რინიტის განვითარების მიზეზები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

რინიტის განვითარების მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

რინიტის განვითარების მიზეზები და მკურნალობის საშუალებები
რინიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა. მისი განვითარების მიზეზებზე, მკურნალობისა და
დიაგნოსტიკის მეთოდებზე გვესაუბრება "ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის" ექიმი მაია მაისაშვილი.

– ქალბატონო მაია, რამ შეიძლება განავითაროს რინიტი?

– რინიტის განვითარების ძირითად ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ გაციება, რაც ორგანიზმის დაცვითი მექანიზმების დარღვევას და ცხვირის, პირის ღრუსა და ცხვირხახაში პირობით პათოგენური მიკროფლორის გააქტიურებას განაპირობებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ქრონიკული და მწვავე დაავადებების განვითარებით გამოწვეული ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება.

რინიტი შეიძლება იყოს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პირველი ნიშანი, ასევე ალერგიული რეაქციების დასაწყისიც.

– რა სახის
შეიძლება იყოს რინიტი?

– ალერგიული;

  • ინფექციური;
  • არაალერგიული, არაინფექციური რინიტი.

გამოყოფენ სეზონურ და მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიულ რინიტსაც.

ინფექციური რინიტი მოსახლეობის ნახევარს შეიძლება აღენიშნოს. ბავშვებთან, განსაკუთრებით – მცირეწლოვნებთან, ის გაცილებით ხშირია.

ამას გარდა, გამოყოფენ მწვავე ტრავმულ რინიტს, რომელიც განპირობებულია ცხვირის ღრუს ლორწოვანის ტრავმით (უცხო სხეული, მოწვა,
ქირურგიული ჩარევა, გარემო ფაქტორები – მტვერი, კვამლი, ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვა).

– როგორ შეიძლება გამოვლინდეს რინიტი?

– რინიტის კლასიკური ნიშანია ცხვირის გაჭედილობა, ცემინება. რინიტი იწყება სწრაფად, მდგომარეობის ზოგადი გაუარესებით, იზრდება სხეულის ტემპერატურა, ვლინდება თავის ტკივილი, უარესდება ცხვირით სუნთქვა, ქვეითდება ყნოსვა, რაც განპირობებულია ყნოსვის მიდამოს ანთებითი პროცესით. შემდეგ აღინიშნება გამონადენი. დამახასიათებელია ცრემლენა ცხვირის ღრუს ლორწოვანი გა­რსის მგრძნობიარე რეფლექსოგენური ზონების გაღიზიანების გამო, ცემინება.

ცხვირის ღრუს ლორ­წოვანი გარსის შეშუპება არღვევს ცხვირის დანამატი წიაღებისა და შუა ყურის დრენაჟს, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის პირობით პათოგენური ფლორის გააქტიურებისთვის. ეს კი ხელსაყრელი გარემოა ბაქტერიული გართულებების განვითარებისთვის. მოგვიანებით ცხვირის ღრუდან გამონადენის ხასიათი იცვლება, ის ხდება ბლანტი, მოყვითალო და მომწვანო ელფერის, რაც ჩირქის არსებობითაა განპირობებული.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანის მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება: მცირდება თავის ტკივილი, გამონადენის რაოდენობა, უსიამოვნო შეგრძნება ცხვირში (ცემინება, ცრემლდენა), უმჯობესდება ცხვირით სუნთქვა.

– რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რინიტი?

– მწვავე რინიტი გრძელდება დაახლოებით 8-14 დღე.

– თქვენ უკვე აღნიშნეთ რინიტის სახეები. რა თავისებურებებით ხასიათდება სხვადასხვა სახის რინიტი?

– ჩვილების რინიტი გარკვეული თავისებურებით ხასიათდება. ის ჩვეულებრივ მიმდინარეობს როგორც რინოფარინგიტი, ანთებითი პროცესი ზოგჯერ ვრცელდება ცხვირ-ხახაზე, შუა ყურზე, ტრაქეაზე, ხახაზე, ბრონქებზე, ფილტვებზე. ბავშვს ერღვევა წოვის აქტი, რაც სხეულის მასის დაკარგვას, ძილის დარღვევას, მომატებულ აღგზნებას იწვევს. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მწვავე რინიტი დღენაკლულ, დასუსტებულ ბავშვებთან.

ქრონიკული კატარული რინიტის ძირითადი ჩივილია სუნთქვის გაძნელება ხან ერთ, ხან მეორე ნესტოში. ექსუდატის ამა თუ იმ ელემენტის შემცველობის მიხედვით ცხვირიდან გამონადენი შეიძლება იყოს: სეროზული, ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი.

ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტი გამოირჩევა ხანგრძლივი მიმდინარეობით. ცხვირის გაჭედილობა უფრო მუდმივია, ვიდრე კატარული ფორმის რინიტისა და არ ექვემდებარება სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების ჩაწვეთებას. ცხვირით სუნთქვის გძნელების გარდა, ადამიანს აწუხებს თავის ტკივილი, ცუდი ძილი.

ქრონიკული ატროფიული რინიტისას ადამიანი უჩივის ცხვირის სიმშრალეს, ქერქების წარმოქმნას, ზეწოლის შეგრძნებასა და თავის ტკივილს. ცხვირიდან გამონადენი სქელია, მოყვითალო-მომწვანო ფერის.

ვაზომოტორული რინიტი განპირობებულია ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებით (ალერგიული ფორმა) ან ნეიროვეგეტატიური მოშლილობით (ნეიროვეგეტატიური ფორმა). ამ ორ ფორმას დაავადების მსგავსი გამოვლინება გააჩნია: ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, ჭარბი თხევადი გამონადენი.

ალერგიული რინიტის მუდმივი ნიშანია – ცემინება, რომელსაც თან ახლავს ჭარბი გამჭვირვალე წყლიანი გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და ცხვირის არეში ქავილი.

– რატომ არის რინიტი საკმაოდ გავრცელებული ორსულებთან და როგორია მისი სიმპტომები?

– ორსულობისას იმუნიტეტი და ჰორმონული ფონი ძლიერ იცვლება, რაც სისხლძარღვების განვლადობაზეც მოქმედებს და ვითარდება ლორწოვანის შეშუპება. სიმპტომებიდან საყურადღებოა ის, რომ ზოგადი ნორმალური მდგომარეობის ფონზე ვითარდება ცხვირის მკვეთრი გაჭედილობა, ცხვირიდან თხევადი, გამჭვირვალე გამონადენი, ქავილი, ცემინება და თვალებიდან ცრემლდენა. რინიტი თავისთავად გაივლის მშობიარობიდან 7-10 დღეში.

– რამდენად საშიშია ეს მდგომარება?

– ორსულების რინიტი სერიოზულად არ მოქმედებს მომავალი დედის ჯანმრთელობაზე, ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის მდგომარეობაზე.

ზოგჯერ გახანგრძლივებული სურდოსა და ძლიერი შეშუპების გამო ვითარდება ჰაიმორის ღრუს ანთება, რადგან ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი ინფექციებისთვის უფრო ადვილად შესაღწევი ხდება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ-ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია.

– როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

– მნიშვნელოვანია, რომ ორსულს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. საჭიროა მაღალ სასთუმალზე დაძინება, ცხვირის გამორეცხვა ზღვის წყალზე დამზადებული მარილიანი ხსნარით, რაც შეამცირებს შეშუპებას და გააუმჯობესებს სუნთქვას.

– როგორ ისმება დიაგნოზი?

– მწვავე რინიტის დიაგნოზი დგინდება ადამიანის ჩივილებით, სუბიექტური და ობიექტური ნიშნებით, წინა რინოსკოპიით. ლაბორატორიული კვლევებიდან საინტერესოა სისხლის საერთო ანალიზი, ციტოლოგიური სურათი და ვირუსოლოგიური ტესტები.

– როგორია მკურნალობა?

– როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რინიტის ნიშნებისას რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, თბილი პროცედურები (ფეხებზე ცხელი აბაზანა). მაღალი ტემპერატურის დროს კი საჭიროა სიცხის დამწევი საშუალების მიღება.

ქრონიკული რინიტის გამწვავებისას გამოიყენება იგივე მედიკამენტები, რაც მწვავე რინიტის დროს (სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედების წვეთები და მალამოები).

ქრონიკული სუბატროფიული და ატროფიული რინიტების მკურნალობა მოიცავს გარკვეულ პროგრამას: ადგილობრივად ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ეხმარება ცხვირის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გაუმჯობესებას და ლორწოვანი ჯირკვლების ფუნქციის სტიმულაციას.

ალერგიული რინიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდი ადამიანის ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაა. სამკუნალო თერაპია გულისხმობს სპეციფიკურ იმუნოთერაპიას და ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპისგან წელიწადში 650 000-მდე ადამიანი იღუპება.
27-02-2019
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
20-02-2019
გრიპი მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება სასუნთქი გზების ანთებით.
11-01-2019
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ზამთრის მოახლოება და ყელის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
ზოგადად ადამიანს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერის აღქმა შეუძლია, თუმცა სმენის უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით ქვეითდება.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
მწეველებს რომ სმენის პრობლემები აწუხებთ, დიდი ხანია დადგენილია, თუმცა, ამჯერად სპეციალისტებს
საულიუს ვაიტკუსი "ლიტვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის" (Lithuanian University of Health Sciences) პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტის სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელია. პროფესიული გამოცდილება გერმანიაში, აშშ-სა და ლიტვაში აქვს მიღებული. 22 წლის წინ, ლიტვაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ენდონაზალური ქირურგია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის შედეგები.

პროფესორი ვაიტკუსი თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით (ლაზერით, შეივერით) მუშაობს. ქირურგიულ ჩარევებს ყველაზე ნაკლებინვაზიური მეთოდებით - ენდონაზალური და ენდოსკოპიური მიდგომით ახორციელებს, რაც გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე. ენდონაზალური მიდგომის დროს ხდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით კონკრეტული უბნის ვიზუალიზაცია, რაც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ეფექტური და ნაკლებტრავმულია. შედეგად, პაციენტისთვის რეაბილიტაციის პერიოდი საგრძნობლად მარტივდება.

საულიუს ვაიტკუსი უკვე რამდენიმე თვეა "ნიუ ჰოსპიტალსში" უწევს პაციენტებს კონსულტაციას და ატარებს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიულ ოპერაციებს ბავშვებსა და მოზრდილებში. "ნიუ ჰოსპიტალსში" არსებული ულტრათანამედროვე აპარატურის დახმარებით, საულიუს ვაიტკუსი მკურნალობს ყელ-ყურ-ცხვირის სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს და მუშაობს ნებისმიერი სირთულის პაციენტთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან.

დაუსვი კითხვა პროფესორ საულიუს ვაიტკუსს



კითხვები, რომლებსაც საულიუს ვიატკუსმა უკვე უპასუხა:


- გამარჯობათ. ვარ 30 წლის. ტონზილეტქომიიდან 3თვეში, დამეწყო პერიოდულად ყურების დაგუბება და შუილი ყურებში, შეიძლება დილით დამიგუბდეს და მერე თავისით მეხსნება (წნევა ნორმაში მაქვს). რას მირჩევთ? (მაქვს ავტოიმუნური თირეოდიტი კვანძოვანი ჩანართით) მადლობთ.

ჩემი 4 წლის ბავშვი ხშირად იტკიებს ყურს. ექიმთან მყავდა და გასინჯვით არაფერი აქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გამოკვლევა უნდა ჩავუტარო?

წლების მანძილზე სხვადასხვა ცხვირის წვეთებს ვიყენებ ძილის წინ რადგან დაწოლის დროს მეფარება ნესტო და მგონია დავიგუდები, არადა ყველა მეუბნება რომ საკმარისი ჰაერი შედის, ამის გამო სიმშრალე მაქვს ცხვირის, პოლიპები ყველანაირი ამოჭრილი მაქვს. გთხოვთ მომცეთ რეკომენდაცია პრობლემის მოგვარების.მადლობა


გამარჯობა, ვარ ალერგიული სეზონურად, ძირითადად გაზაფხულში:აპრილი-მაისი, თუმცა მთელი წლის განმავლობაში მაწუხებს გაჭედილობა ცხვირში, მეგონა რომ ძგიდე მქონდა გაღუნული ან საოპერაციო , თუმცა ექიმებმა ეგ პრობლემები გამორიცხეს... რაიმე ცხვირის წამალს(წვეთებს, სპრეის) ხომ ვერ მეტყოდით ან ზღვის წყლით წვეთებს, რომელიც ჰორმონალური არაა, დამოკიდებულებას არ იწვევს და მიშველის ამ პრობლემაზე?

გამარჯობა. 29 წლის ვარ და გლანდები მაქვს საოპერაციო. ამ ასაკში რამე გართულებებთან ხომ არ არის ოპერაცია დაკავშირებული და რა პერიოდში ჯობია ოპერაციის გაკეთება?









 



1
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება