ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი

-კერძოდ რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს სიარულის გაძნელება?

-სიარულის გაძნელება მოსალოდნელია ქვემო კიდურების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის, დიაბეტური ნეიროანგიოპათიის, მწვავე თრომბოფლებიტის, პოსტთრომბოფლებიტური სინდრომის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს.

-რა იწვევს ქვემო კიდურების მაობლიტირებელ ათეროსკლეროზს, როგორ ვლინდება ის, შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება?

-ათეროსკლეროზი საუკუნის დაავადებაა. მას სისხლძარღვოვან დაავადებათა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.

ათეროსკლეროზული პროცესი სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვებს აზიანებს. გულის გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების დაზიანებისას ვითარდება გულის იშემიური დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვების უპირატესი დაზიანება ინსულტს იწვევს, თირკმლის არტერიების ათეროსკლეროზი - არტერიულ ჰიპერტენზიას, ხოლო ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელ ათეროსკლეროზს მოჰყვება ტროფიკული (კვების) დარღვევები და საბოლოოდ შესაძლოა განგრენაც კი ჩამოყალიბდეს.

ქვემო კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, ზოგადი ათეროსკლეროზის მსგავსად, ვითარდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მკვეთრი მატების, თამბაქოს წევის, სტრესის შედეგად. ხშირია ამ ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებაც.

ქვემო კიდურების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი სხვადასხვა სტადიაში კლინიკურად სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. თავდაპირველად პაციენტი უჩივის სიცივისადმი მომეტებულ მგრძნობელობას, დაღლილობას, ხანგრძლივი სიარულისას წვივის კუნთების ტკივილს, კრუნჩხვებს, პარესთეზიებს.

ხანგრძლივი უმოძრაობისას ჩივილები ძლიერდება. მოგვიანებით, ხანგამოშვებითი კოჭლობის სტადიაში, წვივის კუნთების ტკივილი უფრო და უფრო მცირე მანძილის გავლის შემდეგ აღმოცენდება. რაც უფრო მოკლეა მანძილი და რაც უფრო მეტი ხანია საჭირო დასვე-ნებისთვის, მით უფრო მეტად არის დარღვეული არტერიული სისხლის მიმოქცევა. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ტკივილი მოსვენების დროსაც ვლინდება. თავდაპირველად ის მხოლოდ ღამღამობით იჩენს თავს, მერე და მერე კი ავადმყოფს მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ ასვენებს. საყურადღებოა, რომ რაც უფრო მეტად არის გამოხატული პათოლოგია წვრილ სისხლძარღვებში, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადების კლინიკური სურათი, უფრო სწრაფად იწყება კიდურის სისხლით მომარაგების უკმარისობა და ვითარდება ტროფიკული დარღვევები.