სატრანსპორტო "კოლაფსი", რასაც ​ორგანიზმში ჟანგბადის, საკვები ნივთიერებების დეფიციტი და უჯრედოვანი შიმშილი მოჰყვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სატრანსპორტო "კოლაფსი", რასაც ​ორგანიზმში ჟანგბადის, საკვები ნივთიერებების დეფიციტი და უჯრედოვანი შიმშილი მოჰყვება

სატრანსპორტო კოლაფსის შესაძლო მიზეზები:

კისრის ოსტეოქონდროზი

კისრის არეში მალათაშუა დისკების ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაცია იწვევს ახლომდებარე სისხლძარღვებზე ზეწოლას, მათ მიჭყლეტას, სანათურის ცვლილებას, რასაც შედეგად მოჰყვება კისრისა და თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის ნორმალური მიმოქცევის შეფერხება.

არტერიული ჰიპერტენზია

არასტაბილური არტერიული წნევა თრგუნავს სისხლძარღვთა ნორმალურ ფუნქციებს, აქვეითებს მათ მოქნილობას და იწვევს სატრანსპორტო მაგისტრალის ელასტიკურობის დაქვეითებას. სისხლძარღვის კუნთოვანი შრე კარგავს ძალას, გრძელდება, დეფორმირდება, მცირდება ვენური გადინება და სისხლის მიმოქცევაც უარესდება.

ასაკი

სისხლძარღვის სანათურს ასევე ცვლის ასაკობრივი ბიოლოგიური ცვლილებები, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის ტონუსის დაქვეითებას. მათი შიგნითა შრის კედელზე ჩნდება ქოლესტერინული ფოლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში თანდათან მაგისტრალის კიდევ უფრო მეტ მონაკვეთს მოიცავენ. ვითარდება ათეროსკლეროზად წოდებული მდგომარეობა, რომელიც სისხლძარღვის დამაზიანებელი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი არტერიების გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლძარღვის კედელზე ერთეული ან მრავლობითი ქოლესტერინული ფოლაქების ჩალაგება.

ფოლაქები ავიწროებენ სისხლძარღვის სანათურს და სერიოზულ წინაღობას ქმნიან სისხლის ნორმალური გადინებისთვის.

ათეროსკლეროზის ასაკობრივი სტრუქტურა

არსებობს შემთხვევები, როდესაც ათეროსკლეროზული ცვლილებები 20-30 წლის ასაკში ჩნდება. თუმცა ძირითადად იგი 40-49 წლის ასაკში ვითარდება, ამასთან, მამაკაცებს ორჯერ უფრო მეტად უვითარდებათ, ვიდრე ქალებს.

ცოტა მოგვიანო ასაკში ეს სხვაობა აღარ შეიმჩნევა და შემთხვევათა რაოდენობა 70 წლის შემდეგ ერთმანეთს უტოლდება.

ამას თავისი ახსნა გააჩნია: ქალებს ათეროსკლეროზის განვითარებისგან ქალის სასქესო ჰორმონები – ესტროგენები იცავენ, მაგრამ ასაკთან ერთად მათი რაოდენობა იკლებს და შესაბამისად, ათეროსკლეროზის განვითარების რისკიც იზრდება.