ვისუნთქოთ ცხვირით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვისუნთქოთ ცხვირით

თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ ცუდად მოქმედებს ორგანოთა ნორმალურ მუშაობაზე ცხვირით სუნთქვის სულ მცირე შესუსტებაც კი. ზედა სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადება, რომელთა დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობაც ვერ ხერხდება, არღვევს ცხვირის ამომფელორწოვანი გარსის ფენას და სხვადასხვა სერიოზული დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას ადამიანი გადადის პირით სუნთქვაზე, ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივ სძინავთ ღია პირით, მათ მშფოთვარე, ხვრინვით მიმდინარე ძილი აქვთ. რამდენი საათიც უნდა ეძინოთ, გაღვიძებისას მაინც უჩივიაგამოუძინებლობას, არიააპათიურები და მოშვებულები. მოსწავლეებსა და სტუდენტებს ამ მიზეზით ხშირად აღენიშნებათ აკადემიური უნარების დაქვეითება, მეხსიერების შესუსტება და ყურადღების დეფიციტი, მოზრდილ ადამიანებთახშირად თავს იჩენს შრომის უნარის დაქვეითება და უმიზეზო გაღიზიანების სამიზნეებიც ხდებიან.

რატომ ცხვირით?

ჰაერის ნაკადი ცხვირის ღრუში გასვლისას იწმინდება, ტენიანდება, თბება. სუნთქვისას ფილტვებიდაეკოლოგიური ვითარების გამო გაუწმენდავი, მშრალი და ცივი ჰაერი შეისუნთქება, რაც ფილტვებისა და ბრონქების დაავადებებს იწვევს.

ასეთი პაციენტების ნაწილი უჩივის თავის ტკივილს, რაც ცხვირის ღრუში სისხლისა და ლიმფის ნაკადის გართულებული გადინების შედეგია.

მოზრდილების ცხვირით სუნთქვა აუცილებელია!

განსაკუთრებით საშიშია არასწორი სუნთქვა მოზარდი ორგანიზმისთვის, პირით მუდმივი სუნთქვა იწვევს მოზარდის სახის ჩონჩხის დეფორმაციას, ასეთ ბავშვებს ხშირად უვითარდებათ არასწორი თანკბილვა, ერღვევათ ბგერათა წარმოთქმის პროცესი, მეტყველება ხდება წალესილი და დუდუნა, მოსასმენად ნაკლებსასიამოვნო.

დიდი ხნით არასწორი სუნთქვისას დეფორმირდება გულმკერდის ღრუც. ირღვევა ფილტვების ვენტილაცია, ქვეითდება სისხლის ჟანგბადით მომარაგება, მცირდება სისხლში ერითროციტების რაოდენობა და ჰემოგლობინის დონე.

ცხვირით გაძნელებულმა სუნთქვამ მოზარდებთაშესაძლოა გამოიწვიოს წვრილი და მაღალი დგომის სასა, არასწორად ამოიჭრას კბილები და მოახდინოს ცხვირის ძგიდის გამრუდების პროვოცირება.

პირით სუნთქვისას იქმნება შესუნთქული ჰაერის ნაკადისთვის ნაკლები წინააღმდეგობა, შედეგად ირღვევა გულმკერდის ღრუში დადებით და უარყოფით წნევათა შორის სხვაობა, რაც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის.

ასე რომ, ცხვირით სუნთქვა აისახება არა მხოლოდ უშუალოდ სასუნთქ ორგანოებსა და სუნთქვით პროცესზე, არამედ გარკვეულ ნეგატიურ გავლენას ახდენს სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა მიერ განხორციელებულ ფუნქციებზეც.

ამის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ პირით სუნთქვისას ირღვევა:

  • სხვადასხვა ორგანოთა სისტემების ფუნქციური მექანიზმი;
  • იცვლება სუნთქვის რიტმი;
  • უარესდება სისხლის შემადგენლობა, სისხლის მიმოქცევა, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციები;
  • იკლებს თავის ტვინის ჟანგბადოვანი კვება;
  • ქვეითდება მეხსიერება, აზროვნებითი და შემოქმედებითი პროცესები.

ცხვირის აეროდინამიკური ფუნქცია

ცხვირის აეროდინამიკური ფუნქცია ითვალისწინებს გარემოში არსებული ჰაერის შესუნთქვას, გატარებას სასუნთქ გზებში და გარკვეული კონდიცირების მქონე ჰაერის ფილტვებში გადაშვებას.

ნორმალური სუნთქვისთვის აუცილებელია, რომ აეროდინამიკური ფუნქცია საჭირო სიჩქარით განხორციელდეს, ფილტვებში ჰაერი დაშვებულზე არც მეტი და არც ნაკლები სისწრაფით არ უნდა მოხვდეს.

შესუნთქული ჰაერი ვიდრე ფილტვებამდე ჩააღწევს, გადის მთელ რიგ წინააღმდეგობას, თბება, ტენიანდება, იწმინდება და ამ წინააღმდეგობის 50% სწორედ ცხვირის ღრუსა და მის დანამატ ღრუებში ხორციელდება. სწორედ ეს წინააღმდეგობა განსაზღვრავს სასუნთქი გზების თავდაცვით რეფლექსებს, რომლის საშუალებითაც ადამიანს ცემინება და ხველა შეუძლია, რომელთა საშუალებითაც იგი თავს იცავს ცხვირ-ხახასა და ბრონქებში მოხვედრილი უცხო ნაწილაკებისაგან, დაავადებების გამომწვევ მიკრობებს კი ორგანიზმიდაგამოდევნის.

თუ ადამიანი პირით სუნთქავს, მისი ჩასუნთქვა ნაკლებად ღრმაა, ამიტომ ორგანიზმში ხვდება საჭირო ჟანგბადის მხოლოდ 78%.

ცხვირით სუნთქვის მყარმა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული სისტემის მთელი რიგი დაავადებები, ბრონქული ასთმა, ეპილეფსიური შეტევები ბავშვებთან, ენურეზი – ღამით შარდის შეუკავებლობა.

ცხვირით სუნთქვის გაძნელების მთავარ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები;
  • მედიკამენტური, ალერგიული, ჰიპერტრიფიული, ვაზომოტორული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება);
  • ცხვირის დანამატი ღრუებისა და სინუსების ანთება: სინუსიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სფენოიდიტი;
  • გრანულომატოზური დაავადებები;
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირშიდა სტრუქტურების დეფორმაცია;
  • ცხვირის ტრავმები;
  • უცხო სხეულები;
  • ცხვირისა და ცხვირ-ხახის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები.
  • ცხვირის ქოანების ატრეზია – განუვითარებლობა;
  • ცხვირ-ხახის ობსტრუქცია – დახშობა;
  • ადენოიდური ჰიპერტროფია, ადენოიდიტი;
  • ინფექციური დაავადებები: ტუბერკულოზი, ინფექციური მონონუკლეოზი, სიფილისი;
  • კისტები – ენცეფალოცელე, ტორნვალდტის კისტა.