/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

როგორ შევამციროთ ხანგრძლივი მგზავრობისას თრომბოზის განვითარების რისკი - პრაქტიკული რჩევები

როგორ შევამციროთ ხანგრძლივი მგზავრობისას თრომბოზის განვითარების რისკი - პრაქტიკული რჩევები
გვესაუბრება ექიმი სველტანა ხარძიანი.

- ზრდის თუ არა ხანგრძლივი მგზავრობა თრომბოზის რისკს?

- მიჩნეულია, რომ მგზავრობისას, რომელიც ოთხ საათზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება, მართლაც იზრდება ღრმა ვენების თრომბოზის რისკი. თუმცა შემთხვევათა სიხშირე ძალიან მაღალი არ არის - ოთხი და მეტი საათის განმავლობაში ფრენისას აღინიშნება თრომბოზის ერთი შემთხვევა 6000 მგზავრზე. კანქვეშა, კარგად შესამჩნევი სისხლძარღვებისაგან განსხვავებით, ღრმა ვენები კუნთების სიღრმეში მდებარეობენ, რაც აისახება მათ სახელწოდებაშიც.

ღრმა ვენების თრომბოზი საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა შესაძლო გართულებების - ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა და პოსტთრომბოზული სინდრომის რისკის გამო. უკანასკნელი ქვემო კიდურების შეშუპებითა და დისკომფორტით ვლინდება. თრომბოზის რისკის ზრდა დაკავშირებულია ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომასთან.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვითმფრინავით მგზავრობისას აღნიშნულს ემატება დაბალი ატმოსფერული წნევა, ჟანგბადის კონცენტრაციის დაქვეითება, რიგ შემთხვევებში კი წყლის ნაკლები რაოდენობით მიღება და ალკოჰოლიანი სასმელები, რასაც თვითმფრინავში გვთავაზობენ.

- როგორ შეიძლება შევამციროთ ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების ალბათობა?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. უკვე 11 წელია მაწუხებს ელეტრო მაგნიტური ტალღებზე მგრძნობელობა.მობილური ტელეფონიდან,კომპიუტერიდან პლანშეტიდან უსადენო ყურსამენებიდან.თავიდან არ მქონდა ეს მგრძნობელობა დამეწყო კომპიტერთან 11 საათაინი ჯდომისას 5 თვის თავზე. გულის არეში ძლიერი წვით,თავის არეში ძლიერი მოჭერითი ტკვილი და ძილისკენ მიდრეკილება.სიმხურვალის შეგრძნება და ოფლიანობა.ყოველ წელს მიმძიმდება შეგრძნება.უკვე გადავედი თავის ტვის მკვებავ მედიკამეტებზე. ეს დაავადება ინკურნება?ძლიერი მგრძნობელობა გამოსხივების მიმართ?</p>

- ხანგრძლივი მგზავრობისას ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ფეხისა და წვივის რეგულარული ვარჯიში, რისთვისაც:

  • ყოველ ნახევარ საათში მჯდომარე მდგომარეობაში მოხარეთ და გაშალეთ ტერფი, წვივი, ფეხი;

  • თუ თვითმფრინავით მგზავრობთ, ყოველ საათში ერთხელ ადექით და სალონში გაიარეთ. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ნებადართულია;

  • ხანგრძლივი ფრენისას თან იქონიეთ პატარა ბურთი, რომელსაც ფეხით იატაკს მიაჭერთ ან მუხლებს შორის "გაჭყლეტთ". ეს ხელს უწყობს კიდურში სისხლის მოძრაობას;

  • შეგიძლიათ იყიდოთ სპეციალური ფეხის ტრენაჟორი ფრენისათვის;

  • სატრანზიტო ქალაქში შეჩერება გამოიყენეთ აეროპორტში სეირნობისთვის;

  • დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი;

  • არ მიიღოთ ალკოჰოლიანი სასმელი;

  • არ მიიღოთ საძილე საშუალება, რათა დიდხანს არ იყოთ უმოძრაოდ;

  • ჩაიცვით სპეციალური წინდები "ვენებისთვის";

  • შესაძლოა ექიმის რჩევით დაგჭირდეთ რომელიმე ანტიკოაგულანტის - სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება.
თვითმფრინავით მგზავრობის წინ ანტიკოაგულანტური მკურნალობის მიზნით აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, თუ:

  • ადრე გქონდათ ღრმა ვენების თრომბოზი;

  • გენეტიკა თრომბოზის თვალსაზრისით დატვირთული გაქვთ;

  • გაქვთ სიმსივნე ან უკანასკნელ ხანს იტარებდით მკურნალობას სიმსივნის გამო;

  • ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩატარებული გაქვთ დიდი მასშტაბის ქირურგიული ოპერაცია. განსაკუთრებით ეს ეხება სახსრის პროთეზირებას. მსგავს შემთხვევაში ზოგიერთი ექიმი სამი თვის განმავლობაში საერთოდ კრძალავს ხანგრძლივ მგზავრობას;

  • გქონდათ ინსულტი; გაითვალისწინეთ, რომ ასპირინი, რომელიც ნაჩვენებია გულის შეტევის ან ინსულტის წინააღმდეგ, ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკის თვალსაზრისით ეფექტური არ არის;

  • მგზავრობის შემდეგ ფეხები შეშუპებული ან მტკივნეულია, ან სუნთქვის გაძნელებას გრძნობთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;

  • გახსოვდეთ, რომ ღრმა ვენების თრომბოზის რისკი იზრდება სიმსუქნისას, ხანშიშესულ ასაკში, გულის ქრონიკული დაავადებების დროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის
ათეროსკლეროზის პრევენცია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პრევენციას.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი არის ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ნაკადის ნორმალური დინების პროგრესირებადი დარღვევა.
სრულად
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება.
სრულად
ღრმა ვენების თრომბოზის  ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სისხლის კოლტი (თრომბი) წარმოიქმნება ადამიანის სხეულში არსებულ ერთ ან რამდენიმე ღრმა ვენაში. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ შევამციროთ ხანგრძლივი მგზავრობისას თრომბოზის განვითარების რისკი - პრაქტიკული რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები