მამაკაცს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ცოლად რომ გავყვე, ჩემს შვილსაც ექნება დიაბეტი? (ნახეთ პასუხი)
31.03.2019
- შაქრიანი დიაბეტი გენეტიკურ განწყობასთან დაკავშირებული დაავადებაა; რისკი,
იგი მემკვიდრეობით გადაეცეს ახალშობილს, არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი დაავადება ყოველთვის არ ვითარდება; მას აპროვიცირებს სხვა ფაქტორები. თუ დედას I ტიპის (ანუ ინსულინდამოკიდებული) შაქრიანი დიაბეტი აქვს, ბავშვის დაავადების ალბათობა შეადგენს 2-3%-ს, ისევე, როგორც ჯანმრთელი მშობლების შემთხვევაში; თუ დაავადებულია მამა, დიაბეტის განვითარების ალბათობა უფრო მეტია - 5-6%; თუ დიაბეტი აქვს ორივე მშობელს, რისკი 20-30%-მდე იმატებს. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა გაცილებით მაღალია (60-80%), მაგრამ ამ ტიპის დიაბეტი, როგორც წესი, 40
წლის შემდეგ ვლინდება. ასეთი მემკვიდრეობის შემთხვევაში დაავადების თავიდან აცილებას ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა.
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა

რეკომენდებული ექიმები