/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

თუ ფეხები გიშუპდებათ

თუ ფეხები გიშუპდებათ
ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:

1. გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);

2. ფლებიტი (ცალი კიდური);

3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

4. თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);

5. ღვიძლის დაავადებები;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენიმე დღეა მარჯვენა ფეხზე შევამჩნიე ბურგივით მაქვს ცოტაზე გაბერილი ერთადგილას მხოლოდ მარჯვწნა ფეხზე ხელს როვადებ ისეთი შეგრძნება მაქვა თითქოს წყალი იყოს ჩამდგარი და რა რის ან საშიშია აანამ ექიმთან მივალ რომ დამაკვალიანოთ ?</p>

6. შიმშილი (მკაცრი დიეტები);

7. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;

ასევე დაგაინტერესებთ
ხალხური რეცეპტები ფეხების შეშუპების სამკურნალოდ

8. ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;

9. პრეპარატები;

10. პერიკარდიტი;

11. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.

შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია გულის უკმარისობა და ფლებიტი

გულის უკმარისობა. მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების ვირუსული და სხვა დაავადებები აზიანებენ გულის კუნთს, რის გამოც იგი ვენებიდან მიწოდებულ სისხლს ფილტვებში სათანადო ინტენსიურობით ვეღარ გადაისვრის. სისხლი ვენებში გუბდება, მისი თხიერი კომპონენტი კი ქსოვილებში იჟონება და ფეხების შეშუპებას იწვევს. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის უკმარისობის დროს ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი.

ფლებიტი. ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებას და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. გულის უკმარისობისგან განსხვავებით, ფლებიტის დროს აღინიშნება ტკივილი და მხოლოდ ცალი კიდურის შეშუპება.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას - საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება. მოგვიანებით შეშუპებას ერთვის კანის პიგმენტაცია და წყლულები. ვარიკოზის დროს შეშუპება ასიმეტრიულია - ჩვეულებრივ, მხოლოდ ცალი კიდურია შეშუპებული.

თირკმლის დაავადებები - ამ დროს მთელი სხეულია შეშუპებული, რასაც შარდთან ერთად ცილა ალბუმინის კარგვა განაპირობებს. ნორმაში ალბუმინი შარდთან ერთად არ გამოიყოფა, თირკმლის დაავადების დროს კი იკარგება და მისი დეფიციტის შესავსებად სისხლიდან ქსოვილებში ზედმეტი სითხე გადადის, რაც მთელი სხეულის შეშუპებას იწვევს.

ღვიძლის დაავადებები. ამ დროს შეშუპება ორი მექანიზმით ვითარდება:

  1. დაზიანებული ღვიძლის კედლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი ოდენობის ალბუმინს და ირთვება თირკმლის დაავადების მსგავსი მექანიზმი;
  2. ქსოვილოვანი დაზიანების გამო ღვიძლი სისხლს ქვედა კიდურებიდან გულისკენ შეუფერხებლად ვეღარ ატარებს და ისიც ქვედა კიდურებში გუბდება.

შიმშილი. ცილების დეფიციტი იწვევს მთელი სხეულის, განსაკუთრებით კი მუცლისა და ქვედა კიდურების შეშუპებას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. შეშუპებას, ისევე როგორც თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ალბუმინის დეფიციტის დაბალანსების მცდელობა იწვევს.

კორონარული შუნტირების შემდგომი შეშუპება. მას ქვედა კიდურებიდან დიდი ზომის ვენის ამოკვეთა იწვევს, მაგრამ რამდენიმე თვეში გაივლის - სხვა ვენები ეგუებიან დანაკარგს და მის ფუნქციებს ინაწილებენ.

პრეპარატები. შეშუპებას იწვევს ტესტოსტერონი, სტეროიდები, ესტროგენები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ჰიპოტონიური საშუალება.

პერიკარდიტი. პერიკარდიუმი გულის პერანგია, იგი გულის შეკუმშვათა პარალელურად იკუმშება და იშლება. მისი დაზიანებისას გულს უძნელდება ნორმალური შეკუმშვა, ამიტომ სისხლი ჯერ კისრის ვენებში, შემდეგ მუცელში, ბოლოს კი ქვედა კიდურებში გუბდება.

ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები. ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.

პრაქტიკული რჩევები

  • ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.
  • თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.
  • ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.
  • თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს.
  • სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები - შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.

კომენტარები (11)
ლაურა შატაკიშვილი
ორივე კიდური მიშუპდება , დოპლერი გავიკეთე და არაფერია, კარდიოგრამა გადავიღე და იქაც არაფერია. 4 თვის წინ გავიკეთე მასაჟები და ნევსები და საკმაო რაოდენობის წამლებიც მივიღე. სწორედ ამ წამლების მერე დამეწყო ქვედა კიდურების შეშუპება. გთხოოვთ მიპასუხოთ რომელ ექიმს მივმართო, გმადლობთ
თარიღი : 03-06-2024
Maka
არანაირი ტკივილი არა მაქვს, კოჭებთან მაქვს შესიება საღამოობით.. დილით ქრება შესიება. ფეხზე დგომა მიწევს სამსაზურში , ხან ჯდომა !
თარიღი : 12-05-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ანგიოლოგია

-მოგესალმებით.მაწუხებს ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დაღლის შეგრძნება.ღამის განმავლობაში გაკვანძები და ჩხვლეტის შეგრძნებები.გავიარე ანგიოლოგის კონსულტაცია,დამისვა ქრონიკული ვენური უკმარისობის, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის დიაგნოზი. დამინიშნა დეტრალექსი და ფოლრექსის გელი. დოპლერზე რიგზეა ყველაფერი,კოაგულოგრამა წესრიგშია.დეტრალექსის მიღების შემდეგ მომეხსნა ჩხვლეტებისა და გაკვანძვის შეგრძნებები,მაგრამ ღამის განმავლობაში ტერფებიდან დაწყებული,მთლიანი ფეხები მტკივა. დილით,ფეხებში ისეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნებით ვიღვიძებ, თითქოს მთელი ღამე დავრბოდი.შესიება არ მქონია არასოდეს. კიდევ რა კვლევა შეიძლება ჩავიტარო და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნება? მადლობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თუ ფეხები გიშუპდებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები