რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა

რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა
კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ადენოიდები ვითარდება, უფრო სწორად, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი განიცდის ჰიპერპლაზიას (გადიდებას სტრუქტურული ელემენტების ინტენსიური გამრავლების გამო), ჯერ კიდევ უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი ის გართულებები, რომლებიც არანამკურნალებ ადენოიდებს ახასიათებს. ბევრი უფრთხის მათ ამოკვეთას (ადენოტომიას). ამას თავისი საფუძველი აქვს. ასეა თუ ისე, ადენოიდების პრობლემა ფართოდ გავრცელებული და აქტუალურია. სწორედ ამ აქტუალურ საკითხზე გვესაუბრება შპს “მედისონის”, ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის ონკოდისპანსერის ექიმი ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ბოლქვაძე.


ეს ახალგაზრდა ექიმი გამოირჩევა არა მხოლოდ პროფესიონალიზმითა
და ოსტატობით, არამედ თავმდაბლობით, გულისხმიერებითა და კოლეგიალურობით, რაც მთავარია, პაციენტებისადმი თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულებით, რის გამოც მას ყველა ემადლიერება. გიორგი ბოლქვაძე ძალიან უყვართ არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ სტუდენტებსაც - ის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორიცაა.

- ბატონო გიორგი, აუხსენით მკითხველს, რას წარმოადგენს ადენოიდები და რა აჩენს მათ.
- ცხვირ-ხახის ადენოიდები ცხვირ-ხახაში
მდებარეობს. ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი რგოლი იმუნური სისტემისა, რომელიც შედგება ნუშურა ჯირკვლებისგან, ენისქვეშა ნუშურებისა და ცხვირ-ხახის ადენოიდებისგან. ეს ერთიანი სისტემა ასრულებს დამცველობით ფუნქციას, რაც ორგანიზმში შეჭრილი ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების უვნებელყოფით გამოიხატება. ცხვირ-ხახის ადენოიდები შედგება პოხიერი უჯრედებისგან, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული აგებულებითა და ფუნქციობით. ისინი ძლიერ სენსიტიურნი არიან ალერგენების მიმართ.

ალერგენსპეციფიკური IგE ანტისხეულები სისხლიდან აღწევს ქსოვილებში, სადაც პოხიერი უჯრედების ზედაპირზე იბოჭება. პოხიერი უჯრედები აქტიურდება მაშინ, როცა ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IგE ანტისხეულებთან, რომლებსაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ და იწყება ალერგიული რეაქცია.

პოხიერი უჯრედებისგან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორებიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ციტოკინები. ამ ნივთიერებების გამოთავისუფლებას მოსდევს ქსოვილებში, ადგილობრივად, ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ჩამოთვლილი ნივთიერებები იწვევს ქრონიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: შეშუპებასა და ლორწოვანის ჰიპერსეკრეციას. თუმცა ასეთი რეაქციები ყველა ადამიანს არ უვლინდება - აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას.

- რა ასაკში ვითარდება ადენოიდები ყველაზე ხშირად?
- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია უმეტესად 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, თუმცა იშვიათად სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც შეინიშნება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობული დაავადებები, ალერგია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მემკვიდრეობითი ფაქტორი.

ზომის მიხედვით, განასხვავებენ ადენოიდების ჰიპერტროფიის სამ ხარისხს.

- უმეტესად რა სიმპტომებით ვლინდება ადენოიდები?
- ადენოიდების ჰიპერტროფია კლინიკურად შეიძლება სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდეს. პაციენტებს ძირითადად აღენიშნებათ ცხვირით სუნთქვის გაძნელება და უხვი ლორწოვანი გამონადენი, რის გამოც ბავშვებს პირღიას სძინავთ და ხვრინავენ.

- რა გართულებებს აძლევს დასაბამს არანამკურნალები ადენოიდები?
- ადენოიდების ჰიპერტროფიის ხშირი გართულებაა შუა ყურის დაავადებები: ექსუდაციური ოტიტი და შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, რაც გამოწვეულია ადენოიდების მიერ ევსტაქის მილის დახშობით და შუა ყურის ნორმალური ვენტილაციის მოშლით. ასევე ხშირია თავის ტკივილი. პირი მუდმივად ღიაა, ქვედა ყბა დაშვებულია, მოგვიანებით სტადიებზე ბავშვებს სახის გამომეტყველებაც ეცვლებათ. ეს მათ აძლევს თავისებურ შესახედაობას, რომელსაც “ადენოიდური სახე” ეწოდება. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ არასწორი თანკბილვა. ანთებითი პროცესები შესაძლოა გავრცელდეს ცხვირის დანამატ წიაღებშიც.

- რას გულისხმობს ადენოიდების მკურნალობა?
- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფიის კონსერვატიული მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია, ანუ გართულებების მკურნალობას გულისხმობს. ძირითადი დაავადების კონსერვატიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

- გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა... რა უკუჩვენებები აქვს ადენოტომიას?
- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხვირ-ხახის ადენოიდები ორგანიზმის დამცველობითი სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, ამიტომ საჭიროა, ზუსტად და დროულად განისაზღვროს ქირურგიული მკურნალობის ჩვენება. ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის საერთო მდგომარეობა, გართულების რისკი და ქირურგიული მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტურობა. ადენოტომიის უკუჩვენებებია სისხლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ასევე - რბილი სასის პათოლოგია, ცხვირისა და ხახის მწვავე დაავადებები.

- რამდენად ხშირია რეციდივი?
- ლიმფოიდურ ქსოვილს პროლიფერაციის უნარი აქვს, ამიტომ ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ მოსალოდნელია რეციდივიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახაში თუნდაც უმნიშვნელო ოდენობის ქსოვილი დარჩა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რეციდივი ტექნიკურად უნაკლოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
ზამთრის მოახლოება და ყელის ტკივილი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია.
სადღეისოდ საკმაოდ იმატა ცხვირ-ხახის პრობლემებმა.
ზოგადად ადამიანს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერის აღქმა შეუძლია, თუმცა სმენის უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით ქვეითდება.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
მწეველებს რომ სმენის პრობლემები აწუხებთ, დიდი ხანია დადგენილია, თუმცა, ამჯერად სპეციალისტებს
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად