ხელოვნური სისხლძარღვები შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში გადატრიალებას მოახდენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელოვნური სისხლძარღვები შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში გადატრიალებას მოახდენს

სისტემა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში გადატრიალებას მოახდენს.

ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლძარღვთა ბაზალური მემბრანა ანომალურად მსხვილდება. ეს გასქელება და საზოგადოდ მიმდინარე ანგიოპათია არღვევს ჟანგბადის გადატანის პროცესს, უჯრედებისა და ქსოვილების საკვები ნივთიერებებით მომარაგებას (ტროფიკას). ანგიოპათიის შედეგად სხვადასხვა პრობლემა ვითარდება: თირკმლის უკმარისობა, ინსულტი, გულის შეტევები, რეტინოპათია (რომელიც სიბრმავეს იწვევს) და სხვა.

სპეციალისტებმა ღეროვან უჯრედებს სისხლძარღვებად ფორმირება აიძულეს. მიღებული ხელოვნური სისხლძარღვები მათ მოათავსეს ისეთ გარემოში, რომელიც დიაბეტით დაავადებული ორგანიზმის არის ანალოგიური იყო. აღმოჩნდა, რომ ხელოვნურად შექმნილი სისხლძარღვების მემბრანამ ისეთივე გასქელება დაიწყო, როგორც დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმისთვისაა დამახასიათებელი. მაშინ მეცნიერებმა დაიწყეს იმ მექანიზმებისა და შენაერთების ძიება, რომლებიც შეაჩერებდა ამ პროცესს. შესაფერისი ნივთიერება აღმოჩნდა ენზიმ y–სეკრეტაზა.

ექსპერტთა აზრით, ენზიმ y–სეკრეტაზას აქტივობის შეფერხებით შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობის რამდენადმე გაუმჯობესება.

გარდა ამისა, მეცნიერებმა მიიღეს უნივერსალური ტესტ-სისტემა, რომელიც სპეციალისტებს გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიურ დაავადებათა სამკურნალო ბევრი პრეპარატის შემოწმების საშუალებას მისცემს.

თინათინ გოცაძე