დონეს სისხლში, თუმცა, კორტიზოლის მუდმივად (ხშირად) დიდი რაოდენობით გადმოტყორცნა სისხლში აჩქარებს დაბერების პროცესს, ეხმარება სხვადასხვა დაავადების განვითარებას, აზიანებს კუნთოვან (სარკოპენია) და ძვლოვან ქსოვილებს (ოსტეოპოროზი), აკავებს ნატრიუმს ორგანიზმში, იწვევს არტერიული წნევის მატებას, ზრდის შაქრის დონეს სისხლში და ანგრევს იმუნურ სისტემას.

იცენკო კუშინგის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებსაც კორტიზოლის მოჭარბებული დონე აღენიშნებათ ან კიდევ პირებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კორტიზოლის სინთეტურ ფორმას, უვითარდებათ კუნთოვანი მასის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ასევე ძვლების სისუსტე.

ინსულინი

ექსპერტთა განცხადებით - თუ დაწესდება პირველობა ინსულინსა და კორტიზოლს შორის ორგანიზმში ნგრევითი პროცესების საკითხზე, ბევრი სპეციალისტი „ფსონს“ ინსულინზე დადებს, რადგან ინსულინის გადაჭარბებული რაოდენობა ორგანიზმში ზრდის ცხიმოვან ჩანართებს, კორტიზოლის დონეს, გულის დაავადებათა რისკს, ამაღლებს ქსოვილთა გამძლეობას ინსულინისადმი, აჩქარებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, უხეშად ერევა სხვა ჰორმონთა ფუნქციობაში.

ინსულინი ამცირებს ახალგაზრდობის ჰორმონთა ეფექტურობას და აჩქარებს დაბერების პროცესს, ამის გამოა სწორედ, რომ შაქრით მდიდარი საკვები ან კიდევ მაღალი გლიკემიური დატვირთვის პროდუქტები, რომლებიც ზრდის ორგანიზმში ინსულინის დონეს, უფრო ჩქარა გვაბერებს, ვიდრე საკვები რაციონის სხვა პროდუქტები.

სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების რეჟიმი ინსულინის სიჭარბეს უწყობს ხელს: ჰიპოდინამია, ფიზიკური ვარჯიშის პრაქტიკულად უკუგდება, მუდმივად სტრესული გარემო და მაღალგლიკემიური ნახშირწყლების უხვად გამოყენება - ჰიპერინსულინემიის საუკეთესო ხელშემწყობი ფაქტორებია.

ასე რომ, აკონტროლეთ საკვები რაციონი, რეგულარულად ივარჯიშეთ, იცხოვრეთ ჯანსაღად, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა!