რატომ გვიბუჟდება კიდურები

პრობლემა ერთი შეხედვით არცთუ ისე სერიოზულია, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს უდავოდ იწვევს, ბევრს შრომაშიც კი უშლის ხელს. რის ნიშანია ხელების დაბუჟება? როგორ დავაღწიოთ თავი დისკომფორტს? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს გორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ანგიო-ქირურგიული და მიკროქირურგიული სამსახურის კურატორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ვასილ გორგაძე.
- ხელების დაბუჟებას სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები უჩივიან. რა იწვევს ამ სიმპტომს? მხოლოდ სისხლძარღვთა დაავადებებს მიუძღვის ბრალი თუ სხვა მიზეზიც არსებობს?
- კიდურების დაბუჟებას უმთავრესად ნეიროპათიები და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევები იწვევს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნეიროპათიის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ხერხემლის დაავადება - ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, სკოლიოზი, კიფო-სკოლიოზი, მალების კისტა;
- სიმსივნე;
- ქრონიკული სპეციფიკური ანთება (მაგალითად, ტუბერკულოზი);
- ოსტეოპოროზი;
- განვითარების მანკი (სპინა ბიფიდა);
- პერიფერიული ნერვების ანთება - ნევრიტი, ინტოქსიკაცია;
- შაქრიანი დიაბეტი (დიაბეტური - ნეიროპათია);
- ტრავმული ნევრიტი.
სისხლძარღვთა დაავადებებიდან დაბუჟება ახასიათებს უმთავრესად სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევებს როგორც არტერიული, ასევე ვენური პათოლოგიების დროს. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თან სდევს თრომბოზს, ემბოლიას, სისხლძარღვთა ტრავმულ დაზიანებას. კიდურების დაბუჟება მოსალოდნელია ქრონიკული არტერიული და ვენური უკმარისობის დროსაც, მაგრამ უფრო გვიან სტადიებში.
- ძირითადად რომელი კლინიკური ნიშნებით ვლინდება დაავადებები, რომლებიც კიდურების დაბუჟებას იწვევს? ვის მიმართოს ადამიანმა კიდურების დაბუჟების შემთხვევაში?
- კიდურების დაბუჟება თვითონვეა ზოგიერთი დაავადების სიმპტომი, მაგრამ დამოუკიდებლად თითქმის არ გვხვდება - თავს იჩენს სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელთა კომპლექსის საფუძველზე დაისმის საბოლოო დიაგნოზი. უწინარეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რომელი სისტემის პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი მოცემული სიმპტომოკომპლექსი და ამის მიხედვით გაიგზავნოს პაციენტი სპეციალისტთან - ანგიოლოგთან ან ნევროპათოლოგთან.
სისხლძარღვთა დაავადებების დროს დაბუჟებასთან ერთად, წესისამებრ, ვლინდება:
- კიდურების გაცივება;
- გაფითრება ან ციანოზი;
- ტკივილი დატვირთვის დროს;
- შორს წასულ შემთხვევაში - კიდურის ფუნქციის მოშლა და ტროფიკული ცვლილებები.
პერიფერიული ნერვების პათოლოგიით გამოწვეული დაბუჟება კი, პირიქით, ხშირად იჩენს თავს მოსვე-ნებისას - ძილის დროს, ხანგრძლივი ჯდომისას, ხოლო ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მცირდება ან ქრება. ნეიროპათიას არ ახასიათებს კიდურების გაცივება, ფერის შეცვლა, პულსის გაქრობა, კიდურის შეშუპება, ტროფიკული ცვლილებები - ჰიპერპიგმენტაცია, წყლულებისა და ნეკროზების წარმოქმნა.
დიაგნოზის დაზუსტებაში დიდ როლს ასრულებს დაავადების ანამნეზი და მიმდინარეობა.
როდესაც ავადმყოფს აქვს ათეროსკლეროზი, არტერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა ან ქრონიკული ვენური უკმარისობა ტროფიკული წყლულებითა და ნეკროზული ცვლილებებით, ლოგიკური იქნება, კიდურების დაბუჟების მიზეზად მივიჩნიოთ სისხლძარღვთა არსებული პათოლოგია, ხოლო თუ ანამნეზში მოყვანილია ოსტეოქონდროზი, დისკოპათია, კიფოსკოლიოზი ან შაქრიანი დიაბეტი, დაბუჟების მიზეზად ნეიროპათია უნდა ვივარაუდოთ. შესაბამისად, კვლევაც საბოლოო დიაგნოზის ჩამოყალიბებამდე ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.
- თქვენ შაქრიანი დიაბეტი ახსენეთ. შეიძლება თუ არა, კიდურების დაბუჟების მიზეზი დიაბეტური ანგიოპათია იყოს?
- დიაბეტური ანგიოპათია შაქრიანი დიაბეტის ფონზე სისხლძარღვებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების შედეგია. შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია მიკროცირკულაციის გენერალი-ზებული მოშლა. ამ უკანასკნელს განაპირობებს სისხლძარღვების (ძირითადად - მცირე ზომის სისხლძარღვთა) შიგნითა გარსის გადაგვარება, გასქელება და სანათურის მკვეთრი შევიწროება. ამ ცვლილებათა გამო ირღვევა სისხლის მიმოქცევა ყველა ორგანოში და იწყება ამ ორგანოებისა და ანატომიური სტრუქტურების დისტროფიული ცვლილებები. ყველაზე ხშირად პროცესში ერთვება ბადურას სისხლძარღვები (დიაბეტური ანგიორეტინოპათია), თირკმლის სისხლძარღვები (დიაბეტური ანგიონეფროპათია).
ასეთივე პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ნერვულ სისტემაში, ამიტომ დიაბეტურ ანგიოპათიასთან ერთად ვითარდება დიაბეტური ნეიროპათიაც, რომელიც ვლინდება შესაბამისი კლინიკური სურათით - მგრძნობელობის დაქვეითებით ხელისა და ფეხის თითებში და კიდურების დაბუჟებით.
- როგორ მკურნალობენ დიაბეტურ ანგიოპათიას? რას ურჩევთ ასეთ შემთხვევაში პაციენტებს?
- მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია შაქრიანი დიაბეტის კომპენსაცია. კერძოდ, აუცილებელია ნახშირწყლოვანი ცვლის მოწესრიგება, სისხლში გლუკოზის დონის დაწევა 5,5 მმოლ/ლ-მდე. საჭიროა იმ პრეპარატების დანიშვნა, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მდგომარეობას, ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. ინიშნება ანტიკოაგულანტებიც. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია დიაბეტური პოლინეიროპათიის მკურნალობა (B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები). ჩირქოვანი გართულების აღმოცენებისას საჭიროა ანტიბაქტერიული მკურნალობა. კიდურებზე ტროფიკული მოშლილობის ნებისმიერი გამოვლინებისას, გირჩევთ, მიმართოთ სისხლძარღვთა ქირურგს.