ანგიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ანგიოლოგია

ქრონიკული ვენური უკმარისობა არის სინდრომი, რომელიც ქვედა კიდურების ვენური სისტემის სხვადასხვა დაავადებას სდევს თან. ეს სინდრომი ფართოდ არის გავრცელებული და მოზრდილი მოსახლეობის 15%-ს აღენიშნება. ვენური დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი დიდხანს დგომაა. გარდა ამისა, დაავადების ალბათობას ზრდის ჭარბი წონა, მდედრობითი სქესი. უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და მშობიარობის, არცთუ იშვიათად - ჰორმონული პრეპარატების, მათ შორის - კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) მიღების გამო.
როგორც ცნობილია, მამაკაცი ქალის გაცნობისას პირველ რიგში ფეხებს აქცევს ყურადღებას. როგორია ფეხის ოპტიმალური სიგრძე? ნორმალურ სიგრძედ მიიჩნევა სიმაღლის ნახევარს მიმატებული 3-8 სმ. სიმაღლის ნახევარზე ნაკლები სიგრძის ფეხები მოკლეა, სიმაღლის ნახევარს პლუს 9 სმ-ზე მეტი - გრძელი. ფსიქოლოგების აზრით, გრძელფეხება ქალები რომანტიკულნი, ზედმეტად მგრძნობიარენი და მეოცნებენი არიან, მოკლეფეხება ქალები კი მიწაზე მყარად დგანან, იოლად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, არიან პრინციპულები. ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მთავარი ფეხის სიგრძე კი არა, პროპორციები და ფორმაა.
ვარ 65 წლის ქალი. ათ წელზე მეტია, ვმკურნალობ ვენებს. გთხოვთ, დაბეჭდოთ ჟურნალში, რატომ არის ღრმა ვენების თრომბოზი უფრო საშიში, თუ იკურნება საერთოდ, და კიდევ - რა განსხვავებაა თრომბოზსა და თრომბოფლებიტს შორის, რომელი უფრო საშიშია? თრომბოზი, საზოგადოდ, სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის პროცესია. ამ პათოლოგიური პროცესის შედეგად შესაძლოა სისხლძარღვის სანათური ნაწილობრივ შევიწროვდეს ან სრულიად დაიხშოს. თრომბების წარმოქმნას ხელს უწყობს სისხლის ნაკადის შენელება, სისხლძარღვის შიგნითა გარსის - ენდოთელიუმის დაზიანება და სისხლის თვისებების შეცვლა. ღრმა ვენების თრომბოზი - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ღრმა ვენებში თრომბები ყალიბდება.
ცნობილია, რომ ვარიკოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა. თუ თქვენი ოჯახის წევრებს შორის ვენების ვარიკოზული გაგანიერება ჩვეული მოვლენაა, დიდი შანსი გაქვთ, თქვენც ექიმის - ფლებოლოგის ან სისხლძარღვთა ქირურგის - პაციენტი გახდეთ. არსებობს ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის მრავალი მეთოდი, რომელთა შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  ანგიოკარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრი მერაბ მამაცაშვილი:
ჩვენმა პაციენტებმა, სამწუხაროდ, კარგად იციან, რაოდენ დიდ დისკომფორტს ქმნის ქვედა კიდურების სისხლძარღვთა დაავადებები. ზაფხულის დადგომასთან ერთად ამ დაავადებებზე განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, რადგან უკვე ყველასთვის აშკარაა, რომ კიდური არცთუ ისე მიმზიდველად  გამოიყურება. ამას ემატება შეშუპება, რომელიც სიცხეში კიდევ უფრო შემაწუხებელი ხდება. რა იწვევს ვენების გაგანიერებას, რატომ შუპდება ზაფხულში კიდურები? ამ და სხვა კითხვებით ამჯერად ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ბატონ ზაზა ლაზარაშვილს მივმართეთ.
ნაჩვენებია მე-7 გვერ 9 - დან
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად