პერიფერიული არტერიების დაზიანება - 50 წელს გადაცილებულ სამიდან ერთ დიაბეტიანს ქვედა კიდურების არტერიათა დაავადებაც აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პერიფერიული არტერიების დაზიანება - 50 წელს გადაცილებულ სამიდან ერთ დიაბეტიანს ქვედა კიდურების არტერიათა დაავადებაც აქვს

ზოგჯერ კი დახშობა მათი კედლების ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. სისხლძარღვების შევიწროება საგრძნობლად ამცირებს ტერფისთვის სისხლის მიწოდებას.

ათეროსკლეროზი გავრცობილი პროცესია, ამიტომ ქვედა კიდურების არტერიათა დაზიანება ხშირად ერთვის გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებებს.

დადგენილია, რომ 50 წელს გადაცილებულ სამიდან ერთ დიაბეტიანს ქვედა კიდურების არტერიათა დაავადებაც აქვს. საგანგაშოა, რომ პაციენტები გარკვეულ დრომდე ვერც კი გრძნობენ ამას. შესაბამისად, არც მკურნალობენ.

როგორ ვლინდება პერიფერიული არტერიების დაავადება?

პერიფერიული არტერიების დაავადება კლინიკურად თითქმის შეუმჩნეველია. ზოგიერთი უჩივის ქვედა კიდურების უმნიშვნელო ტკივილს, სიარულის გაძნელებას, თუმცა ამას გადაღლას ან ასაკს მიაწერენ. საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:

  • ფეხების ტკივილი სიარულის ან ვარჯიშის დროს, რაც პაციენტს აიძულებს, შეჩერდეს, რამდენიმე წუთით შეისვენოს;
  • ტერფის დაბუჟება, წვა, გაცივება;
  • ქვედა კიდურზე, განსაკუთრებით - ტერფზე, არსებული ჭრილობის ან სხვა დაზიანების ნელი შეხორცება.

პერიფერიული არტერიების დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პერიფერიული არტერიების მდგომარეობის შესწავლის მიზნით ტარდება ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, რომლის დროსაც განისაზღვრება მხარ-გოჯის ინდექსი. ამ დროს გოჯში არსებულ წნევას მხრის არტერიაში არსებულს ადარებენ.

თუ ქვედა კიდურში წნევა დაქვეითებულია, ესე იგი პაციენტს პერიფერიული არტერიების დაავადება აქვს. აღნიშნული გამოკვლევა დიაბეტიანი პაციენტებისთვის რეკომენდებულია 50 წლიდან, ხოლო პერიფერიული არტერიების დაზიანების სხვა რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში - უფრო ადრეც.

გარდა ამისა, დიაგნოსტიკის მიზნით შეიძლება ჩატარდეს ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ანტიაგრეგანტებს, ზოგიერთ მედიკამენტს და ისეთ ჩარევებს, როგორებიცაა ანგიოპლასტიკა (სპეციალური ბალონით არტერიის გაფართოება) და შუნტირება - სპეციალური შუნტის შექმნა სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.