ცხვირის წვეთები და მათი გამოყენების წესები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხვირის წვეთები და მათი გამოყენების წესები

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ფარმაცევტიკაში არსებული სხვადასხვაგვარი სპრეები თუ წვეთები დიდწილად ამსუბუქებესურდოთი გამოწვეულ უსიამოვნებებს. ამ თემაზე გვესაუბრება "ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის" ექიმი, მედიცინის დოქტორი მარინა ცაბაძე.

– ქალბატონო მარინა, როგორია ამ პრეპარატების მოქმედების პრინციპი?

– უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად სურდო, რინორეა – ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა ვირუსული აბაქტერიული ინფექციის მიმართ. ცხვირის ღრუში გამოყოფილი ლორწო იცავს სასუნთქ გზებს მიკრობებისა და ვირუსების ზემოქმედებისაგან.

მოქმედების მიხედვით სურდოსა და ცხვირის გაჭედილობის სამკურნალო საშუალებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

  • სისხლძარღვების შემავიწროებელი;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელი;
  • ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური;
  • ანტიბაქტერიული;
  • ვირუსის საწინააღმდეგო;
  • ლორწოს გამათხელებელი;
  • ჰორმონული;
  • მცენარეული.

ისინი ძირითადად სპრეისა და წვეთების სახითაა წარმოდგენილი.

– რომელი ფორმა უფრო მოსახერხებელია?

– ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე არ არსებობს. ეს დამოკიდებულია პაციენტსა და მის დაავადებაზე. რიგი პარამეტრებით, სპრეი უფრო ეფექტიანია, რადგაპრეპარატი თანაბრად ნაწილდება ლორწოვანი გარსის მთელ ზედაპირზე. მეორე მხრივ, ის უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

– რატომ?

– ცხვირში სპრეის შესხურებისას შეიძლება ის არა მარტო ბავშვის ცხვირის ღრუში მოხვდეს, არამედ, მაგალითად, ევსტაქის მილში, რომელიც ბავშვებს მოზრდილებისაზე უფრო მოკლე აქვთ. სპრეისთაერთად შეიძლება იქ ბაქტერიებიც შევიდეს, რამაც ოტიტი აევსტაქიიტი გამოიწვიოს. სპრეი შეიძლება მოხვდეს ბრონქებშიც და ასფიქსია ასხვა მძიმე შედეგები განვითარდეს.

– როგორ მოვიხმაროთ პრეპარატები?

– წვეთისა და სპრეის ეფექტიანობა დამოკიდებულია მათ სწორ მოხმარებაზე. ცხვირში მწოლიარემ უნდა ჩაიწვეთოთ, სპრეის შესხურება კი ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას სჯობს.

– როგორ მოქმედებს სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები?

– სურდოს ერთ-ერთი თვისება ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვნი გარსის სისხლძარღვების გაფართოებაა. ეს იწვევს შეშუპებასა და ცხვირის გაჭედილობას. სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების ადრენალინის რეცეპტორებზე, ავიწროებს მათ, ამის გამო შეშუპება მცირდება და ცხვირიც სუფთავდება.

როგორც წესი, მათში მოქმედი ნივთიერებაა: ქსილომეტაზოლინი, ოქსიმეტაზოლინი, ნაფაზოლინი, ტეტრაზოლინი, ტრამაზოლინი, ფენილეფრინი.

ნაფაზოლინის წვეთებს ხანმოკლე მოქმედება აქვს, დაახლოებით 4 საათი. ქსილომეტაზოლინის, ოქსიმეტაზოლინის, ტეტრამეტაზოლინის წვეთებს – უფრო ხანგრძლივი, 8-12-საათიანი, ამიტომ უმჯობესია მათი ღამით ჩაწვეთება.

აღნიშნული კლასის პრეპარატები ძალიაეფექტიანია და სწრაფი მოქმედება აქვს, თუმცა გვერდითი ეფექტებიც აღენიშნება. არ შეიძლება მათი მუდმივი ხმარება – მაქსიმალური ვადა ერთი კვირაა, უმეტეს შემთხვევაში სამი დღე.

სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ეჩვევა‑ ამ საშუალებებს და აღარ რეაგირებს მათზე. სისხლძარღვების განლეული კედლები ადვილად ტრავმატული და სისხლმდენი ხდება. პრეპარატის მოქმედების გარეშე სისხლძარღვები კარგავეშევიწროების უნარს, ლორწოვანი შრება და სურდო გადადის ძნელად განსაკურნებელ ქრონიკულ ფორმაში.

ამდენად, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები სიფრთხილით მხოლოდ აუცილებლობის დროს უნდა გამოვიყენოთ, მაშინ, როდესაც სურდო არ გვაძლევს ძილისა და ლაპარაკის საშუალებას.

ეს პრეპარატები უკუნაჩვენებია ორსულობისას, რადგაშეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე. სიფრთხილით ინიშნება ბავშვთა ასაკშიც, უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემით, ჰიპერტონიით დაავადებულთათვის.

– დამატენიანებელ საშუალებებზე რას გვეტყოდით?

– სურდოს დროს ლორწოვანი გარსი მნიშვნელოვნად შრება, რომლის შემსუბუქებაში გვეხმარება დამატენიანებელი საშუალებები. ჩვეულებრივ, მათ მარილების საფუძველზე ამზადებენ. გარდა დატენიანებისა, მარილიანი ხსნარები იწოვეშეშუპებულ ქსოვილებში არსებულ ბაქტერიებსა და სითხეს. მარილიანი ხსნარები უსაფრთხოა და შეიძლება როგორც ორსულებისთვის, ისე ახალშობილებისთვის.

– ალერგიული რინიტის სამკურნალო წვეთებზე რას იტყოდით?

– ამ პრეპარატებს მხოლოდ ალერგიული, არაინფექციური სურდოს დროს ნიშნავენ.

– როდის და რა ინტენსივობით გამოიყენება ანტიბაქტერიული საშუალებები?

– სურდოს ხშირად სხვადასხვა ბაქტერია იწვევს. თუ სხვა საშუალებები მხოლოდ დაავადების სიმპტომებს ხსნის, ანტიბაქტერიული წვეთები და სპრეი დაავადების მიზეზებზე ზემოქმედებს. ანტიბაქტერიული საშუალებების კომპონენტები შეიძლება იყოს ანტისეპტიკები აანტიბიოტიკები. ანტისეპტიკების გამოყენებისას მნიშვნელოვანია, არ გაღიზიანდეს ცხვირის გასავალის ლორწოვანი გარსი.

ანტიბიოტიკები უნდა შეირჩეს ბაქტერიების გარკვეულ ტიპზე მოქმედი აუნივერსალური და არ უნდა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები.

ცხვირის ანტივირუსული წვეთები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ანთება ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული. როგორც წესი, ისინი შეიცავს ინტერფერონს.

ლორწოს გამათხელებელი პრეპარატები იხმარება ცხვირის გასავალში დიდი რაოდენობით სქელი ლორწოს დროს. ამ ტიპის პრეპარატებში გამოიყენება მუკოლიზური ნივთიერებები.

– ჰორმონული პრეპარატები ახსენეთ, როდის გამოიყენება ისინი?

– ეს საშუალებები შეიცავს ძლიერმოქმედ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს და უმთავრესად ალერგიული მიზეზებით გამოწვეული სურდოსა და სხვა წამლების უეფექტობის დროს იხმარება. მათი მოქმედება 3-4 საათში იწყება და გრძელდება ხანგრძლივად. თუმცა აქვს გვერდითი ეფექტებიც – ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება და თვალშიდა წნევის მომატება.

– ამ მრავალფეროვანი პრეპარატებიდარომელი ავირჩიოთ?

– სურდო სერიოზული მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები – ოტიტი ასინუსიტი. ამიტომ სურდოს მკურნალობას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. პრეპარატი უნდა შეირჩეს დაავადების გამომწვევის მიხედვით. ბევრი ადამიანი ძვირად ღირებული საშუალებების რეკლამით ხელმძღვანელობს, ამის გამო დაავადების მკურნალობა ჭიანურდება და ვითარდება გართულებები. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ნიუანსის გათვალისწინება და დაუშვებელია თვითმკურნალობა.

– ბავშვებისთვის როგორ შევარჩიოთ ცხვირის წვეთები?

– უმთავრესია, რომ დამატენიანებელი წვეთები ზღვის მარილებს შეიცავდეს. არსებობს ასევე ბავშვებისთვის დასაშვები სისხლძარღვების შემავიწროებელი, სურდოს სამკურნალო საშუალებები, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს პაციენტს.