მომაკვდინებელი, თუმცა მართვადი - ანევრიზმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომაკვდინებელი, თუმცა მართვადი - ანევრიზმა

თამბაქოს მოწევა და მაღალი არტერიული წნევა არტერიების კედლს ასუსტებს, რამაც შეიძლება ანევრიზმა გამოიწვიოს.

ის არტერიის კედელზე არის გამობურცული, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გასკდეს.

ანვერიზმა სხეულის ნებისმიერ ადგილას ვითარდება, მისი გახეთქვა კი, შემთხვევათა 80%-ში ფატალურად სრულდება.

მუცლის აორტის ანევრიმზმის მქონე პაციენტთა მესამედი მამაკაცია, ხოლო თავის ტვინის ანევრიზმები ქალებში უფრო მეტად გვხვდება.

რა ვიცით და რა არ ვიცით ანევრიზმების შესახებ

სად და რატომ ჩნდება ისინი?

ყველაზე ხშირად ის მუცლის აორტასა და თავის ტვინში გვხვდება.

ანევრიზმა არტერიებში ვითარდება, ხოლო ვენებში, თითქმის - არასდროს.

განვითარების რიკს-ფაქტორებია:

• თამბაქო

• გენეტიკა

• მაღალი არტერიული წნევა

• ათეროსკლეროზი

• ასაკი (თავის ტვინის ანევრიზმა 40 წლის შემდეგ, ხოლო მუცლის აორტის 65 წლის შემდეგ შეიძლება განვითარდეს)

ამერიკელი კარდიოქირურგი ჯოშუა გრინბერგი ამბობს, რომ ანევრიზმის 5 რისკ-ფაქტორი არსებობს, ესენია: მოწევა, მოწევა, მოწევა, ჰიპერტენზია და გენეტიკა.

ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ მათ ანევრიზმა აქვთ. იგებენ მაშინ, როდესაც ის გასკდება.

ექიმებმა დანამდვილებით არ იციან, თუ რა იწვევს ანევრიზმის ზრდას.

თუმცა, ის ანთებას უკავშირდება, გარკვეულ ფერმენტებს, რომლებიც ქსოვილოვან ცვლილებებს იწვევენ, ასევე სისხლძარღვების ზრდა-განვითარებასა და ბიოფიზიკურ თვისებებს, როგორიცაა არტერიის კედლის სიმტკიცე.

ანევრიზმის მკურნალობა

გახეთქილი ანევრიზმა გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას მოითხოვს.

ფატალურად მუცლის აორტათა 80%, ხოლო თავის ტვინის ანევრიზმათა 40% სრულდება.

რაც შეეხება ოპერაციას, ის ორი სახის არსებობს.

ღია ქირურგიული ჩარევა და ენდოვასკულარული.

მაგალითად, მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში, ოპერაცია კეთდება, როცა ანევრიზმა 5სმ მიაღწევს ქალბატონებში, ხოლო მამაკაცებში - 5.5სმ-ს.

ანევრიზმა არ ქრება, მაგრამ შეგიძლიათ მისი ზრდა შეამციროთ. ამისთვის საჭიროა:

• ივარჯიშოთ

• აკონტროლოთ არტერიული წნევა

• არ მოწიოთ (სიგარეტის კვამლი წარმოქმნის ფერმენტებს, რომელიც ქსოვილებს ანადგურებს)