რატომ იცვლის ჰემატომა ფერს და რამდენად საშიშია ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ იცვლის ჰემატომა ფერს და რამდენად საშიშია ის

რითია საშიში ჰემატომა?

ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია ქსოვილების სიღრმეში, ორგანოების ან სახსრის შიგნით წარმოქმნილი ჰემატომები. მსხვილი სისხლჩაქცევა საშიშია ინფექციის, ანთებისა და დაჩირქების განვითარების თვალსაზრისით. სახსრის დაზიანებისას შეიძლება განვითარდეს ბურსიტი, სინოვიტი ან ჰემართროზი, რასაც შეიძლება ადამიანის დაინვალიდება მოჰყვეს.

მუცლის ღრუში ჩაქცეულმა სისხლმა შეიძლება გამოიწვიოს პერიტონიტი.

თავის ტვინის ჰემატომა იწვევს ამ ორგანოს ფუნქციის დარღვევას უმძიმესი შედეგებით, როგორებიცაა: კოგნიტიური ფუნქციების დარღვევა, სხეულის ნაწილის დამბლა და ა.შ.

კანქვეშა ჰემატომის განვითარებიდან პირველივე საათებში აუცილებელია ტრავმირებულ ადგილზე ყინულის მოთავსება.

რატომ იცვლის ფერს ჰემატომა?

მედიკოსები გამოყოფენ ჰემატომის სამ სტადიას. თითოეული კანის გარკვეული შეფერილობით ხასიათდება, რომლის ქვეშაც ჩანს სისხლჩაქცევა.

1. სილურჯის გაჩენა. დაჟეჟილობისთანავე რბილ ქსოვილებში აღინიშნება მკვეთრი ტკივილი, დაზიანებულ ადგილზე, ქსოვილების შეშუპების შედეგად, კანის უბანი მკვეთრი წითელი და შესივებულია. შემდეგ წითელი შეფერილობა თანდათანობით იცვლება ლურჯით. წითელ შეფერილობას იძლევა ერითროციტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ჰემოგლობინს შეიცავენ. რამდენიმე საათში ჰემოგლობინი იწყებს დაშლას და დაჟეჟილი ადგილი ლურჯდება. შეშუპებისა და ანთების გამო დაზიანებულ ადგილზე იზრდება ტემპერატურა.

2. გამწვანება. 2-3 დღის შემდეგ შეშუპება და ტემპერატურა მცირდება, ქსოვილების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად წესრიგდება, თუმცა ზეწოლისას უმნიშვნელო მტკივნეულობა რჩება. კანის ლურჯი ფერი ნელ-ნელა გადადის მწვანეში.

3. გაყვითლება. დაახლოებით მეხუთე დღისთვის შეშუპება გაივლის, ჰემოგლობინის ნარჩენები იშლება და გამოიყოფა ქსოვილებიდან. დაჟეჟილობის ადგილი ყვითლდება და შემდგომ კი ჩვეულებრივ შეფერილობას უბრუნდება.

ჰემატომის ვიზუალური სიმპტომები უფრო კარგად შესამჩნევია, როდესაც სისხლის ჩაქცევა კანქვეშა შრეში ხდება. თუ კოლტი წარმოიქმნება რბილი ქსოვილების უფრო ღრმა ფენებში, გარედან შესამჩნევია მხოლოდ მცირე ზომის, მაგრამ მტკივნეული შესივება. ასეთი წარმონაქმნები უფრო საშიშია, რადგანაც პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეიძლება ახლდეს გართულებები.