ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

ენდოკრინოლოგია

ზაფხული ყველას უყვარს. სუფთა ჰაერი, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვე, ფიზიკური აქტიურობა - ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. შეგიძლია, საკუთარ ნაკვეთში იმუშაო, შეგიძლია, იმოგზაურო, ესტუმრო საქართველოსა თუ საზღვარგარეთის კურორტებს. თუმცა არის ერთი ნიუანსი: დასვენება რომ არ ჩაგმწარდეთ, ქრონიკული დაავადებების მიმართ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. მით უმეტეს, უსაფრთხოების წესები არც ისე რთულია. ამჯერად ჩვენი საუბრის თემა ენდოკრინული დაავადებები გახლავთ. მათზე სასაუბროდ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ-ენდოკრინოლოგს მარიამ ნაცვლიშვილს ვეწვიეთ.- ქალბატონო მარიამ, რას ურჩევთ მათ, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აქვს, სად დაისვენონ, ზღვაზე თუ მთაში?- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს კარგია როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტები. ცურვა და ზღვის კლიმატი დადებით გავლენას ახდენს ამ პათოლოგიებით დაავადებულებზე. თუმცა გარუჯვა რეკომენდებული არ არის.
ჰორმონები ქიმიური ნივთიერებებია, რომელთა საშუალებითაც ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს ინფორმაციას უცვლის. ამრიგად, ჰორმონები წარმოადგენს ორგანოთა და მათ სისტემათა ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, ამიტომ ენდოკრინულ სისტემაში მომხდარი ჩავარდნა შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ორგანოსა და სისტემაზე აისახოს. ენდოკრინული სისტემის დისბალანსს მოსდევს ნეგატიური მოვლენების მთელი წყება: უძილობა, თავის ტკივილი, შეშუპება, ჭარბი წონა, შრომისუუნარობა, უგუნებობა... რისი ბრალია ჰორმონთა დისბალანსი, რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება იგი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას? ამ საკითხებზე გვესაუბრება ქალაქის მე-4 საავადმყოფოს ენდოკრინულ დარღვევათა და ენდოვიდეოქირურგიის განყოფილების ექიმი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ბადრი გვაძაბია.
ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც 5-7 გრამი მოცულობისა და 40X20X30 მილიმეტრი ზომის წყვილ ორგანოს შეუძლია ორგანიზმში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ძვრების "ხელმძღვანელი" იყოს, მაგრამ ეს სულაც არ გაგვაკვირვებს, თუ გავიხსენებთ, რომ თირკმელზედა ჯირკვალი ენდოკრინული ორგანოა. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს. მიუხედავად ანატომიური ზომების სიმცირისა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სპექტრი საკმაოდ ფართოა, ბევრი მათგანი არა მარტო მედიკოსებისთვის,  მკითხველისთვისაც კარგადაა ნაცნობი. მინერალოკორტიკოიდები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ალდოსტერონი; გლუკოკორტიკოიდები - კორტიზოლი და კორტიკოსტერონი; სასქესო ჰორმონები - ანდროგენები, ესტროგენები;
ნაჩვენებია მე-20 გვერ 22 - დან
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად