ადენოიდები და მათთან დაკავშირებული პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ადენოიდები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

ადენოიდები და მათთან დაკავშირებული პრობლემები
ადენოიდები ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილია, რომელიც ასაკთაერთად მოცულობით მცირდება და თანდათანობით შემაერთებელი ქსოვილით ნაცვლდება.

ადენოიდები უხშირესად 3-7 წლის ასაკის ბავშვებთაგვხვდება, ჩვეულებრივ, სქესობრივი მომწიფების პერიოდისათვის (14-15 წლის ასაკისთვის) კი ცხვირ-ხახაში ლიმფოიდური ქსოვილის უმნიშვნელო ნაწილიღა რჩება. თუმცა არის შემთხვევები, როცა ლიმფოიდური ქსოვილი არ მცირდება და სრული სახით ნარჩუნდება ზრდასრულ ასაკშიც, შესაბამისად, ზოგი სპეციალისტის შეფასებით, ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ადენოიდები შესაძლოა დიაგნოსტირდეს არა მხოლოდ ბავშვებთან, 25-30 წლის პირებთადა ასაკოვნებთანაც.

ადენოიდების ჰიპერტროფიის (გადიდების) ყველაზე ხშირი სიმპტომია ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ლორწოს ჩადინება ხახის უკანა
კედელზე და დამატებით ისეთი სიმპტომების არსებობა, როგორებიცაა:

  • სმენის დაქვეითება;
  • ხშირი ოტიტები და გაციება;
  • ხმის შეცვლა (დუდუნით საუბარი);
  • ხვრინვა;
  • აპნოე (ძილში სუნთქვის შეჩერება);
  • თავის ტკივილი;
  • ჰაიმორიტი, რინიტი და სინუსიტი.
  • მოზრდილებთაადენოიდების განვითარების რისკს ქმნის ანთებითი და ალერგიული პროცესები – ალერგიული რინიტის, სინუსიტის, ჰაიმორიტის გადატანა. ამ დაავადებების დროს იმუნური სისტემა ხშირად ადენოიდური (ლიმფოიდური) ქსოვილის
    ჰიპერპლაზიით (მოცულობის მატებით) მობილიზდება, ზემო სასუნთქი გზების ინფექციურ და ვირუსულ პათოლოგიებს ადენოიდების გადიდებით პასუხობს.
  • ადენოიდების ჰიპერტროფიის გამომწვევ მიზეზებს შორის სპეციალისტები მემკვიდრულ წინასწარგანწყობასა და ჰორმონულ ძვრებსაც ასახელებენ. ადენოიდები ხშირად აღენიშნებათ მსუქან, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციისა და სხვადასხვა ენდოკრინული დაავადების მქონე პირებს.


ადენოიდების დიაგნოსტიკა


ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში ენდოსკოპიური ტექნოლოგიების დანერგვამ განსაკუთრებულად გააადვილა ადენოიდების დიაგნოსტიკა. თუმცა პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა, ჩვეულებრივ, რუტინული კვლევებითაც კი შეიძლება, მაგალითად:

  • ფარინგოსკოპიით (ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად პირის ღრუსა და პირ-ხახის დათვალიერებით);
  • წინა რინოსკოპიით, რომელიც მოიცავს ცხვირის სავალების დათვალიერებას;
  • უკანა რინოსკოპიით, რომელიც ლარინგოლოგის მიერ ცხვირის სავალების დასათვალიერებლად პირ-ხახიდასარკეების გამოყენებით ტარდება;
  • ცხვირხახის რენტგენოლოგიური კვლევით (ცხვირ-ხახის გვერდითი რენტგენოგრამა), რომელიც ადენოიდების დიაგნოსტიკისა და ადენოიდური ვეგეტაციის ხარისხის შედარებით ზუსტი განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

დიაგნოზის საბოლოოდ დაზუსტება შესაძლებელია ცხვირ-ხახის ენდოსკოპიური დათვალიერებითა და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევით.


რა გართულებებია მოსალოდნელი, თუკი ადამიანი ადენოიდებს არ უმკურნალებს

ეს პრობლემებია:

  • პირით სუნთქვა – რაც სასუნთქი გზების ხშირი დაავადების მიზეზი ხდება (ტონზილიტი, ფარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი და სხვა), იწვევს ცხვირ-ხახისა (ქრონიკული რინიტი) და ყურის პათოლოგიებს (ოტიტი).
  • ჟანგბადით მომარაგების დარღვევა – თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსია გონებრივი აქტივობის დაქვეითებას განაპირობებს. ჟანგბადის დეფიციტი იწვევს არტერიული წნევის მომატებას, დაღლილობას, ზოგად სისუსტეს, ყურადღებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
  • ადენოიდებით სასმენი მილების შესართავის გადაკეტვა (დახშობა) ხელს უწყობს შუა ყურის ქრონიკული დაავადებების განვითარებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ზამთრის მოახლოება და ყელის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
ზოგადად ადამიანს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერის აღქმა შეუძლია, თუმცა სმენის უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით ქვეითდება.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
მწეველებს რომ სმენის პრობლემები აწუხებთ, დიდი ხანია დადგენილია, თუმცა, ამჯერად სპეციალისტებს
საულიუს ვაიტკუსი "ლიტვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის" (Lithuanian University of Health Sciences) პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტის სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელია. პროფესიული გამოცდილება გერმანიაში, აშშ-სა და ლიტვაში აქვს მიღებული. 22 წლის წინ, ლიტვაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ენდონაზალური ქირურგია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის შედეგები.

პროფესორი ვაიტკუსი თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით (ლაზერით, შეივერით) მუშაობს. ქირურგიულ ჩარევებს ყველაზე ნაკლებინვაზიური მეთოდებით - ენდონაზალური და ენდოსკოპიური მიდგომით ახორციელებს, რაც გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე. ენდონაზალური მიდგომის დროს ხდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით კონკრეტული უბნის ვიზუალიზაცია, რაც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ეფექტური და ნაკლებტრავმულია. შედეგად, პაციენტისთვის რეაბილიტაციის პერიოდი საგრძნობლად მარტივდება.

საულიუს ვაიტკუსი უკვე რამდენიმე თვეა "ნიუ ჰოსპიტალსში" უწევს პაციენტებს კონსულტაციას და ატარებს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიულ ოპერაციებს ბავშვებსა და მოზრდილებში. "ნიუ ჰოსპიტალსში" არსებული ულტრათანამედროვე აპარატურის დახმარებით, საულიუს ვაიტკუსი მკურნალობს ყელ-ყურ-ცხვირის სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს და მუშაობს ნებისმიერი სირთულის პაციენტთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან.

დაუსვი კითხვა პროფესორ საულიუს ვაიტკუსს



კითხვები, რომლებსაც საულიუს ვიატკუსმა უკვე უპასუხა:


- გამარჯობათ. ვარ 30 წლის. ტონზილეტქომიიდან 3თვეში, დამეწყო პერიოდულად ყურების დაგუბება და შუილი ყურებში, შეიძლება დილით დამიგუბდეს და მერე თავისით მეხსნება (წნევა ნორმაში მაქვს). რას მირჩევთ? (მაქვს ავტოიმუნური თირეოდიტი კვანძოვანი ჩანართით) მადლობთ.

ჩემი 4 წლის ბავშვი ხშირად იტკიებს ყურს. ექიმთან მყავდა და გასინჯვით არაფერი აქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გამოკვლევა უნდა ჩავუტარო?

წლების მანძილზე სხვადასხვა ცხვირის წვეთებს ვიყენებ ძილის წინ რადგან დაწოლის დროს მეფარება ნესტო და მგონია დავიგუდები, არადა ყველა მეუბნება რომ საკმარისი ჰაერი შედის, ამის გამო სიმშრალე მაქვს ცხვირის, პოლიპები ყველანაირი ამოჭრილი მაქვს. გთხოვთ მომცეთ რეკომენდაცია პრობლემის მოგვარების.მადლობა


გამარჯობა, ვარ ალერგიული სეზონურად, ძირითადად გაზაფხულში:აპრილი-მაისი, თუმცა მთელი წლის განმავლობაში მაწუხებს გაჭედილობა ცხვირში, მეგონა რომ ძგიდე მქონდა გაღუნული ან საოპერაციო , თუმცა ექიმებმა ეგ პრობლემები გამორიცხეს... რაიმე ცხვირის წამალს(წვეთებს, სპრეის) ხომ ვერ მეტყოდით ან ზღვის წყლით წვეთებს, რომელიც ჰორმონალური არაა, დამოკიდებულებას არ იწვევს და მიშველის ამ პრობლემაზე?

გამარჯობა. 29 წლის ვარ და გლანდები მაქვს საოპერაციო. ამ ასაკში რამე გართულებებთან ხომ არ არის ოპერაცია დაკავშირებული და რა პერიოდში ჯობია ოპერაციის გაკეთება?









 



1
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება