/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

როცა ღამით ფეხი გვიკავდება

როცა ღამით ფეხი გვიკავდება
ღამის კრუნჩხვა - ფეხის გაკავება უსიამოვნო, უეცრად აღმოცენებული მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს კანჭის კუნთების მიდამოს ძლიერი ტკივილი.

კუნთის სპაზმის განვითარების მიზეზი მრავალია. ღამით ფეხის გაკავება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი. პირველ შემთხვევაში კუნთის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ძილის დროს უხერხულმა პოზამ, გადაციებამ ან ძლიერმა დაღლილობამ. პერიოდული კრუნჩხვები ხშირად დაავადების დაწყებაზე მიუთითებს და საჭიროა დროულად ექიმთან ვიზიტი და ორგანიზმის გამოკვლევა.

კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ფეხის დახურული ტრავმა, ვარიკოზი, ნევროლოგიური დაავადებები, ანთებითი პროცესები, ასევე იგი თან ახლავს შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიას. მიზეზის დასადგენად საჭიროა მიმართოთ ოჯახის ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევები და შეიძლება დაგჭირდეთ ფლებოლოგის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ღამით ფეხის გაკავება შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობამ გამოიწვიოს. დეფიციტი შეიძლება განვითარდეს ორსულობის, ხანგრძლივი სტრესის, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების ან ცილოვანი დიეტის დროს. ამ შემთხვევაში ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ვიტამინების კომპლექსი და მაგნიუმის შემცველი სპეციალური პრეპარატები.

ასევე საჭიროა რაციონის გამდიდრება ქონდრით, ოხრახუშით, კამით, რეჰანით. 100 გრამი მწვანილი შეიცავს დაახლოებით 700მგ მგნიუმს, რაც ორმაგ დღეღამურ დოზას წარმოადგენს. მაგნიუმით მდიდარია ავოკადო, ლობიო, ბარდა. 100გრამ შავ შოკოლადში 200მგ მაგნიუმია. მაგნიუმის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმს დაეხმაროს კალციუმის ათვისებაში, ამიტომ ამ უკმარისობის შევსება საჭიროა ერთდროულად კალციუმის პრეპარატების მიღებით. მაგნიუმი ასევე მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოყოფას.

როცა ფეხი გიკავდებათ რეკომენდებულია დადგეთ იმ ფეხის ქუსლზე, რომელშიდაც აღინიშნება ტკივილი. ხელებით დაიმასაჟეთ დაჭიმული კუნთი. თუ კრუნჩხვის გავლის შემდეგ კუნთში ტკივილი დარჩა, საჭიროა ელასტიური ბინტით ფეხის შეხვევა ტერფიდან მუხლამდე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენიმე დღეა მარჯვენა ფეხზე შევამჩნიე ბურგივით მაქვს ცოტაზე გაბერილი ერთადგილას მხოლოდ მარჯვწნა ფეხზე ხელს როვადებ ისეთი შეგრძნება მაქვა თითქოს წყალი იყოს ჩამდგარი და რა რის ან საშიშია აანამ ექიმთან მივალ რომ დამაკვალიანოთ ?</p>

გარდა კვების რეჟიმისა, კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი პრეპარატების მიღებისა შესანიშნავია დილის ვარჯიში, კონტრასტული აბაზანები, მასაჟი, ძილის დროს შალის წინდების ჩაცმა. თუ თქვენი სამუშაო დღე დაკავშირებულია ფეხზე დგომასთან, ღამის კრუნჩხვა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასაწყისის მომასწავლებელია. ფეხების მომატებული დაღლილობისას და ღამის კრუნჩხვისას, ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ხარისხს, ქალბატონებმა მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარება.

ლალი ჩხიკვაძე

რატომ გვენასკვება ფეხი ძილის დროს

კომენტარები (11)
თეა შუბიტიძე
ფეხის წვივის კუნთშიც ბარძაყის კუნთშიც და ქუსლთანაც ხშირად მეკრუნჩხება ფეხი ხან ერტი ხან მეორე რომელ ექიმთან უნდა ჩავნიშნო ვიზიტი კონსულტაციის ოჯახის ექიმის გარდა?
თარიღი : 10-11-2024
მარინა
ნაღვლის ბუშტიდან შოკოლადს კი არა ოპერაციის გარდა კენჭები არაფერს გამოაქვს.მსოფლიო აღიარებააააა
თარიღი : 30-03-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როცა ღამით ფეხი გვიკავდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები